მშვიდიკარგია კარგი წარმატებები
რომელი კომპანიაა...............?
რამდენი უნდათ....................?
* * *
http://360gradus.ge/blog/archives/3894რატომ აღარ ბრუნდებიან ემიგრანტები სამშობლოში?
ავტორი ახალგაზრდული ჟურნალი
• 24, 11, 2014
ახალგაზრდული ჟურნალი ახალგაზრდული ჟურნალი
კომენტარი გათშულია
ამოპრინტერება
უცხოეთის ცის ქვეშ ცხოვრება არც თუ ისე ცოტა ქართველს უწევს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველა ერთნაირად არ განიცდის ქვეყნისგან სიშორეს და ბევრმა თავისი შრომისმოყვარეობით სწორედ საზღვარგარეთ მიაღწია წარმატებას, ,,360 გრადუსი’’ სწორედ ასეთ ახალგაზრდას, თამარ გიგაურს გაგაცნობთ, რომელიც კანადაში, ტორონტოში ცხოვრობს და მუშაობს ონტარიოს განათლების და განვითარების სამინისტროს ჳთ დეპარტამენტში ფინანსების ადმინისტრატორად.
თამარ, რამდენად კმაყოფილი ხართ კანადაში ცხოვრებით?
ძალიან კმაყოფილი ვარ და მიხარია, რომ მომეცა შანსი მეცხოვრა და მქონოდა კარიერა ამ ქვეყანაში.
10755052_757345770987920_360686272_nროგორ შეადარებდით ერთმანეთს თქვენს ცხოვრებას საქართველოსა და კანადაში?
შედარება მიჭირს, მე 18 წლის ვიყავი საქართველოდან რომ წამოვედი და ქვეყნის გარეთ გავიზარდე. ძნელია შეადარო ბავშობა ზრდასრული ადამიანის ცხოვრებას.
ღიმილით მახსენდება უნივერსტეტში გატარებული ერთი წელი, გაყინული აუდიტორიები, როცა კონსპექტებს ხელით ვწერდით… უნივერსტეტს არ ჰქონდა ინტერნეტი და მხოლოდ რამდენიმე ძალიან ძველი კომპიუტერი იყო ინფორმატიკის სტუდენტებისთვის საჩვენებლად. კანადაში მთელი განათლების სისტემა, სტუდენტებსა და ლექტორებს შორის კომუნიკაცია და ყოველი დავალების შესრულება დამოკიდებულია ინტერნეტსა და კომპიუტერზე.
ქართველებს ჩაკეტილი კულტურა გვაქვს, გვიჭირს სხვა კულტურის, რასის და რელიგიის მიღება. კანადა მულტიკულტურულია და მიღებულია ყოველი ადამიანი თავისი რასის, წარმომავლობის, რელიგიის თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. საქართველოში ბევრს უჭირს თავისი შესაძლებობის სრულად რეალიზაცია, იმიტომ რომ არ არსებობს მოტივაცია. კანადაში კი თუ მაქსიმალურად შეეცდები და იშრომებ შეძლებ შენი შრომის ნაყოფის მიღებას.
როგორც ვხედავ თქვენთვის კარგად ცნობილია ორივე ქვეყნის განათლების სისტემა, როგორ ფიქრობ, რა ხდის კანადას ასე წარმატებულს ამ სფეროში და რა აკლია საქართველოს ასეთი წარმატებისთვის?
ჩემი აზრით, ძლიერი ეკონომიკა და განათლებული საზოგადოება, რომელიც ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია განათლების მაღალი დონე. მაგრამ ეს მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებაა, ზუსტი პასუხის თქმა არ შემიძლია.
რამდენად უწყობენ კანადაში ემიგრანტებს ხელს, იმისათვის, რომ შეიქმნან ცხოვრების პირობები, განვითარდნენ პიროვნულად და მიიღონ მაღალანაზღაურებადი სამსახური?
ემიგრანტი და ადგილობრივი კანადაში დიდად არ განსხვავდება, იმიტომ რომ კანადის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ემიგრანტები შეადგენენ. აქედან გამომდინარე, დისკრიმინაცია და რასისმი ნაკლებად არის ევროპისა და სხვა ქვეყნებთან შედარებით. კანადაში ყველა პირობაა იმისათვის, რომ კანადელიც და ემიგრანტიც თუ მოინდომებს განვითარდეს პიროვნულად და მაღალანაზღაურებადი სამსახურიც იშოვოს.