მოკლედ,ადრე ვთქვი დავწერ ჩემს შთაბეჭდილებებსთქო და დავწერ ბარემ (ერთერთ თემაში დავწერე და ვაკოპირებ)
სულ სხვადასხვა სამყაროა ბარსა და მადრიდი,ასე მგონია სხვადასხვა ქვეყანაში ვიყავი.მადრიდი არის ტიპიური ესპანეთი,ესპანური ენით,არც ისე სიმპატიური ხალხი ყოფილა,99% მსუქანია,არც კარგი ტანებით ან სიმაღლით გამოირჩევიან,არც გემოვნებით,ეს ცოტა გამიკვირდა,უფრო სხვანაირს ველოდი. ინფრასტრუქტურამ მომხიბლა მადრიდისამ,აი ფართო გზები,მოწესრიგებული ყველაფერი. ქურდობის და უსაქმური პოლიციელების ამბავი რომ არ ყოფილიყო,ძალიან კარგი შთაბეჭდილებით დავბრუნდებოდი. მადრიდში ძირითადად სასტუმროში ვჭამდი და მრავალფეროვანი სამზარეულო იყო,იტალიური სამზარეულო მიყვარს მე და იტალიურ მხარეში შევცუნცულდებოდი ხოლმე და ვჭამდი.ძირითადად ცომეულზე იყო აქცენტი.
ეხლა რაც შეეხება ბარსას,სულ სხვა სამყაროა,ესპანური არ ევასებათ,სასტუმროს რისეფშენშივე გამაფრთხილა იმ კაცმა,ესპანურად არაფერი გვითხრათ,ინგლისურად თქვი ან კატალონიურადო.წარწერებიც კატალონიურად იყო ყველგან,მაგ: exit ესპანურად არის salida და კატალონიურად sortida და ასეთი რაღაცეები,იყო დიდი სხვაობა.
ხალხი უფრო ლაღია თითქოს,ტურისტებია ბევრი და საერთო ფონი ლამაზია,რუსის ჭაჭანება არ იყო მადრიდში,სამაგიეროდ ბარსაში იყვნენ ბევრნი.საჭმელები ბარსაში ძირითადად ზღვის პროდუქტებია,პაელა და ტაფა,ეს ორი ყველაზე პოპულარულია. ბრინჯი და ზღვის პროდუქტებია ერთად.
სასმელი-სანგრია,რომელმაც რატომღაც მაწყინა და მერე აღარ დამილევია,ცოტა აქვს ძალიან ალკოჰოლი და ხილია.
დამშოკა კათედრალმა,რომ შევედი და სანთლის მაგივრად საახალწლო ნათურებია ჩასმული მინაში,ჩააგდებ რამდენიმე ცენტს ან ერთ ევროიანს და შენს სახელზე განათდება ერთი ნათურა.

:omg: ასეთი რეაქცია მქონდა,ვერ ავდაპტირდი უცებ თანამედროვე ქრისტესთან

მადრიდში პრადოს მუზეუმი იყო რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა,გოიას შიშველ მახაც ვიხილე,რეტიროს პარკი არის კიდევ ძალიან ლამაზი.
ბარსაში საგრადა ფამილიამ იმედები გამიცრუა,გარედან როგორი აღმაფრთოვანებელია,შიგნით შესვლაში 30 ევრო გადავიხადე და არაფერი. ზემოთ კოშკში აგიყვანენ და კიბით ჩამოდიხარ,ვიწრო და დაგრეხილი კიბეა და ეს არის ალბათ ეგზოტიკა,რავი,მე ვერ აღვფრთოვანდი. პლიაჟიც უბანძესია,ქობულეთის და სარფის პლიაჟი ჯობია მაგას

თან პორტია იქვე ბარსელონეტას პლაჟთან და ბინძურია.სანაპიროც ბინძურია,მეტრო საშინელია,მიფსმულები,ნაგავი ყრია და რავი,ძალიან გამიკვირდა ასეთი სიბინძურე.მთელს ქალაქში მყრალი სუნი დგას რატომღაც. მადრიდში ძალიან სისუფთავე იყო

ბარსაში ქოლდფლეის კონცერტზე ვიყავი და სასწაული ემოციები დამრჩა.
კიდევ ერთი და აუცილებელი ჩემი აზრით,ბარსელოდანან დაახ.150კმ-ში არის ქალაქი ფიგერასი (figueres) სადაც დაიბადა,გაიზარდა და სიკვდილამდე ცხოვრობდა სალვადორ დალი.ძალიან საინტერესო ქალაქია,ქალაქიც სურეალისტურია

დალის მუზეუმი ფანტასტიკაა,არ უნდა დაეზაროს არავის მანდ ჩასვლა (სწრაფი მატარებლით დაახლ.საათ ნახევარში ჩავედით).ციტადელის პარკში ვსეირნობდით კიდევ (იქვე ვცხოვრობდით) და საოცრად მამშვიდებდა.
იქვეა ე.წ "ტრიუმფალური თაღი".
ასევე ძალიან კარგი დელფინარიუმი,ზვიგენებით და ამბებით.ეს პორტშია.
მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო და კარგი ემოციით დავბრუნდი,ვერ ვიტყვი რომ ბარსელონის ინფრასტრუქტურამ და განვითარებულობამ მომხიბლა.განსაკუთრებული არაფერი ისეთი,მაგრამ მაინც ძალიან კარგია.