მადრიდში თუ იქნები, ფეხბურთი თუ გიყვარს და მითუმეტეს რეალი, აუცილებლად უნდა დაესწრო თამაშს.
არაფერი ისეთი ძვირი სიამოვნება არაა. ბანძ გუნდებთან თამაშებზე 30-35 ევრო ღირს ხოლმე. ახლა ბოლო ტურში ეიბართან 30 ევრო ღირდა.
ცოტა უფრო პრინციპულ თამაშებზე (მაგ. ატლეტიკოსთან, რომასთან) 50-70 ევრო. ზეგინდელი (აწ უკვე ხვალინდელი) თამაშის ბილეთში, ვოლფსბურგთან, მე პირადად 70 ევრო გადავიხადე.
ნუ ეს ყველაზე იაფიანი, კარის უკან. თორე კარგი ადგილები კი ღირს 120, 150, 250 და ზემოთ.
თუმცა ბერნაბეუ ისეთი სასწაულია, ყველა ადგილიდან გაგისწორდება ყურება.
ერთადერთი ელ-კლასიკოზეა ხოლმე ასტრონომიული და ყოვლად არაადეკვატური ფასები.
პროსტა გაითვალისწინე, რო წელს ევროპის ჩემპიონატია და სეზონები ადრე სრულდება და უნდა იჩქარო.
სხვა რა გითხრა, ქალაქი არ ვიცი კარგად. უზარმაზარი ქალაქია და ძალიან ბევრია სანახავი, მაგრამ მაინც მგონია რომ 2 კვირა ნამეტანია.
ტოლედოში წადი 1-2 დღით, იქვეა, 45წთ-1 საათის სავალზე. ძველი დედაქალაქია ესპანეთის. ისტორიული ღირსშესანიშნაობები თუ გიზიდავს, მაგრად გაგისწორდება.
სასტავთან ერთად თუ მოდიხარ, ბევრნი თუ იქნებით, ალბათ აჯობებს ბინა აიღოთ, იაფად გამოხვალთ. აქეთ, ჩემკენ, ანდალუსიაში ყველა ვარიანტში ბინის აღება ჯობია და მადრიდის ფასები არ ვიცი, ცოტა ძვირიანი ქალაქია, მარა არ მგონია სასტუმროზე ძვირი დაგიჯდეს მაინც.
2000 ევრო ყელში ამოგივა, თუ რაღაც სასწაული და თავზე გადამხობა და თამაშის VIP ლოჟიდან ყურება არ მოინდომე და ეგეთი რაღაცები.
ჭამის პონტში გირჩევ Buffet Libre ანუ შვედურმაგიდიანი რესტორნებია. 10 ევროს იხდი და ჭამ რამდენსაც გინდა, შეუზღუდავი რაოდენობით. მაგარი რამეა. მე არ მქონია საჭიროება და არ მიცდია, მაგრამ თუ განსაკუთრებით დაბალბიუჯეტიან რეჟიმში იქნები, ალბათ რამდენიმე ნაჭერი პიცის ჩანთაში ჩაცურებაც გამოვა და მაგრად დაგეზოგება ფული.
ფრენა არ ჯდება ძვირი. პეგასუსი დაფრინავს იაფად და ლოტსაც არაუშავს, ვარშავის გავლით. პროსტა კარგა ხნით ადრე უნდა აიღო. 1-2 თვით ადრე თუ აიღებ ბილეთს, 200-250 ევროში უეჭველად ჩაეტევი. ამას წინათ ლოტით ვიფრინე, 236 ევროდ ორი გზა.
სააღდგომოდ მინდოდა ჩამოსვლა თბილისში და მარტში რო ვნახულობდი ხოლმე პეგასუსი 170 ევრო ღირდა ორი გზა (მგონი მხოლოდ ხელბარგით. 20კგ დასაჩექინებელი ბარგის გარეშე) და ახლა ვნახე ამ წუთას და 200 ევროზეა ასული. ბარგით ალბათ 250 იქნება. 264 გამოდის თურქიშით.
მოკლედ, გზა იაფია.