"გაუმარჯოს აშშ-ს მედიცინას ყველაზე ჰუმანურ მედიცინას პლანეტის ზურგზე"
პატარა ისტორიას მოგიყვებით აშშ-ს მედიცინაზე თქვენთვისაც კარგი იქნება ჩემი გამოცდილება.
მოკლედ 1 თვის უკან ბავშვს სკოლასთან ძაღლმა უკბინა, ანუ ნაკბენის შედეგად თითზე სულ ოდნავ კანი ასძვრა სისხლიც კი არ წამოსვლია. მაგრამ გადავწყვიტეთ რომ გარისკვა არ ღირს და წავედით საავადმყოფოში, ვინაიდან ცოფისგან თავი დაგვეზღვია. ასევე ცხოველთა კონტროლს დაურეკეთ და პოლიციაში ცხოველთა განყოფილებას (აქ ეგეთიც არის პოლიციაში).
საავადმყოფოში ექიმი გაესაუბრა მეუღლეს თუ რა ვითარებაში უკბინა ძაღლმა, მერე რაღაც წამალი წაუსვა თითზე, 1 წამლის რეცეპტი გამოუწერა, თითზე პლასტირი დააკრა და გამოუშვა. სულ 15 წუთი მოუნდა მაგ პროცედურებს. მიმღებში გვითხრეს რომ გადასახადი ფოსტაზე მოგვივიდოდა.
გავიდა 10 დღე და მოგვივიდა ქვითრები საავადმყოფოს ცალკე და ექიმის ცალკე.
სანამ კითხვას გააგრძელებთ ცადეთ აბა გამოიცნოთ მიახლოებით თანხა ზემოთ დაწერილი მომსახურების.
დაახლოებით მქონდა აშშ-ს მედიცინაზე წარმოდგენა და ისიც ვიცი რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში მედიცინა ძვირი სიამოვნებაა. უბრალოდ უშუალოდ არ მქონია მანამდე შეხება ამ სფეროსთან. ხოდა მეც კი გამაოცა )))
ეს ექიმის ქვითარი $243

ეს საავადმყოფოს ქვითარი $1076

წამალში გადავიხადეთ $65
ანუ ნაკაწრი თითზე სულ დაჯდა 243+1076+65=1384
ანუ ცოტა არ იყოს მეძვირა აქაური მედიცინა ))))
ასევე ახალბედა ემიგრანტებისთვის ჩემი რჩევა იქნება პირველადი მოხმარების წამლები წამოიღოთ, ვინაიდან აქ აფთიაქში წამალს ექიმის რეცეპტის გარეშე არ მოგყიდიან.
ან ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება რომ საერთოდ არ გახდეთ ავად.
კი არის უფასო საავადმყოფოები ემიგრანტებისთვის სადაც დიდი რიგებია და სავარაუდოდ მთელ დღეს დაკარგავთ.
ამ სამედიცინო ქვითრების გადახდის გადავადებაც შეიძლება.
მაგრამ აქ ამაზე არ ვწერ უბრალოდ რა ამბავია თითზე ნაკაწრის გამო $1384 ))))))))