სალამი ყველას,
შეიძლება ითქვას ვშანთქე წინა ორი თემა და აი გადავწყვიტე ჩემი წვლილი შევიტანო ამ ინფორმაციულ ზღვაში, და ის მცირე გამოცდილება თუ ცოდნა გაგიზიაროთ რაც 2 კვირის (!) განმავლობაში დავაგროვე. დიახ, სწორედ 2 კვირაა რაც აქტიურად დავიწყე იმიგრაციის საკითხის შესწავლა. ეს იმას არ ნიშნავს რომ მანამდე არ მქონდა ფიქრები ამის შესახებ, უბრალოდ ახლა განსაუთრებულად შემაწუხა ჩემი რეალობის სიმძაფრემ.
პირველი რიგში, სანამ გაგიზიარებთ რამეს მინდა კონკრეტულად მოგახსენოთ ჩემი მდგომარეობის და “ბექგრაუნდის” შესახებ, ვინაიდან ჩემი არჩეული გზა შეიძლება ყველასთვის მისაღები არ იყოს, იქიდან გამომდინარე რომ ვიღაცას ის გზები და შესაძლებლობები არ ჰქონდეს რაც მე მაქვს, ან პირიქით, ჰქონდეს ალტერნატიული ხსნილი გზა, რომელიც უფრო მარტივად მისცემს ლეგალური იმიგაციის საშუალებას.
მაშ ასე.
ვარ 29 წლის, დაქორწინებული, შვილების გარეშე. ვფლობ პროფესიონალურ დონეზე ინგლისურს და რუსულს. უმაღლესი განათლება ბაკალავრის ხარისხით, ბიზნეს-ადმინისტრაცია, დიპლომით. მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება სხვადასხვა თანამდებობზე, ძირითადად მენეჯერულზე, ორი სამსახურის შემთხვევაში დირექტორის პოზიციაზე.
ამჟამად გახლავართ დიდი კომპანიის პარტნიორი, ნორმალური შემოსავლით და გარკვეული კაპიტალით, რომელიც მაძლევს უცხოეთში მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული უძრავი ქონების შეძენის საშუალებას.
ამჟამად მაქვს ამერიკის 10 წლიანი ტურისტული ვიზა და მულტი შენგენის ვიზა.
ალბათ ძირითადად ესაა რისი ცოდნაც საჭიროა მომხმარებლებისთვის.
იკითხავთ თუ ასეთი წარმატებული ხარ საქართველოში რატომ ფიქრობთ წასვლასო. მოდი ამაზე არ ჩავღრმავდები, უბრალოდ ვიტყვი რომ გასაქცევი ნამდვილად არაფერი მაქვს, უბრალოდ ის რასაც შემიძლია საქართველოში მივაღწიო ყველაფერს მივაღწიე. ნუ ჩემი აზრით.
ამჟამად ვმუშაობ იმიგრაციის 2 მიმართულებაზე:
ინგლისი
ამერიკის შეერთებული შტატები
პირველი, და პრიორიტეტულია ინგლისი, რომელიც ბავშვოდიან უსაყვარლესს, უახლოესს ქვეყანას წარმოადგეს ჩემთვის (რა თქმა უნდა საქართველოს შემდეგ), შეიძლება ითქვას რომანტიული დამოკიდებულებაც მაქვს და სხვა ემოციურ სიახლოვეს ვგრძნობ.
მეორე, ამერიკა, რომელიც პროფესიიდან გამომდინარე ყველაზე ახლოა, შესაძლებლობების ქვეყანა, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს მაინც ინგლის ვამჯობინებ ემოციურ დონეზე.
ინგლისში იმიგრაციის მიმართულება:
ინგლისი ალბათ ყველაზე რთული ქვეყანაა ლეგალური იმიგრაციისთვის, ვინაიდან ამჟამად ეს ქვეყანა ეწევა ანტიიმიგრაციულ პოლიტიკას, ანუ ფაქტიურად ყველა ლეგალური გზა მოჭრილია, თუნდაც იმის ხსენებაც საკმარისია, რომ მიუხედავად იმისა რამდენ წელს ისწავლი ინგლისის უნივერსიტეტში ეს მაინც არ მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ შემდეგ ლეგალურად გააგრძელო იქ მუშაობას, გარდა ერთი გამონაკლისა, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებ. მაშ ასე, რა გზებით შეიძლება იქ მუშაობა
1) ბიზნეს ფილიალის გახსნა - შეიძლება გაიხსნას ინგლისში საქართველოში არსებული კომპანიის ფილიალი, და შემდეგ ეს ფილიალი მიგიწვევთ სამუშაოდ 5 წლით, თავიდან 2წლიანი დარჩენის უფლებით, შემდეგ გრძელდება კონტრაქტი და კიდევ 3 წელი რჩებით. უკვე შემდეგ იღებთ მოქალაქეობას. ოჯახის წევრებს შეუძლიათ წამოსვლა და ავტომატურად იღებენ მუშაობის უფლებას. ყველაზე დიდი მინუსი არის ის რომ თავად ფილიალის თანამშრომელს, ანუ თქვენ არ გაქვთ მუშაობის უფლება სხვა სამსახურში, ლეგალური მუშაობის რა თქმა უნდა. მეტი ინფორმაციისთვის ლინკი -
http://rospersonal.ru/immigration/immigrac...representative/.
2) სასწავლო იმიგრაცია - აბარებთ სასწავლებელში ინგლისში, რომელიც მინიმუმ ერთი წელი გრძელდება და დასრულების შემდეგრჩებით ლონდონში და ხსნით ბიზნესს. დამეთანხმებით რომ ცოტა ძვირი და რთული გზაა, თუმცა შესაძლებელი. გასათვალისწინებელია, რომ 2000 ასეთი უფლება გაიცემა მაქსიმუმ წელიწადში. მეტი ინფორმაციისთვის ლინკი -
http://www.ukba.homeoffice.gov.uk/visas-im...e-entrepreneur/.
3) სხვა გზები - აქ ორი სიტყვით აღვწერ სხვა ვარიანტებს, რომლებზეც მე არ ვფიქრობ ექსტრემალური სირთულის გამო. ა) ინვესტორი - უნდა ჩადოთ მილიონ ფუნტზე მეტი ინგლისის ეკონომიკაში ბ) გამორჩეული პიროვნება - უნდა იყოთ მსოფლიოში ცნობილი მოღვაწე, აღიარებული უნდა იყოთ მთელ რიგ ქვეყნებში. მოკლედ თუ არ ხართ ანიშ კაპური ან ალბერტ ეინშტეინი არ მიგიღებენ
ძირითადად ესაა სულ ინგლისზე, რა თქმა უნდა ბევრი სხვადასხვა პატარა დეტალია კიდევ, მაგრამ ეს დეტალები უკვე თავად შეისწავლეთ და მოირგეთ.
ამერიკაში იმიგრაციის მიმართულებით ოდნავ მოგვიანებით დავწერ როცა მეტი ინფორმაცია მეცოდინება. ველოდები ახლა კონსულტაციებს
ლინკი This post has been edited by NIXON on 13 Feb 2014, 12:15