#39796368 · 11 Feb 2014, 10:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
CORDOBA მე როგორც მივხვდი, შენ ის გაინტერესებს რამდენადაა შესაძლებელი ქართულის ან სხვა შენთვის გასაგები ენის დახმარების გარეშე ისწავლო უცხო ენა. ნუ გეშინია, გერმანიაში არის ფაკულტეტი, რომელიც ამზადებს გერმანულის მასწავლებლებს სპეციალურად უცხოელებისთვის. ე. ი. მასეთი სწავლების დიდი ტრადიციაა. აქვთ არაჩვეულებრივი სახელმძღვანელოები, თვალსაჩინეობები, ბოლო ბოლი არსებობს ლექსიკონებიც. ის, რომ სიტყვაც არ იცი, შენთვის არანაირი დაბრკოლება არ იქნება. ენის სწავლაში სხვა გარემოებებმაც უნდა შეგიწყოს ხელი, თუ რამდენად გაქვს კონტაქტი ძირ მოსახლეობასთან. რაც შენ ისედაც გეცოდინება, ნახევარი ევროპა გქონია მოვლილი. ენის ნუ გეშინია, მთავარი მონდომებაა.გერმანიაში მასეთი ენის კურსები საკმაოდ ხელმისაწვდომია, ინგლისში რომ ვფიქრობდი გადაბარგებას, ცოტა ფასმა დამაფრთხო. თან ევროკავშირის მოქალაქეებისთვის რაღაცა შეღავათებიც უნდა იყოს, თუ სულ უფასო არა. * * * ეს ახლა გერმანია კი ვახსენე, მაგრამ ყველა ნორმალურ ქვეყანაში მასე იქნება. მე ვარ ნასიარულები კურსებზე მასეთ პირობებში ოღონდაც ინგლისურის და პირიქით უფრო სასიამოვნო პროცესია. ესე რაღა შორს მივდივარ, გერმანულშიც გერმანელი მასწავლებელი მყავდა და ისეთი პრინციპული იყო, გამარჯობასაც არ იტყოდა ქართულად. არანაირი დისკომფორტი არ ყოფილა. მეტსაც გეტყვი, ერთი მასწავლებელი საერთოდ ბრმა მყავდა. ჰოდა იმ ბრმა მასწავლებლის ხელში გადასარევად ვისწავლე წერა-კითხვა. ახლა აღარ მახსოვს რანაირად მოახერხა, მაგრამ ფაქტი სახეზეა.
|