forumelშენს ნათესავ კანადის მოქალაქეს, ერთადერთი შეუძლია რომ მოწვევა გაგიკეთოს და პასუხისმგებლობა აიღოს საჭირო ფინანსებზე.
ის რომ 40 წელი მოქალაქეა, მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა მის ფინანსურ მდგომარეობას ენიჭება.
ყველაზე კარგი იქნება თუ მოწვევის წერილს ემიგრაციასაც გაუგზავნის.
უმჯობესია ერთი პიროვნება წავიდეს ვიდრე რამდენიმე.
გახსოვდეს რომ საემიგრაციო ოფიცერი უნდა დაარწმუნო რომ მართლა სტუმრად მიდიხარ და რომელ ქვეყანასაც ტოვებ იმ ქვეყანაში შენ გაქვს ისეთი რამ რის გამოც აუცილებლად დაბრუნდები. ეს არის ქონება, ფინანსები, ბიზნესი და ა.შ
რაც შეეხება საბუთების გაკეთებას, მრავალი პროგრამაა მაგალითად სამუშაო, სასწავლო, ბიზნესი და ა.შ,
გჭირდება ამ პროგრამების შესწავლა და იქედან მიხვდები ყველაზე ახლოს რომელი პროგრამაა შენს შესაძლებლობებთან. ქართულად ნამდვილად არ არის ამ პროგრამებზე ინფორმაცია. რუსულად შეიძლება იყოს. ინგლისურად კი უამრავია.
ინგლისურად აქ მოიპოვებ უამრავ ინფორმაციას:
http://www.cic.gc.ca/english/index.aspრუსულად ჯერ ჯერობით მხოლოდ ეს მოვიპოვე:
http://ru.immigrationcanadaservices.com/წარმატებას გისურვებ