ყველას თავისი აზრი გააჩნია მათ შორის მეც, მე არც ადვოკატი ვარ, არც რაიმე კავშირი მაქვს საემიგრაციოსთან. რაც წინა გვერდებში მაქვს დაწერილი, ან ჩემი გამოცდილებიდან არის ან კიდევ მოპოვებული ინფორმაციით.
კანადაში დასაქმებამდე დიდი ბარიერები გაქვს გადასალახი იქ მოხვედრაზე. ამბობ რომ ნათესავები გყავს, გააჩნია ნათესავს, ყველაზე კარგი ვარიანტი არის თუ "ოჯახის წევრია" ვინმე, მაგალითად დედა, მამა, ძმა, და.
შენი და შენი ნათესავის მხრიდან დოკუმენტაციაა საჭირო იმისათვის რომ სცადო ვიზის მიღება, მარტო მოწვევა არაფერს ნიშნავს.
შენი ნათესავებისგან საჭიროა კარგი მოსაწვევი წერილი (გამოგზავნილი შენთან და იმ საკონსულოში სადაც ვიზაზე მიმართავ)
პირველ რიგში უნდა არსებობდეს მოწვევის მიზეზი (ქორწილი, დაბადების დღე ან რაიმე ამის მსგავსი დღესასწაული)
მათი სამსახურის და შემოსავლის ცნობა, შემდეგ მათ მიერ ნაჩვენები მათი ფინანსური მდგომარეობა რათა საემიგრაციო დარწმუნდეს რომ მათ ნამდვილად აქვთ იმდენი ფინანსები რომ შენი კანადაში მგზავრობა და იქ ყოფნის პერიოდი დააფინანსონ. ასევე მათვე უნდა წარმოადგინონ თუ სად იცხოვრებ კანადაში.
პასუხისმგებლობის აღება იმაზე რომ შენ აუცილებლად დაბრუნდები.
ყველაზე მეტი საბუთები შენი მხრიდან უნდა იყოს წარმოდგენილი, რომელი საბუთებიც დაარწმუნებს საემიგრაციოს რომ შენ ნამდვილად დამბრუნებელი ხარ.
შენი სამსახურის ცნობა რომ მუშაობ და საქართველოს პირობებისთვის სოლიდური შემოსავალი გაქვს. თუ რამე ბიზნესს ფლობ, მისი დამამტკიცებელი საბუთები. შენი საბანკო ანგარიშები, საიდანაც გამოჩნდება რომ თანხა გაქვს მოგროვილი. საბუთი პოლიციიდან რომ არანაირი კრიმინალური დარღვევა არ გაქვს. სამედიცინო საბუთი რომ არანაირი სახიფათო გადამდები დაავადება არ გაქვს.
გადახედე იმ ინფორმაციას თუ რას ითხოვს საემიგრაციო ოფიციალურად.
მე რომ შენს ადგილას ვიყო, დავიწყებდი იქედან თუ რა სახის მოწვევა უნდა დაიწეროს, შემდეგ ამ მოსაწვევ წერილით მივიდოდი საქართველოში რომ ოფისია იქ და იქ გავარკვევდი ყველაფერს. ჩემი აზრით მათ ბევრი ინფორმაციის მოწოდება შეუძლიათ. ოფისის ვებ გვერდი:
http://www.vfsglobal.ca/canada/georgia/index.html