აშშ-ს ათწლიანი ტურისტული

მქონდა გამზადებული ცნობა სამსახურიდან, ასევე ბანკიდან ცნობა, სასტუმროს ჯავშანი, გარდა ამისა -
ვინაიდან არასრულწლოვან შვილთან ერთად ვითხოვდი საბუთებს, და გასაუბრებაზე მხოლოდ ერთი მშობელი, ანუ მე ვიყავი წარმოდგენილი, მქონდა მამის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, ინგლისურად ნათარგმნი, ასევე ბავშვის დაბადების მოწმობა.
ძალიან ვინერვიულე, იმიტომ რომ რეალურად
http://www.ustraveldocs.com/ge_ge/ge-svc-visachild.asp ამ ლინკზე ჩამოთვლილი საჭირო საბუთები მქონდა აბსოლუტურად არასრულყოფილად.
აქ წერია მამის პირადობა ნოტარიულად დამოწმებული, თანხმობაში კონკრეტულად გამგზავრება აშშ-ში და ნებართვა, რომ დედასთან ერთად, სასამართლოს დადგენილებები და ა.შ.
არაფერი ეს არ მქონდა. არ ვიცი რატომ გამომრჩა.
აპლიკაცია როცა შევავსე, გამგზავრების თარიღად მივუთითე 7 ივნისი. თუმცა, სანამ თავი მოვაბი და თანხა გადავიხადე, ამასობაში დრო გავიდა და ინტერვიუსთვის 9 ივნისზე ადრე არ იყო თავისუფალი დღე.
მოკლედ ასე აბდა-უბდად გავედი, თავბედს ვიწყევლიდი საკუთარი არაორგანიზებულობის გამო.
ჯერ გვალოდინეს კარგა ხანს, მერე ჩვენამდე ვინც გამოიძახეს, მინიმუმ 20 წუთი ესაუბრებოდნენ თითოეულს. არაერთი უარით გამოისტუმრეს. ამას ხედავ, როდესაც პასპორტს არ იტოვებენ და უბრუნებენ აპლიკანტს.
მოკლედ გავედით. ოფიცერმა მკითხა სად მუშაობო, რა არის წასვლის მიზანიო. მე ვუთხარი მინდა ჩემს შვილს ნიუ-იორკი ვაჩვენო-მეთქი.
ნამყოფი თუ ხარო, ვუთხარი, რომ კი, ორჯერ. ველოდები, რომ დაიწყებს საბუთების შემოწმებას და გულში ვემზადები კითხვებზე პასუხის გასაცემად.
Have Fun -ო, გაგვიღიმა და დაგვემშვიდობა. გონს მოსვლა ვერ მოვასწარით. ფურცლებზე ვეუბნები, ესენი არ გჭირდებათ-მეთქი? არაო

საერთოდ არაფერი არ შეუმოწმებია. ბავშვზე მამის მინდობილობაც კი არ მოუთხოვია.
მეორე დილით პასპორტები მზად იყო თნთ-ში.
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა