Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მოგზაურთა კლუბი
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(102)
« პირველი
...
17
18
[19]
20
21
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
გერმანია Vol.13
, Mia san mia!!!
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
shoka_182
Super Member
ჯგუფი: Registered
shoka_182
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 413
წევრი No.: 144324
რეგისტრ.: 12-March 12
#40030900
· 1 Mar 2014, 02:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გუშინ ფრიად არასასიამოვნო დღე მქონდა..
auslandbehorde-ში მივედი ავიღე სერვისის ნომერი დაველოდე ცოტახანი შევედი შემდეგ კაბინეტში ახალგაზრდა გოგო იჯდა და ვეუბნები ვიზის გაგრძელება მინდათქო.. და ამ გოგომ ვერ დარჩები აქო, საქართველოში უნდა ჩახვიდე და შემდეგ იქიდან გააკეთო ყველაფერი და მერე ჩამოხვიდეო
) ახლა გაგიშვებო ფრაუ ვოლფთან ( ჩემი ვიზის საქმებს მაგ ქალთან ვაგვარებ ხოლმე) მაგრამ ეგეც იგივეს გეტყვისო, გამოვედი გარეთ რას ვიზამდი მოვუკიდე სიგარეტს და მშვიდად შევეგუე იმ აზრს რომ უკან უნდა დავბრუნდე.. დიდი ტრაგედია არ იყო მაგრამ უკვე გადაწყვეტილი რომ მქონდა დარჩენა გული დამწყდა.. შევედი დაახლოებით ათ წუთში ამ ქალთან და ესე და ესე მითხრესთქო სერვისში.. გადახედა თავის კოლეგას და ვინ გითხრააო რა სისულელე არისო: )))) ჩვეულებრივად შეგიძლია დარჩეო ოღონდ ჩამომითვალა რა საბუთები უნდა მივიტანო ... აი პროსტა ის გოგო მოსაკლავი არ იყოო...
ახლა რა მაინტერესებს მომივიდა დღეს მაილი ან დაფინანსების ცნობა მოიტანე ან ანგარიშიო.. და მე მინდა რომ მივწერო შეიძლებაა 4000 ევრო რომ დავდო ანგარიშზე და 6 თვით გამიგრძელონ ვიზა?
--------------------
for lovers not fighters
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fqvili
მრავალჭირნახული მცხობელი
ჯგუფი: Members
fqvili
მრავალჭირნახული მცხობელი
ჯგუფი: Members
წერილები: 5375
წევრი No.: 156914
რეგისტრ.: 11-December 12
#40031240
· 1 Mar 2014, 02:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Twisom
QUOTE
ქართველი გოგოები კარგად საღდებიან გერმანელებზე და ქართველი ბიჭები რატო ვერ უქაჩავენ გოგოებს?
ეს "საღდებიან" რას ნიშნავს??
ქართველი ბიჭები ქართველ გოგოებს აღარ უნდათ და გერმანელი გოგოები რატომ მოინდომებენ ვითომ? (პასუხი ისეთივე უხეშია, როგორც დასმული კითხვა, სორი
)
* * *
Hooligan11
QUOTE
ეს რა ქვეყანა ყოფილა მოკლედ რა, არშლოხები ეგენი ...
საფრანგეთს კარგად ვიცნობ. ძალიანაც მიყვარს, მაგრამ ერთი უთავბოლო და მოუწესრიგებელი ქვეყანაა. გერმანიის და საფრანგეთის შედარება როგორ იქნება, გერმანიაში საათივითაა აწყობილი ყველაფერი.
* * *
DORO
QUOTE
გოგო ადვილად ასოცირდება და უღებს ალღოს თუ ხედავს რომ მისთვის სასარგებლოდ დატრიალდება სამყარო
ჰო აბა! მხოლოდ სარგებელზე ფიქრობ. როგორ შეიძლება შეგიყვარდეს გერმანელი ბიჭი, გამორიცხულია
ქიხია გერმანელი ბიჭი
bavaria87
QUOTE
ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ ახალ ცხოვრებას...
გისურვებ ყველაფერი ისე გამოგივიდეს, როგორც შენ გინდა.
* * *
shoka_182
QUOTE
აი პროსტა ის გოგო მოსაკლავი არ იყოო...
