რა ვქნა ბევრისგან განსხვავებით აქ -მომეწონა ბარსელონა

უცნაური ქალაქია, თავისუფალი ,მზიანი, მხიარული ,საგიჟეთი შერწყმული სიმყუდროვეში

ალბათ გაუდზე უნდა ილოცონ ესეთი არქიტექტურა რო დაუტოვა ქალაქს (და არამარტო)
თავის საგრადათი თუ მისი დამახასთებელი მოზაიკის ფერებით. თავის სახლშიც ყველაფერი რა განსაკუთრებულია

გოთიკური უბანი პატარა ვიწრო ქუჩებით საოცარი უბანია , უსასრულოდ შეიძლება იხეტიალო
ლა რამბლა მისი ბაზრით, ცვილების მუზეუმით, სუვენირებით, კაფეებით და უამრავი ტურისტით ...რა ეროვნებას აღარ შეხვდები....
ხელოვნების ნიმუშები ,მუზეუმები, ულამაზესი მოედნები,შადრევნები,დასასვენებელი პარკები,აკვარიუმი,ზღვის ჰაერში გაჟღენთილი კანალიზაციის სუნი: )) ... უსასრულო კაფეები, გემრიელი სამზარეულო...საგრია,ესპანური ღვინო ,ლუდი ....ფლამენგო
კამპ ნოუ = ახდენილი ოცნება

ზოგადად მთელ ქალაქში იგრძნობა კლუბის სიყვარული...
ბარსელონასთან ახლოს ულამაზესი ადგილი მონსერატი , დროში ვინც ეტევა უნდა ნახოს
აეროპორტიდან კარგად მორგებული ყველანაირი ტრანსპორტი ქალაქამდე და უკან
უადვილესი მეტრო მიუხედავად ათი ხაზისა
coldplay-მის თემაში ..აქ ვიტყვი მხოლოდ იმას, საოცრად ორგანიზებულად შეუშვეს ხალხი სტადიონზე ...რაზეც მეტყველებს ყველამ ვიცით

კრიზისი =0
კატალონიური ძალიან მკვეთრად ყველგან...ცოტა არ იყოს გამიკვირდა სკოლაშიც რო ისწავლება ....
იმ ქალაქების სიას შეემატა სადაც აუცილებლად კიდე წავალ
This post has been edited by tekwawa on 6 Jun 2016, 14:24