viza2013ისეთი ტონით და რიხით საუბრობ, თითქოს ცა ქუდად არ მიგაჩნდეს და დედამიწა ქალამნად.
რომ მეუბნები "გადახედე და ნახვა რამდენი ვიზა მაქვს გაკეთებული"-ო, სად გადავხედო? ბმული დადე, მომეცი კონკრეტული ინფორმაცია, სადაც წერია რომ შენ დიდ ბრიტანეთში უვიზოდ წაიყვანე ადამიანი (ები)?
პოლონეთის ვიზებს ვაკეთებო იძახი. კი ბატონო, თუ ვიზას აკეთებ, ეს სხვა საქმეა. თუმცა, პოლონეთის ვიზასა და დიდ ბრიტანეთში უვიზოდ (უკანონოდ) წასვლასთან დაკავშირებით დიდი განსხვავებაა.
გადავხედე შენს ნაწერებს. ეს ვინ არის? გეცნობა ?
gurami555პირველ რიგში ეს შენი "ვიზა" სახელი იმიტომ არის დასაბლოკი, რომ ალტერია.
მეორე რიგში, ფორუმზე ხან რას ყიდი ხან რას. მანქანები ჩამოგყავს ბულგარეთიდან, მობილურ ტელეფონებს ყიდი, ერთჯერად ჭიქების და თეფშების ფირმაც გქონია, დომენებს ყიდი, მიწის ნაკვეთიც გქონია გასაყიდი და ასე შემდეგ.
ავტომობილების იმპროტი ბულგარეთიდანერთჯერადი ჭიქების თეფშების და კონტეინერებინოკია 8800 სიროკოmercedes clk 55amgგასაყიდი დომენები Vol. I3600კვმ მიწის ნაკვეთიანუ, შენ ხარ "მეწარმე, ლიდერი, ექიმი"-ს ვარიანტი

ანდა, "სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ, სამ მუზიკუ ზაკაზივაეტ".
კი ბატონო, ჩავთვალოთ რომ ბიზნესის დივერსიფიცირება მოახდინე და ხარ ნიჭიერი ბიზნესმენი, ანუ ბევრ სფეროში მოღვაწეობ. (წარმატებულად თუ არა, ეს ცალკე საკითხია) დავუბრუნდეთ დიდ ბრიტანეთში ადამიანის ჩაყვანის შეპირებას.
მანქანები რომ ჩამოგყავს ბულგარეთიდან, თუგინდ ავსტრალიიდან, ეს გასაგებია, მაგრამ შენ ტურისტული მომსახურება ლობიობა ხომ არ გგონია?
მით უმეტესი, როცა ადამიანს ეუბნები რომ 8000-მდე დოლარი უნდა გადაგიხადოს შენ იმაში, რომ ნიანგის ხახაში ჩაუშვა ეს ადამიანი?
ზემოთაც დაგისვი რამოდენიმე შეკითხვა, აზრზე არ ხარ UK კანონებზე (ბალზე ზიხარ და ტყემალს ჭამო, ქართული გამოთქმაა) ეუბნები ადამიანს, რომ უვიზოდ ჩაგიყვან UK აეროპორტში და შემდეგ შენ გახვალ გარეთო??!!
არადა, ზოგი ადამიანი შეიძლება მოტყუვდეს ამ "შესანიშნავი და იაფი" შესაძლებლობით დიდ ბრიტანეთში წასვლისას.
არადა, უვიზო ადამიანს, რომელსაც საპასპორტო კონტროლის გავლის საშუალებაც კი ვერ ექნება, რა თავშესაფარის თხოვნის საშუალება და დიდ ბრიტანეთში დარჩენი შანსი აქვს?