ენა აქვს ამოსაგლეჯი. მაგასაც და მაგისნაირ ათას ტუტუცს, რომლებიც დიდი დარწმუნებით გასცემენ მცდარ ინფოს და გირევენ გეგმებს. ისე დააკვირდით რა ხალხი ზის ბერათუნგებში. გონზე არ არიან. განსაკუთრებით უცხოელების დაკვალიანებას როცა ეხება საქმე. ფრანკფურტის უნიში დავრეკე ადრე უცხოელების მრჩეველთან. რუსი გოგო იყო და გერმანული არ ესმოდა წესივრად. გამაგიჟა კინაღამ და მაგას უნდა დავერიგებინე მე და მილიონი უცხოელი სტუდენტი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nacisti08
Crazy Member
ჯგუფი: Members
Nacisti08
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4326
წევრი No.: 106893
რეგისტრ.: 8-December 09
#40032836
· 1 Mar 2014, 11:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hooligan11
QUOTE
უთხრეს რომ ეს კარტა არ უქმდება, ანუ ვალდებულია სულ იხადოს
მანდ სხვა კრიტერიუმებია, ზოგჯერ უქმდება და ზოგჯერ არა,
აი ეს "ზოგჯერ" კი რატომღაც არავის არ აინტერესებს და არ უკვირდება.
ხელშეკრულება გაუქმდება იმ შემთხვევაში თუ გამოტანილი ტელეფონის ღირებულება დაფარულია. არაგაქვს არანაირი დავალიანება. მიიტან ამონაწერს ნებისმიერ ფილიალში აუსლენდერამტიდან ---რომ ტოვებ ქვეყანას და მორჩა კინო.
ხოლო თუ ტელეფონის თანხა არაა დაფარული, (ტელეფონს არ იბრუნებენ უკან) ტელეფონიც გინდა, ეგრე რათქმაუნდა არ გამოვა
და ისინიც გთავაზობენ რაც შეიძლება მათტვის მომგებიან პირობებს რომ: ეს კონტრაქტი არ უქმდება და ა.შ.
შესთავაზე რომ გადაიხდი ტელეფონის საფასურს ერთიანად და ნახე როგორ უცებ მოგეშვან + ცნობას აჩვენებ აუსლენტერამტიდან.
* * *
shoka_182
მანდ სერვისში გგონია ვინმე უმაღლესდამთავრებული ბეამთე ზის?
უბრალო აუსბილდუნგგავლილი ტიპები არიან, ზოგმა აუსლენდერრეხტის წიგნი მანდ ნახა პირველად
პ.ს. 3-4 წლის წინ პრობლემა მქონდა სამუშაო ვიზაზე, ავტომატურად არ მომცეს.
უნდა მიმეტანა ამონაწერი და მოთხოვნა დამსაქმებლიდან და მერე მომცემდნენ მუშაობის უფლებას.
მოკლედ ბარე 5-7 ასეთი ფორმულარი მივიტანე და ერთი გასიებული ქალი ყოველთვის მეუბნებოდა რომ არბაიტსამტმა უარყო ჩემი მოთხოვნა და ვერ მივირებ მუშაობის უფლებას.
თან დასძინა: ამას აუსლენდერამტი კი არ ცყვეტსო, ჩვენ ამ ფორმულარს არბაიტსამტს ვუგზავნით ისინი განიხილავენ, გვაცნობებენ და მერე ჩვენ თქვენ გაწვდით ინფორმაციასო.
ერთი სერიოზული სამსახური გამომიჩნდა მაშინ და ისევ უარი მივიღე. ავდექი და დავადექი არბაიტსამტში ფუნქციონერს თავზე.
ჩემი გვარით ეძება რაღაც კომპში, საერთოდ ვერაფერი ნახა. უარის წერილები ამოვულაგე, გადაირია კაცი ჩვენთან მსგავსი შენს გვარზე არავის არაფერი გამოუგზავნიაო.
ავდექი და ვუჩივლე იმ ქალს.
6 თვის განმავლობაში მაწვალა და უარს მეუბნებოდა როდესაც საერთოდ არც კი აგზავნიდა ამ ფორმულარს.
ზარალის სახით თვეში 450 ევრო ამინაზღაურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით და სამუშაო უფლებაც მომცეს.
* * *
Twisom
QUOTE
ქართველი გოგოები კარგად საღდებიან გერმანელებზე და ქართველი ბიჭები რატო ვერ უქაჩავენ გოგოებს?
სანამ ასე იკითხავდი მანამდე ხომ არ შეიძლებოდა წარმოგედგინა რომ იმ "გასაღებულ" გოგონებში შენი ახლო ნათესავიც შეიძლება აღმოჩნდეს?
