#37846158 · 2 Sep 2013, 17:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პეტრუჩი
QUOTE | 4 ალტერნიკი მაქვს, ბანს დამადებ მეორეთი დავწერ და ა.შ. |
კატა თაგვობანა ვითამაშოთ თუ რას გულისხმობ? თუ ალტერნიკები გაქვს, სამუდამო ბანი დაედება ალტერნიკებს. მანამ სანამ ეს მოხდება, მოდერატორი შეგეკითხება, რომელი ნიკი გინდა რომ დარჩეს ძირითადად, დანარჩენს გააუქმებს. ასე ხდება ხოლმე ფორუმზე. ალტერნიკები, როგორც წესი არ არის რეკომენდირებული. QUOTE | ხვდები ეხლა რას გედავები? |
ვერა, ვერ ვხვდები რადგან შენ გოგინას მიერ ნათქვამს აციტირებ, დემოკრატიაზე კეთდება მის ნათქვამში აქცენტი:
QUOTE | დემოკრატია ხო გაგიგია ?ათი კაცი პოსტავს აქედან 8 ს არანაირი პრობლემა არ აქ გინებაზეხოდა გადაწყვეტილია რად უნდა მაგას ბევრი საუბარი ? |
არადა, რომ ჩაიხედო ფორუმის წესებში, ნათლად წერია: http://forum.ge/rules.html1.2. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც ეთანხმება ფორუმის წესებს. 1.3. თბილისის ფორუმი Forum.GE წარმოადგენს ფორუმის მფლობელთა პირად საკუთრებას, რომლებიც საკუთარი ფინანსებით ინარჩუნებენ და ამუშავებენ მას. ამიტომ, ფორუმზე არ ყოფილა, არც არის და არც არასოდეს იქნება არანაირი დემოკრატია, ანუ ფორუმის პირდაპირი მართვა მისი წევრების მიერ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფორუმის მფლობელები არ ითვალისწინებენ მომხმარებელთა რჩევებს. პირიქით, ისინი მიესალმებიან ახალ მომხმარებლებს და მათ ახალ რეკომენდაციებს. მაგრამ მოხმარებლებს უნდა ესმოდეთ, რომ ბოლო სიტყვის უფლება ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში ყოველთვის რჩებათ ფორუმის მფლობელებს. მომხმარებლები არ უნდა მოითხოვდნენ მათი წესებით თამაშს და სხვის მონასტერში მისვლას თავიანთი წესდებით. 1.4. ფორუმის წესებს განსაზღვრავენ ფორუმის მფლობელები და მათი ნდობით აღჭურვილი პირები-ფორუმის ადმინისტრატორები. ------------------------------------ QUOTE | ფორუმის წესები ერთ ადგილას მკიდია |
????? ვერ გავიგე.
QUOTE | მე ლოკალური თემის წესებით ვხელმძღვანელობ |
რა ლოკალური წესები? ვინ დააწესა ეს ლოკალური წესები? ფორუმზე არის 2 წყარო, ერთი ძირითადი წესები, რაც ზემოთ მოცემულ ბმულშია, და მეორე ეს: მანამ სანამ "მოგზაურობას გადაწყვეტთ"-:QUOTE | მიდი წინა თემებს გადახედე როგორ ვაგინებ და ვეღადავები მაგათ და მეც დამვორნე |
წარსულის დარღვევებზე მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას. ანუ, მოდერატორი რომელიც მაშინ იყო, უნდა შემოსულიყო და შესაბამისი გაფრთხილება - ვორნი - ბანი მოეცა საჭიროებისამებრ.
დავანებოთ თავი წარსულს. ახლა არის სხვა მოდერატორი, რომელიც სთხოვს ფორუმელებს არ იყოს ლანძღვა - გინება და ასე შემდეგ.
სწორედ მაგაშია საქმე, მოდერატორმა რომ არ დაგვორნათ თავის დროზე, ახლა გეჩვენება რომ რასაც გინდა იმას იტყვი, რადგან არ მოუციათ შენიშვნა აქამდე.
ნურას უკაცრავად.
აქ არის ნათლად მოცემული წესები:
4. აკრძალვები და შეზღუდვები
4.3.6. უხამსი, უტაქტო, უცენზურო, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ან სიტყვის გადაკვრები ნებისმიერი (მათ შორის, შენიღბული) ფორმით, ნებისმიერ უცხოურ ენაზე, მნიშვნელობა არა აქვს, ვისკენ არის მიმართული ან რისთვისაც არ უნდა იყოს (ანუ, როგორც საქონლის, კომპანიების მიმართ, ასევე ფორუმის წარმომადგენლების მიმართებითაც).
---------------
QUOTE | იმის იმედი ტყუილად გაქვს რომ შენ შეცვლი იმას რაც უკვე აგერ დაახლოებით 40 თემაა ხდება |
კარგი, ვიჭიდაოთ? თუ რა ვქნათ? 40 თემა რომ იყო გინება ზოგიერთ წერილში, ეს ამართლებს ამის გაგრძელებას? გითხარი უკვე ზემოთ, რომ თავის დროზე რომ დაევორნე-დაებანე მოდერატორს სათანადოდ, ასე ამაყად და ხმამაღლა არ განაცხადებდი რომ ებრაელების ლანძღვა არ არის ისეთი საქციელი რომელიც ვორნს იმსახურებს.
