UNEEKშენ და არც სხვას არავინ არაფერს ერჩის.
1 რამეს ვიძახი და მიკვირს, რატომ არის ასე ძნელი გასაგები? რომ ალტერების ქონა არ არის დაშვებული. ვისაც აქვს ბანი მოდერატორის შეურაცხყოფისთვის ("ბრენდ ნიუ ლაიფი" აის ეს ფორუმელი) , ის არ შემოვა ალტერებით შეგნებულად, პროვოკაციების მოსაწყობად. ასევე, მიკვირს აქ მყოფი საზოგადოებისთვის, რომ ასე ადვილად ერევიან პროვოკაციაში და გონიათ რომ კარგ საქმეს აკეთებენ.
ჩემი თხოვნაა, თუ რაიმე გაქვს ჩემს საწინააღმდეგოთ სათქმელი, იცი სადაც უნდა დაწერო. არის საკმაოდ გახსნილი თემები ფორუმის შესახებში. იქ ჯობია რომ წერო. აქ, ნიუ იორკის თემაში, მოდერატორის გადაწყვეტილების სისწორე / არასისწორეში საუბარი შორს წაგვიყვანს და არც არაფერს მოიტანს.
თუ სიკეთე უნდათ აქ მყოფ ფორუმელებს, მე ვურჩევ, დათვურ სამსახურს ნუ უწევენ "ბრენდ ნიუ ლაიფს" ნუ აგულიანებენ რომ უფრო უარესი რამე გაკეთოს, რადგან საბოლოოდ, ეს არ იქნება სასურველი. თუ ვინმეს ვინმზეზე შესტკივა რეალურად გული, ეტყვის, რომ ბანი რომ გაგივა შემოდი. როცა ბანი გაქვს, ბანი ნიშნავს იმას, რომ არ გაქვს საშუალება წერო მოგზაურთა კლუბში.
ჩემთვის "ბრენდ ნიუ ლაიფი" არ არის პრობლემა. როცა არ აქვს ბანი, მოვიდეს და წეროს აქ რამდენიც უნდა.
მხოლოდ, 1 რამ ნუ შეეშლება როგორც მას ასევე ნურავის, შეურაცხყოფა და თავდასხმა მოდერატორზე (ასევე სხვა ფორუმელზე (ებზე) კატეგორიულად დაუშვებელია. ვინც ამას გააკეთებს, დაიბლოკება. მე ვფიქრობ, ეს ძალიან ლოგიკური მიდგომაა. ადამიანს თუ აქვს იმისი თავი, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს მოდერატორს და იმის თავი არ აქვს რომ აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და ბანის დროს დააყენოს ერთი ადგილი, მაშინ ამ ადამიანის ალტერებს მე კოჭს ვერ გავუგორებ.
სწორედ ამიტომ ვიძახი, აქ არის ვიწრო წრე (ჰა, ჰა, 10 ადამიანი წერს) და თითოეული თქვენგანის მიერ "ბრენდ ნიუ ლაიფი"-სთვის კოჭის გორება, არის დათვური სამსახურის გაწევა.
თუ გიცდია გინდა შენ, გინდა სხვას, კაცურად და ადამიანურად დალაპარაკებოდი მას პირადში და მოგეწოდებინა ან გეთხოვა რომ დაეყენებინა ერთი ადგილი? (ნუ, ეს რიტორიკულ კითხვაა, ბუნებრივია, არ ველი შენგან პასუხს. შენ შეეკითხე ეს კითხვა შენს თავს და უპასუხე. ვნახოთ რა იქნება პასუხი)
და ბოლოს, მნიშვნელოვანი - ვისაც სანახაობა და გართობა უნდა და ამისათვის ტეხს აჟიოტაჟს ("უი, განდი თურმე ალტერებს ბლოკავს და თურმე ფორუმელებს მოუწოდებს ნუ მიიღებენ ალტერის მიერ დადგმულ პროვოკაციაში მონაწილოებას, უი, ეს თურმე ახალი რამეა") ჩემს ხარჯზე გართOბა არ გამოვა. არც შევდივარ იმ თემებში სადაც ვითომდა ჩემი "ცუდი მოდერატორობის" შესახებ საუბრობენ. რამდენიც გინდა ისაუბრეთ, ალტერს არ მიეცემა მწვანე შუქი. ფორუმელები რომლებიც ალტერს მიზანმიმართულად და შეგნებულად გაუგორებენ კოჭს, მას უფრო ბიძგს მისცემენ უარესი გააკეთოს, მიიღებენ 20% და თუ არ გაჩერდნენ, დაიბლოკებიან.
ეს არის ჩემი მიდგომა, რომელიც სამართლიანია. ასევე, როგორც ზემოთ დავწერე, ვისაც არ მოსწონს ჩემი მიდგომა, არის თემა და იქ შეიძლება ამის გაპროტესტება.
მოგზაურთა კლუბი არ არის აყალმაყალის, პროვოკაციის და სანახაობის ადგილი.
ნუ ეშლება ეს ნურავის.
პი.ეს.
ეს წერილი არ არის სადისკუსიო. პასუხი არ არის საჭირო (წაიშლება ყველა პასუხი ამ წერილზე, ყველა შეურაცხყოფა და "მტკიცება" რომ განდი ტირანია
) . თუ რაიმე პრეტენზიაა, "ფორუმის შესახებ" - ში წერეთ.ჰო, კიდევ ერთი დამავიწყდა რომ მეთქვა. ეს წერილი შეგიძლიათ დააკოპიროთ იმ თემაში (თუ თემებში? ლოლ) სადაც ისტერიაა გამართული განდის სისხლისმსმელობის შესახებ. მალე, კანიბალიზმსაც დამაბრალებენ.
This post has been edited by მაჰათმა განდი on 20 Mar 2014, 23:18