სანამ რამეს დვწერდეთ ცოტა დაფიქრებაც არ გვაწყენდა, თუნდაც იმაზე რომ ვინმეს უნებლიედაც კი შეურაცხყოფა არ მივაყენოთ.
--------------------
saqartwelo upirveles yovlisa.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
elen7
Crazy Member
ჯგუფი: Members
elen7
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4961
წევრი No.: 144622
რეგისტრ.: 16-March 12
#40032998
· 1 Mar 2014, 12:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nacisti08
რა ტუტუცი ვინმე ყოფილა,რატო არ გზავნიდა ნეტავ?
ალბათ დარწმუნებული იყო,რომ არ მოგცემდნენ ვიზას და იმიტომ.
shoka_182
QUOTE
ახლა რა მაინტერესებს მომივიდა დღეს მაილი ან დაფინანსების ცნობა მოიტანე ან ანგარიშიო.. და მე მინდა რომ მივწერო შეიძლებაა 4000 ევრო რომ დავდო ანგარიშზე და 6 თვით გამიგრძელონ ვიზა?
მისწერე ეგრე თუ შეიძლებათქო.
რა მაინტერესებს ეს 8000 ევრო ანგარიშზე რამდენი ხნით ადრე უნდა მქონდეს თუ არ აქვს მნიშვნელობა?
და კიდევ მაინტერესებს ბერლინის ფრი უნიში სწავლა ბიზნესზე ფასიანია?
რეგისტრაციის თანხებს არ ვგულისხმობ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nacisti08
Crazy Member
ჯგუფი: Members
Nacisti08
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4326
წევრი No.: 106893
რეგისტრ.: 8-December 09
#40033069
· 1 Mar 2014, 12:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
elen7
QUOTE
რა ტუტუცი ვინმე ყოფილა,რატო არ გზავნიდა ნეტავ?
ალბათ დარწმუნებული იყო,რომ არ მოგცემდნენ ვიზას და იმიტომ.
ეგრეა მანდ.
თუ კანონი პირდაპირ არ ეუბნება რომ ამას და ამას ეს უფლება აქვსო---- ავტომატურად არაგაქვს ის უფლებები რაც კანონში პირდაპირ არ უწერიათ
კანონები რომ იციან "ზედმიწევნით" მაგის გრალია ეგ
§18 რას ითვალისწინებდა და რას არა ჩემს თვალწინ კითხულობდა აუსლენდერრეხტის წიგნში
QUOTE
რა მაინტერესებს ეს 8000 ევრო ანგარიშზე რამდენი ხნით ადრე უნდა მქონდეს თუ არ აქვს მნიშვნელობა?
1 წლის გაყინული თანხაა ეგ.
პ.ს. 8000 არაა ეგ თანხა, ამრგვალებენ აქა
შვიდიათას რარაცაა
უფრო ზუსტად
This post has been edited by
Nacisti08
on 1 Mar 2014, 12:26
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
elen7
Crazy Member
ჯგუფი: Members
elen7
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4961
წევრი No.: 144622
რეგისტრ.: 16-March 12
#40033100
· 1 Mar 2014, 12:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nacisti08
QUOTE
1 წლის გაყინული თანხაა ეგ.
ხო ეგ ვიცი.ანგარიშს გავხსნი, შევიტან მაგ ფულს და მივიტან საბუთს და მომცემენ 1 წლიან სასწავლო ვიზას ხო?
QUOTE
პ.ს. 8000 არაა ეგ თანხა, ამრგვალებენ აქა შვიდიათას რარაცაა უფრო ზუსტად
ხო რავი, ზოგმა თქვა 8100 არისო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fqvili
მრავალჭირნახული მცხობელი
ჯგუფი: Members
fqvili
მრავალჭირნახული მცხობელი
ჯგუფი: Members
წერილები: 5375
წევრი No.: 156914
რეგისტრ.: 11-December 12
#40033486
· 1 Mar 2014, 13:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nacisti08
QUOTE
ავდექი და ვუჩივლე იმ ქალს.
კარგად გიქნია. ასე მოუხდება მაგას!
QUOTE
ზარალის სახით თვეში 450 ევრო ამინაზღაურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით და სამუშაო უფლებაც მომცეს.