ნეტა რა ტყუილა მაკარგინებ დროს ამ თემაზე საუბრით, მრავალჯერ გითხარი, რომ ნებისმიერი ერის გინება-ლანძღვა არის ნეგატიური მოვლენა. თუ ძალიან გინდა ვინმეს გინება, გამოიყენე პირადი წერილები.
ფორუმი არის, ღია, საზოგადოების თავშეყრის ადგილი და არა გარკვეული ჯგუფის თავშეყრის ადგილი მხოლოდ. ადამიანი რომელიც პასიური ფორუმელია (ანუ, მარტო მკითხვლი)არ არის ვალდებული გინებას კითხულობდეს თემებში.
მე მირჩევნია 1 კვირა არაფერი დაიწეროს თემაში, ვიდრე გინება ლანძღვა და ასე შემდეგ.
QUOTE | ეს თემა მაგიტომ არიც ცოცხალი თორე აგერ სტამბული და დუბაი ვოლ 2 არიან 2005 წლიდან მოყოლებულიმიიღებ ეგეთ მკვდარ თემას |
ნიუ იორკის თემის მშობელი ვარ (სამუდამოდ ჩაიწერა ჩემი სახელი ფორუმის ისტორიაში  ) და მეც მინდა იყოს თემა ნიუ იორკზე; თუმცა, რაოდენობა ხშირად არ ნიშნავს ხარისხს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა 40 იქნება თუ 4, ნიუ იორკს არ დააკლდება ის ღირსება რაც მას აქვს. ისევე როგორც, არც დუბაის აკლდება ღირსება, არს სტამბოლს, მიუხედავად იმისა, რომ ფორუმზე არ ივსება ამ ქვეყნებზე თემები მალ-მალე. ანუ, არჩევანი შენზეა, გინდა ყოფნა აქ? ისაუბრე კორექტულად. არ უსაუბრებ კორექტულად? გინებით აიკლებ აქაურობას? მიიღებ ვორნს. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. რაიმე ახალს, ანდა უცნაურს, ანდა ციდან მოტანილს ვიძახი? ფორუმის სხვა განყოფილებაში გინებას უშვებენ? არა, ხომ? მოგზაურთა კლუბი გინდა ქაოსური გამონაკლისი იყოს? შედარებას მოვიტან. მაგალითად, რომ მიდიხარ რესტორანში, ანდა ღამის კლუბში, ანდა კაზინოში, უმეტეს დაწესებულებას აქვს თავისი dress code-ი, რომელიც აწესრიგებს ჩაცმის კულტურას; ასევე, ამ დაწესებულებს აქვთ, "ქცევის კოდექსი", რომელიც ავალდებულებს კლუბის ადმინისტრაციას, ადამიანი რომელიც არღვევს კლუბის წესებს, გარეთ გაიყვანონ და ზოგ შემთხვევაში, სამუდამო აკრძალვა მიაკუთვნონ ამ პიროვნებას. ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი კაზინოში არ შეუშვეს ედინბურგში. რატომ? შორტები გაცვია და არ არის ეს მიღებული კაზინოშიო. მოკლედ, ხვდები რატომ მომყავს ეს მაგალითები, ხომ? არადა, მშვენივრად შეგიძლია შენც და ყველა დანარჩენ ფორუმელებს გინების გარეშე საუბარი. ძალიან კარგად გამოგდით ეს (ამაში მაინც მერწმუნე) . ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს / აუცილებლობაა გინების და ლანძღვის დაკანონებისა. QUOTE | კაროჩე ზრდასრული მამაკაცივით თუ მოიქცევი კარგი იქნებანუ დაემსგავსები ოპერს |
მოდი ერთ რამეს გეტყვი; იარლიყების მიკერება გგონია რამეს გმატებს? მეც შემიძლია მოგაკერო იარლიყები ძალიან ბევრი, ამის საშუალება შენ თვითონ მომეცი, თუმცა არა, პატივს გცემ და არ დავალ ამ დონემდე. კეთილი ინებე და მოეშვი იარლიყების მიკერებას, რომელიც მე არაფერს მაკლებს, ღიმლის მგვრის ხოლმე.
თუმცა, სხვასთან ურთიერთობისას შეიძლება ის სხვა არ იყოს ასეთი ლმობიერი როგორც მე ვარ და მოგაკეროს იარლიყები და ასე, ერთმანეთს მიაკერებთ იარლიყებს და ამით გამოვა რამე?
მე მგონი სურათი ნათელია. თუ გაქვს კიდევ რაიმე შეკითხვა ან საკითხები, დასვი, შევეცდები გიპასუხო.
პატივისცემით, განდი. არწივი.
This post has been edited by mahatma-gandhi on 2 Sep 2013, 18:08
--------------------
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".
|