ის კი არადა, UKBA-ს (დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო დაცვა) იმის სრული უფლებაც აქვს, რომ ადამიანი რომელსაც კანონიერად მიღებული UK ვიზა აქვს, უკან გააბრუნოს, და შენ იმას "ამტკიცებ" რომ ადამიანი ჩავა უკანონოდ (ანუ, უვიზოდ) აეროპორტში, სადაც დიდი ბრიტანეთი მას გაუხსნის ფართოდ კარებს და არ დაიჭერს?
ამის გჯერა შენ თვითონ? თუ გჯერა, მაშინ მართლა აზრზე არ ხარ რახდება და ჯობია ისევ რაშიც ხარ ძლიერი ის გააკეთო. (სხვადასხვა ბიზნესები გაქვს როგორც სხვა წერილებში დაწერე) თუ იცი და შეგნებულად აკეთEბ, მაშინ ეს უკვე ნეგატიური ამბავია, ადამიანის შეცდენა არაკანონიერი გზებით.
მოკლედ, ასე ხდება ხოლმე; თუკი UKBA-ს აქვს ეჭვი რომ ადამიანი უკანონოდ იმყოფება აეროპორტში, მას არ უნთებენ მწვანე შუქს ქვეყანაში შესასვლელად, არამედ სვავენ უახლოეს რეისზე და უკან აგზავნიან იმ ქვეყანაში საიდანაც მოვიდა.
ან არადა, ძალიან უკიდურეს შემთხვევაში, თუკი ადამიანს სდევნიან სექსუალურ, (არატრადიციული ორიენტაცია) პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა გაეროს მიერ აღიარებული უფლებების მუხლით - შეიძლება detention center (ეს იგივე ციხეა) ში მოათავსონ და შემდეგ, განიხილონ საქმე. თუმცა, დიდი შანსია რომ ვერ დაამტკიცოს ადამიანმა რომ არის ჰომოსექსუალი, პოლიტიკური დევნილი, და საქმე და უკან გამოაბუნძულონ.
არადა, შენ შეიძლება მართლა მოახერხო უკანონოდ ვინმეს ჩაყვანა დიდ ბრიტანეთში; არ ვიცი მე, შეიძლება გაქვს ამისი საშუალება. თუმცა, ის უკვე აღარ გაინტერესებს, რომ ადამიანი იქ ჩასვლის შემდეგ რისი გავლა უწევს. ხელებს იბან - თითქოს აეროპორტში ჩასვლა უკანონოდ, საქმის გაკეთებას ნიშნავდეს.
არადა, წესით, საბოლოო მიზანი უცხოეთში წასვლისა არის ქვეყანაში შესვლა. საბოლოო მიზანი და არა იდეაფიქსი, რომ მე ჩაგიყვან უვიზოდ აეროპორტში და შემდეგ, თავში ქვა გიხლიაო.
საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ზოგმა ადამიანმა, უკეთესი მომავლის მიზნით, შეიძლება დაიჯეროს შენი გზა, ის რომ დიდ ბრიტანეთში შევა იმ გზით რასაც შენ ეუბნები. ამისათვის, მან აიღოს ვალად 8000 დოლარი (რომელის ძალიან დიდი თანხაა) და რა ხდება მერე? ნიანგის ხახაში თავის შეყოფა, რადგან დიდ ბრიტანეთში ვერ შევა უვიზოდ და უმიზნოდ და 8000 დოლარასაც კი კარგავს, ვალებიც ხომ კისერზე ექნება წამოკიდებული, ოჯახსაც ხომ კარგავს და ასე შემდეგ.
მოგზაურთა კლუბში, აკრძალულია ასეთი ხერხებით "კლიენტის" მოძიება. შენ რასაც სთავაზობ, რეალობასთან შორს არის.
მანამ სანამ "მოგზაურობას" გადაწყვეტთ -: (post #39725078)შენი ნიკი დაბლოკვის კანდიდატია. გაქვს იმის საშუალება ისაუბრო იმ საკითხებზე რაც ზემოდ დავწერე, მითხარი, რატომ არ უნდა დაგბლოკო?
დაველოდები შენს სიტყვას.
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".