იმედია ეგ ქალიც მოაშვლიპეს სამსახურიდან. ხალხი აქ, ფორუმში ვცდილობთ, არ დავწეროთ არაფერი, თუკი დარწმუნებულები არ ვართ ინფორმაციის უტყუარობაში. აქ კიდევ უნიში, აუსლენდერამტში და არბაითსამტშიც იმისთანა ხეპრეები სხედან..სულ თავიდან რას წარმოვიდგენდი, რომ ვისაც როგორ უნდა ისე ჭრის და კერავს და ნებისმიერ მოხელეს ვუჯერებდი, რასაც მეტყოდა და წამოვჩანჩალდებოდი სახლში. მერე ნელ-ნელა შევნიშნე, რომ ერთსა იმავე ადგილას ორი სხვადასხვა ტიპი სხვადასხვა რამეს მეუბნებოდა და ნელ-ნელა მივხვდი რა ჩიტებიც არიან. კიდევ ერთი პრობლემაცაა. მაგალითად არსებობს რაღაც საერთო წესი, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება რაღაც შეღავათის ან ცვლილების დაშვება. ამაზე ხმას არ იღებენ, თავს არ იწუხებენ. შენით უნდა გამოჩხრიკო, რომ თურმე კანონი კია წითელი, მაგრამ შენს შემთხვევაში მწვანდება. თავს არ იწუხებენ ზედმეტი ფიქრით. გადმოგიგდებენ საერთო, ზოგად წესს, რაც ისედაც იცოდი და ის, რაც შენ გჭირდება, შენით უნდა გამოჩიჩქნო. რავი, მე ასე მიპრობლემდება ყველაფერი და სანამ მე არ მივხვდები, რა არის საჭირო, ხმას არ იღებს არავინ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Twisom
Crazy Member
ჯგუფი: Members
Twisom
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3245
წევრი No.: 95508
რეგისტრ.: 10-July 09
#40033693
· 1 Mar 2014, 13:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
კი თათა ვარ მსუქანი
ხო რა იზო არ ხარ მსუქანი.ლამაზი გოგო ხარ
--------------------
2001 წელია. მირეკავს მეგობარი ევროპის ერთერთი ქვეყნიდან და მთხოვს, პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვ და იქნებ გაიხსენო, გიორგაძემ შევარდნაძეს ტერაქტი, ზუსტად რომელ რიცხვში მოუწყო, კომისიას ვუმტკიცებ, რომ შევარდნაძის მანქანაში ვიჯექიო :) © გიორგი ჯანელიძე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
boo-oops
Super Member
ჯგუფი: Registered
boo-oops
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 695
წევრი No.: 123369
რეგისტრ.: 6-November 10
#40033815
· 1 Mar 2014, 13:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fqvili
QUOTE
სანამ მე არ მივხვდები, რა არის საჭირო, ხმას არ იღებს არავინ.
ზუსტად დამემართა მეც უნის საკითხზე და მაგის გულისთვის ვკარგავ აგრე უკვე მეორე წელს :შ სანამ მე გამოვჩხრიკე რეალურად რაში იყო პრობლემა, მანამდე ცალკე უნიმ მატყუა და ცალკე უნი-ასისტმა, ბეჰორდეში კიდევ კარგი პირველი ვიზის მერე გადავეწერე და მოვაგვარე იმის მერე ყველაფერი. ისე კი შევნიშნე დიდ ქალაქებში ყველაფერი ბეევრად მარტივად გვარდება ვიდრე პატარებში
P.S. ეს ორი სტატია ვიპოვე დღეს გაზეთში, სიანტერესოდ ჩავთვალე და პატარა ქალაქის პრობლემასაც დავუკავშირე (მანდ გერმანელებიც ხშირად აღნიშნავენ ყველაზე დიდია აუსლენდერების მიმართ ცუდად დამოკიდებულთა რიცხვი), თან კონრეტულად მაგდებურგში ვსტუმრობ ხოლმე მოხუც გერმანელ ნაცნობებს, "ვესტელებზეც" კი უარყოფითად საუბრობენ და შური ემჩნევათ ხოლმე საუბარში, აუსლენდერი რომელიც მათ სამუშაო ადგილებს "საფრთხეს" უქმნის მითუმეტეს ყველაზე დიდი მტერია
მეორე პრობლემა მე არ მეხება, თუმცა შეიძლება ვინმე სხვას აქ
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
--------------------
♋
You wanna be an individuell, all right? But...
You look like you are in uniform, you look like a punk.
