Beso1980სიცხის გაგება ძალიან ინდივიდუალურია, ისევე როგორც სიცივის. ჩემთვის 20 ზემოთ უკვე სიცხეა, 25 გრადუსის ზევით კი იწვის ყველაფერი

.
სასწაულად უცნური წელი გვაქვს. მარტის შუა რიცხვებში ალუბალი უკვე ყვაოდა (ამ ბლოგზე სურათს ნახავ, ალუბლის ტოტი რომ ყვავის -
http://www.tomushka.blogspot.se/2014/03/blog-post.html ). თებერვლის ბოლოს უკვე ტულპანები იყო ამოსული, დეკემბერში კი მეზობლის ეზოში Anemone nemorosa ები ყვაოდნენ. ხვაგან კი თოვდა, მაგრამ ჩვენ ზამთარი საერთოდ არ გვქონია (ამ წელს, მაქსიმუმ 10 დღე გვონდა თოვლი მეტი არა.)
ახლა ისე ცხელა, შუა ზაფხულში არ გვქონია ასეთი სიცხე, ხალხმა უკვე ბანაობა დაიწყო ტბებში. ღობე უკვე მთლიანად გაყვავილებულია, იასამნები გამოსული, ხეები გაფოთლილი. ოფიციალური თვეები და წელიწადის დროები ერთია, და ბუნების ქცევა და რეაქცია კლიმატურ ცვლილებებზე უკვე სხვა.
პ.ს. მე გადავხედავ წელიწადის დროებს, მაგრამ პირობა მომეცი რომ შენ შვედეთის გეოგრაფიულ და კლიმატურ რუქას გადახედავ

. შესაბამისად აღარ ვიდავებთ, ჩემთან თოვდა შენთან გაზაფხული როგორ იყოვო
This post has been edited by BadbadGirl on 28 Apr 2014, 23:58