ცოტა სარისკოა. ქართული სამზარეულო არ იციან დიდ ბრიტანეთში ბევრმა. მით უმეტესი, სწრაფი კვება, რაც სავარაუდოდ, ხაჭაპური, ლობიანი და მსგავსი რამეებია.
თვითონ კითხვა - არასწორად არის დასმული.
"ისეთი რომ გაამართლოს და ძალიან დიდ ინვესტიციას არ საჭიროებდეს? "
წინასწარ, ასე ჰაერზე ვერავინ იტყვის რა გაამართლებს და რა არა. ზოგადად, ბრიტანეთის ბაზარი გაჯერებულია კვების ობიექტებით. არის უამრავი საჭმელი დაწესებულება (როგორც მაკდონალდსი, ბურგერ კინგი, საბვეი და მსგავსი, ასევე ცოტა მაღალი კლასის, როგორებიცაა "პრეტ ა მანჟერ", "იტ" და სხვა, coffee shop-ები.
ამიტომ, ჰაერზე საუბარი ადვილია რომ ითქვას, "არ გაამართლებს ბიზნესი" ან პირიქით "გაამართლებს ბიზნესი".
ბევრი რამ დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე, სადაც გახსნი ბიზნესს.
ბიზნესში (განსაკუთრებით მცირე ბიზნესში) დაწყებაში / განხორციელებაში არის ასეთი ტერმინი trial and error რაც იმას ნიშნავს, რომ მანამ სანამ არ დაიწყებ უშუალოდ ბიზნესს, ბევრი პრობლემა დაფარულია და როცა უშუალოდ დაიწყებ ბიზნესს გიწევს "ცდა და შეცდომების" გზის სვლა. (რაც თავისთავად ფინანსურად უჯდება ბიზნესის პატრონს)
1 მაგალითი. ხალხმა არ აიტაცოს ის პროდუქტი, რაც ბიზნესის პატრონს ეგონა რომ აიტაცებდა და ვერ გაყიდოს წინასწარ დაგეგმილი რაოდენობის პროდუქტი. ეს კი იმას გამოიწვევს, რომ სხვა ფინანსური გაანგარიშებებიც არასწორი გამოდის და ხელახლა დასჭირდება გადაანგარიშება.
ზოგადად, როცა იწყებ კერძო ბიზნესს (ნებისმიერს) უნდა იყო მზად რომ ან ფული რაც თავიდანვე გქონდა გათვლილი შეიძლება არ გეყოს და დამატებითი ინვესტიცია დაგჭირდეს, ან ფულის გარკვეული რაოდენობა დაკარგო, ან ამონაგებს უფრო დიდი დრო დასჭირდეს ვიდრე ვარაუდობდი და ასე შემდეგ.
ილიასი არ იყოს "რა გითხრა, რით გაგახაროო"

არც ის მინდა გითხრა რომ რთულია ბიზნესის დაწყება თუ ფული არ გაქვს და არც იმას გეტყვი რომ 100%-იანი გაამართლებს კვების ობიექტები.
This post has been edited by მაჰათმა განდი on 21 May 2014, 08:47
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".