georgiano21
bohiko
ორივეს დიდი მადლობა მოწოდებული ინფორმაციისთვის, სიმართლე გითხრათ არჩევნის საშუალება რომ მქონდეს მეც კანადის საემიგრაციო პროგრამაში მივიღებდი მონაწილეობას Quebec – ის სანაცვლოდ, თუმცა არის რიგი ფაქტორები რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს ამ უკანასკნელის არჩევაში..
კერძოდ:
http://www.cic.gc.ca/ctc-vac/getting-started.asp ამ საიტზე ვცადე რამოდენიმეჯერ Online evаluation, რომელიც აფასებს კანადის საემიგრაციო პროგრამაში ჩემს შანსებს და სამწუხაროდ თუ არ ვუთითებ რომ მაქვს სამუშაო მოწვევა, ტესტს წარმატებით ვერ გავდივარ, სამუშაო მოწვევა კი მოგეხსენებათ კანადიდან ძალიან ძნელი მოსაპოვებელია.
სამუშაო მოწვევის გარეშე კი ერთადერთი შანსი არის შემდეგი:
http://www.cic.gc.ca/english/immigrate/ski...pplications.aspრომელიც მხოლოდ 5000 ს აპლიკანტს ანიჭებს FSW სტატუსს, როგორც ხედავთ კონკურენცია იმდენად დიდია, რომ გრინ კარტის გათამაშებას გავს.
ეხლა რაც შეეხება Quebec ის საემიგრაციო პროგრამებს:
იგივე evаluation Test აქვთ ამათაც:
http://www.immigration-quebec.gouv.qc.ca/e...workers/epi.htmმხოლოდ აქ როგორც ჩანს, უფრო მსუბუქად არის საქმე, არ ვიცი ეს სამუშაო კადრების ნაკლებობის ბრალია თუ რისი, მაგრამ ფაქტია, რომ სამუშაო მოწვევის ქონა არ არის სავალდებულო Permanent Skilled Worker სტატუსი რომ მოგანიჭონ, თუმცა რა თქმა უნდა სხვა ფაქტორებს ითვალისწინებენ როგორიცაა ფრანგულის ცოდნის დონე, სამუშაო გამოცდილება, ასაკი და ასე შემდეგ..
პლიუს თუ ამ სტატიას დავუჯერებთ:
http://totallyexpat.com/global-immigration...uage-standards/იგივე Skilled Worker –ების რიცხვი, რომლებსაც Quebec მიიღებ , კანადის 5000 ისგან განსხვავებით, 20 000 ს შეადგენს.
იმედია გარკვევით ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი : ) და იმედია სწორ გზას ვადგავარ ..
This post has been edited by Mr O`Donnell on 8 Dec 2013, 13:12