That's not rebellion, That's fashion.
Rebellion happens on your mind.
You create it, you just ARE that way
♋
All your kisses still taste sweet
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nacisti08
Crazy Member
ჯგუფი: Members
Nacisti08
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4326
წევრი No.: 106893
რეგისტრ.: 8-December 09
#40035147
· 1 Mar 2014, 16:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fqvili
QUOTE
იმედია ეგ ქალიც მოაშვლიპეს სამსახურიდან.
არა იქ ზის ისევ, თუმცა მე უკვე აღარ მეხება,
მაგრამ თუ ვინმე ქართველს ვიცნობ გვარით რომ იმ შალტერთან უწევს მისვლა, ყველას ვაფრთხილებ, თუ რაიმეზე უარი მიიღეს ამ ქალისაგან დასაბუთება მოსთხოვონ.
ადრე მეუბნებოდა: "მან ჰათ გეზაგთ"-ო და კანონს კი არ მაჩვენებდა
QUOTE
ხალხი აქ, ფორუმში ვცდილობთ, არ დავწეროთ არაფერი, თუკი დარწმუნებულები არ ვართ ინფორმაციის უტყუარობაში. აქ კიდევ უნიში, აუსლენდერამტში და არბაითსამტშიც იმისთანა ხეპრეები სხედან..სულ თავიდან რას წარმოვიდგენდი, რომ ვისაც როგორ უნდა ისე ჭრის და კერავს და ნებისმიერ მოხელეს ვუჯერებდი, რასაც მეტყოდა და წამოვჩანჩალდებოდი სახლში. მერე ნელ-ნელა შევნიშნე, რომ ერთსა იმავე ადგილას ორი სხვადასხვა ტიპი სხვადასხვა რამეს მეუბნებოდა და ნელ-ნელა მივხვდი რა ჩიტებიც არიან. კიდევ ერთი პრობლემაცაა. მაგალითად არსებობს რაღაც საერთო წესი, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება რაღაც შეღავათის ან ცვლილების დაშვება. ამაზე ხმას არ იღებენ, თავს არ იწუხებენ. შენით უნდა გამოჩხრიკო, რომ თურმე კანონი კია წითელი, მაგრამ შენს შემთხვევაში მწვანდება. თავს არ იწუხებენ ზედმეტი ფიქრით. გადმოგიგდებენ საერთო, ზოგად წესს, რაც ისედაც იცოდი და ის, რაც შენ გჭირდება, შენით უნდა გამოჩიჩქნო. რავი, მე ასე მიპრობლემდება ყველაფერი და სანამ მე არ მივხვდები, რა არის საჭირო, ხმას არ იღებს არავინ.
კი ეგრეა
ძალიან იშვიათად შემხვედრია "ნეთთე" ბეამთე რომელიც აქეთ გეხმარება და რაღაცის ახსნას და დახმარებას ცდილობს.
თუმცა ასეთები იმდენად ცოტანი არიან საერთო სურათს ვერ ცვლიან.
elen7
QUOTE
შევიტან მაგ ფულს და მივიტან საბუთს და მომცემენ 1 წლიან სასწავლო ვიზას ხო?
კი 1 წლიანს ყველა შემთხვევაში მიიღებ, თუ სხვა საბუთებიც წესრიგში გექნება.
ისე გააჩნია რა ფაკულტეტზე ხარ და რომელ სემესტრზე თუ შტატსეგზამენით ამთავრებ მაშინ შეიძლება 2 წლიანიც მოგცენ.
თუ პირველ სემესტრზე ხარ დიდი შანსია 1 წლიანი მიიღო, 2 წლიანებს ძირითადად მესამე სემესტრიდან იძლევიან ხოლმე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bavaria87
Crazy Member
ჯგუფი: Registered
bavaria87
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1457
წევრი No.: 135583
რეგისტრ.: 6-September 11
#40035193
· 1 Mar 2014, 16:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(elen7 @ 1 Mar 2014, 12:29 )
Nacisti08
QUOTE
1 წლის გაყინული თანხაა ეგ.
ხო ეგ ვიცი.ანგარიშს გავხსნი, შევიტან მაგ ფულს და მივიტან საბუთს და მომცემენ 1 წლიან სასწავლო ვიზას ხო?
QUOTE
პ.ს. 8000 არაა ეგ თანხა, ამრგვალებენ აქა შვიდიათას რარაცაა უფრო ზუსტად
ხო რავი, ზოგმა თქვა 8100 არისო.
