ამდენს ვწერთ და მაინც ვერ გაიგო ბევრმა თუ რატო იტყუებიან ვინაობას...
ყველა ვინც კი ბარდება, იტყუება. ყველა გარდა იშვიათი გამონაკლისისა.
მაგალითად, აიღო ადამიანმა იტალია-საბერძნეთის ან ბალტიისპირეთის ვიზა. რა უნდა აკეთოს მაგ ქვეყნებში და გადავიდა გერმანია-საფრანგეთი-ესპანეთი-ბელგია და იშვიათად სკანდინავიაში. რა ხდება მერე. ბარდება პირადობის მოწმობით. მაგრამ მანამდე აკეთებს მეორე პასპორტს სადაც არაა შენგენის ვიზა. ეს იმიტომ რომ არ გააბრუნონ პირველ ქვეყანაში. ინახავს ამ მეორე პასპორტს რომელსაც გამოაჩენს იმ შემთხვევაში თუ სამუშაო იშოვნა ან პოზიტივი მიიღო. რომ კითხო ,,პატიოსნად'' ჩაბარდა და არაფერი ითაღლითა და ,,სხვებივით'' არ არის.
და მეორე ვარიანტი რომ იგონებს სახელს და გარს ყვება გამოგონილ ისტორიას და არ აძლევს არანაირ საბუთს რაც დაამოწმებს მის ვინაობას, ან რამე ისეთს, მაგალითად დახატული (თავისივე ხელით) დაბადების მოწმობის ქსეროასლს. როცა ბარდება ამბობს იმ ქვეყანას სადაც არის ომი ან დაძაბულობა. პირველი იმიტომ რომ მიზეზი უნდა ქონდეს რაღაც თუ რატომ ითხოვს თავშესაფარს და მერე ეგება და გართულდეს სიტუაცია რომ პოზიტივი მიიღოს. კოვზი გავარდეს ჯამში ჩავარდესო

ან უბრალოდ ის ხალხი ვინც იცის რომ პოზიტივს ვერ მიიღებენ მაგრამ უნდათ რომ დარჩნენ ქვეყანაში ხელუხლებლად. ზოგი ოჯახით არის, არსად ეჩქარებათ ნოსტალგიაც ნაკლებად ტანჯავთ და ბავშვებისთვის უნდათ უკეთესი მომავალი რომ ქეისის მეორე ან მესამე განახლებაზე მისცენ პოზიტივი, და ამ დროის განმავლობაში იყვნენ ქვეყანაში. ან ის კატეგორია ვისაც ისე აქვს საქმე რომ ევროპული ფასების გათვალისწინებით ის 150 ევრო დახმარება ურჩევნია საქართველოში ცხოვრებას.
ასე რომ მოტყუებით იტყუება ყველა. და ვინც არ იტყუება 3 თვეში ტოვებს ქვეყანას. აი ასეთი ამბავია ძირითადად გარდა ძალიან იშვიათი გამონაკლისისა.