ლოლ : )))) მივალ ვენდისთან აბა არ მივალ? მოიცა, ჯერ ვენდის ვკითხო, იქნება არის ლონდონში სადმე?

არადა, სიმართლე გითხრა, უამრავი ქსელია ლონდონში და რატომ არ არის ვენდი? KFC-ც არ არის ცუდი; ქათმის ხორცს კარგად ბრაწავენ
ვნახე ეს განცხადება. ვინ არის მათი კადრების მენეჯერი?
http://jobs.ge/62009/რამდენი შეცომები აქვთ : ((((
მაგალითად:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
მიზანმიუმართავი მოთხოვნაა. საშუალო და უმაღლეს განათლებას ერთ სიბრტყეზე განიხილავენ. არადა, ამ 2 სახის განათლებას შორის არის განსხვავება. უნდა ეწეროს დაახლოებით ესე: " საშუალო განათლება, სასურველია უმაღლესი განათლება"
" რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ჩაითვლება პრიორიტეტად);"
ბრჩხილებში ჩასმა რად უნდა "ჩაითვლება პრიორიტეტულად" -ს ?
ეს არის საინტერესო
"** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook) (ჩაითვლება პრიორიტეტად)."
"ჩაითვლება პრიორიტეტად" - ო
" ** განახორციელოს ანგარიშსწორების ყველა შესაძლო ფორმა, რომელიც შეიძლება გამოიყენოს მომხმარებელმა;"
ეს ძალიან აკადემიურია.რად უნდა ასეთი გართულება ? ასე იქნებოდა უმჯობესი - "ანგარიშსწორების ნაღდი და უნაღდო ფორმები" (რომელიც შეიძლება გამოიყენოს მოომხარებელმა - ზედმეტია)
" შემოსული მომხმარებლის ხარისხიანად და ეფექტურად მომსახურება;"
"შემოსული მომხმარებელი" <-- რა არის?

(ეჰ, ვის ხელში ვართ)
"
კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოტივირებულობა
"
ამას ასე დავწერდი:
კომუნიკაბელური, პუნქტუალური, ორგანიზებული, მოტივირებული. ანუ, "ობა" ზედმეტია, ვერ ჟღერს პროფესიონალურად.
"კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი."
ეს ბუნდოვანი განცხადებაა. არაფრისმთქმელი. ანუ, რომელიმე კანდიდატი იტყვის არ მაქვს სურვილი განვითარდეო??
ეჭვი მაქვს, რომ ინგლისურიდან გადმოთარგმნა ვიღაცამ ეს განცხადება არ არ შეეცადა გაეშალაშინებინა ტექსტი გამოქვეყნებამდე.
ვაჰ, სად მაქვს ამდენი დრო ვენდის უფასო კონსულტაციები გავუწიო ვისოლს კადრების მართვის კუთხით
ჩემი სადილის დროა. მადა დამეკარგა, ვაიჰ,
იმედია, საკვების ხარისხი და მომსახურება უფრო უკეთესი იქნება ვიდრე ეს განცხადება.
პატივისცემით,
განდი.
არწივი.
This post has been edited by mahatma-gandhi on 4 Sep 2013, 21:08