ზოგიერთმა არა, მე ვთქვი და მასეა როცა საქართველოდან რიცხავ საელჩო ითხოვს 8040 ეუროს+50 დეუჩე ბანკი ითხოვს მომსახურების, ანუ სულ 8090 გამოდის. და ასევე. სვიფტგადარიცხვის მინიმუმ 45 დოლარი.
* * *
Nacisti08
შენ რა ქენი Bundeswehr-ზე? არის წინსვლა?
--------------------
გინდა ცხონება? – იყავი ეკლესიაში და იგი არ გაგცემს შენ. ეკლესია ზღუდეა: თუ ამ ზღუდის შიგნით იმყოფები, მგელი ვერ შეგეხება; ხოლო თუ გარეთ გახვალ, ნადირი მოგიტაცებს. ნუ განეშორები ეკლესიას, ქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია; ის არის შენი იმედი, მასშია შენი ცხონება.
( წმ. იოვანე ოქროპირი)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
elen7
Crazy Member
ჯგუფი: Members
elen7
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4961
წევრი No.: 144622
რეგისტრ.: 16-March 12
#40035468
· 1 Mar 2014, 16:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nacisti08
QUOTE
კი 1 წლიანს ყველა შემთხვევაში მიიღებ, თუ სხვა საბუთებიც წესრიგში გექნება.
ოკ, მადლობა.
შემდეგი 1 წლინი რომ მივიღო ისევ 8000 ევრო მჭირდება ხო ანგარიშზე?
bavaria87
QUOTE
ზოგიერთმა არა, მე ვთქვი და მასეა როცა საქართველოდან რიცხავ საელჩო ითხოვს 8040 ეუროს+50 დეუჩე ბანკი ითხოვს მომსახურების, ანუ სულ 8090 გამოდის. და ასევე. სვიფტგადარიცხვის მინიმუმ 45 დოლარი.
უი ხოოო, არა არ ვრიცხავ მე საქართველოდან.აუ პიარით წავალ 3 თვე და მერე იქ გავხსნი ანგარიშს და ავიღებ სასწავლო ვიზას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nacisti08
Crazy Member
ჯგუფი: Members
Nacisti08
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4326
წევრი No.: 106893
რეგისტრ.: 8-December 09
#40035738
· 1 Mar 2014, 17:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
bavaria87
QUOTE
შენ რა ქენი Bundeswehr-ზე? არის წინსვლა?
ჯერ არავის დაურეკავს
პრინციპში გუშინ დამთავრდა ბევერბუნგების მიღების ვადა და ალბათ აწი წავა განხილვა, დიდი იმედი არამაქვს მაგრამ...... ხომ ვცადე, თანხა რამე ეგ არ დამჯდარა და დრო არ გამცდენია იქეთ აქეთ პროწიალში
elen7
QUOTE
შემდეგი 1 წლინი რომ მივიღო ისევ 8000 ევრო მჭირდება ხო ანგარიშზე?
მგონი კი.
ისე ბევრი ვიცი აქ რომ შემდეგ წელზე 8000 არც ჰქონიათ.
3000- 3500 იანი კონტოაუსცუგი აჩვენეს და მიიღეს ვიზები.
თუმცა, მაინც დარწმუნებული ნუ იქნები ამ ჩემი პოსტის მერე, რაიცი მაგათ რა მოუვლით თავში
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05
#40035872
· 1 Mar 2014, 17:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
boo-oops
ფინანსურად მაგრად უჭირს მაგ მიწას და მგონი, უკვე მზად არიან,ეგეც აუსლენდერებს გადააბრალონ.
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GogonaParalelepipedidan
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
GogonaParalelepipedidan
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10887
წევრი No.: 153445
რეგისტრ.: 28-August 12
#40038283
· 1 Mar 2014, 20:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nacisti08
QUOTE
ძალიან იშვიათად შემხვედრია "ნეთთე" ბეამთე რომელიც აქეთ გეხმარება და რაღაცის ახსნას და დახმარებას ცდილობს.
რა ვიცი, მე შემხვედრია ბევრი.
უმფრო სწორად, ვინც შემხვედრია, ერთის გარდა ყველა ეგეთი იყო
--------------------
Find what you love and let it kill you!
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
მოგზაურთა კლუბი
|
იქით
»
Pages:
(102)
« პირველი
...
17
18
[19]
20
21
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1653 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.