tako44მე მადრიდი გადავიფიქრე.
ბარსელონა, ტარაგონა, ფიგერასი, ხირონა, თუ მოვასწარი კიდევ რამეს დავუმატებ. მადრიდი შემდეგ ზამთარს მელოდება
* * *
ბარსელონათმცოდნეებო! გთხოვთ კრიტიკის ქარცეცხლში გაატაროთ ჩემი გეგმა:
დღე 1: ჩავდივარ შუადღის მერე
გოთიკური კვარტალი; იქვე შოკოლადის მუზეუმი, კოლუმბი, ტრიუმფალური თაღი, მერე რამბლაზე გასეირნება თავის ბოკერიებით და ამბებით
დღე 2: გახსნისთვის საგრადასთან ყოფნა, მერე კასა ბატლოს დათვალიერება, დანარჩენი სახლები ისე გარედან უნდა ვიხილო, მერე ბარსელონა კატედრალ, გუელის პარკი; რადგან შაბათი უწევს ფანტანების შოუ.
დღე 3: სანტა მარია დელ მარ; მუსიკის სასახლე, გუელის სასახლე; პლასა რეალ; გავისეირნებ პლიაჟზე
დღე 4: წავალ მონჟუიკზე, მერე ესპანურ სოფელში
დღე 5: ფიგერასი, ხირონა, ტარაგონა - ეს ერთ დღეში მოსწრებადია??
დღე 6: ტიბიდაბო; ტექნოლოლ. მუზეუმი და ბოდიალი უგზოუკვლოდ
დღე 7: მონსერატი საღამომდე
დღე 8: დილით ბოდიალი მერე აეროპორტში
ასევე იგეგმება ფლამენკოს შოუზე დასწრება, თუ მუსიკის სასახლეში რამე კონცერტი იქნება ასე დავათვალიერებ.