webdesigner93გამომიგზავნეს მოწვევა სასწავლებლიდან, ჩემს სახელზეა და საელჩოს სახელზე ხომ არ უნდა იყოს ?
წერილში წერია რომ ჩემი კანდიდატურა მიღებულია ამა და ამ კურსების გასავლელად, იწყება ამა და ამ თარიღს თავდება ამა და ამ რიცხვში, მითითებულია სასწავლებლს მისამართი ანუ სადაც კურსი უნდა გავიარო , ასევე რომ გადასახადი გადავიხადე და რომ მელოდებიან გაშლილი ხელებით. ხელმოწერეილია ბლანკიან წერილის ფურცელზე. ელექტრონული მაქვს ოღონდ მეილზე გადმომიგზავნეს.
გამოდგება ამ სახის invitation letter თუ რაიმე სხვა უნდა ხომ არ იცით ვინმემ ?
სასწავლო ვიზას 3 თვით გასცემენ ? (82 დღიანი კურსია)
რაიმე სხვა საბუთები მჭირდება რაც ტურისტული ვიზის დროს არ მჭირდება ?
ჰელპ პლიიზ...
* * *
პ.ს.
ტურისტულში ან სადმე შეიძლება მივიდე რომ საბუთების გაკეთებაში მომეხმარონ ? თავისი თარჯიმნიან ნოტარიუსიანად რომ ყავდეთ და რომ ყველაფერი ერთ ადგილას გავაკეთო და გამოცდილები რომ იყვნენ ასეთ დროს რა როგორ უნდა გაკეთდეს, თავს ჩამოვიკიდებ უარი რომ მითხრან
take a trip, dive into the hole..