Massachusettsროგორც მიხვდი ბოსტონში ცხოვრობ...ჰოდაა

მანდ გვინდა გადმოსვლა მე და ჩემს მეუღლეს, მაგრამ ძალიან ვყოყმანობ. არა იმიტომ რომ ბოსტონს ვუწუნებ რამეს, უფრო სიძვირის გამო.
ერთი ექვსი თვეა საერთოდ რაც ამერიკაში ვარ. ახლა პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, ერთად შემოსავალი სადღაც 30K გვაქ, რაც თავისუფლად გვყოფნის ამ ეტაპზე.
მაგრამ დიდ ქალაქში მინდა გადასვლა პატარა ქალაქებს ვერ ვეგუები რა ლამაზი მოვლილიც არ უნდა იყოს.
ჰოდა რამდენი გვინდა შემოსავალი რომ ნორმალურ უბანში, თუნდაც ერთსაძინებლიანი ბინა რომ გვქონდეს თავისი პარკინგით ბოსტონში.
ნორმალურად რომ ვჭამოთ, გადასახადები გადავიხადოთ და ცოტა გავერთოთ კიდეც. აი დასაწყისითვის რამდენია საჭირო შემოსავალი?
ხელფასები და ეკონომიკა როგორაა? ჩემმა მეუღლემ ახლა დაამთავრა უნივერსიტეტი აქ, ჰოდა ვფიქრობ ცოტა ნორმალურ სამუშაო უნდა იშოვოს, თან აქაურია და ეგეც მიეხმარება. მე სამუშაო უფლებაც მაქვს და მწვანე კარტაც...მაგრამ უნი არ მაქვს ბოლომდე დამთავრებული, აქ რომ ჩამოვსულიყავი შევწყვიტე...აქ მინდა გაგრძელება მაგრამ ჯერ ისიც ვერ გამირკვევია სად ვიქნები შემდეგ წელს...
ჰოდა რას მირჩევ, ღირს გადმოსვლა? გაგვიჭირდება?
ნიუ იორკელებს აღარც გეკითხებით, მაგ ქალაქში რომ წყვილმა ნორმალურად იცხოვროს მგონი ყველაზე ცოტა 100კ გინდა რაა
თორემ ისე მსოფლიო დედაქალაქია და უარს ნადვილად არ ვიტყოდი