მე მეგონა დარჩენას აპირებდი აშშ-ში და მაგიტომ გწერდი ენის სწავლას. British Council-ს საიტზე აქვს კურსების ხანგრძლიობა და განრიგი.
http://www.britishcouncil.ge/სამწუხაროდ უძრავი ქონება არ არის სამშობლოსთან საკმარისი კავშირის მაჩვენებელი კონსულისთვის. მათ იციან რომ საქართველოს ახლანდელი სისტემით მსოპლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება მისი გაყიდვა ქვეყანაში ჩამოუსვლელად.
ცოტა დააგვიანე. ასეთი გზით წინა წლებში უამრავმა ადამიანმა გაიარა ლეგალიზაცია და ძალიან ადვილათ. ხოლო დღესდღეისობით რთული პროცესია ძაან.მე პირადად არ მაქ გამოცდილება მაგრამ საკითხი მაქ შესწავლილი საკანონმდებლო დონეზე და ამას დამატებული ნათესავის გამოცდილება რომელიც 1 წელია რაც ნიურკში ჩავიდა ამ მეთოდით (ოღონდ მათი ქორწილი ფიქცია არ იყო).
აქ არის მნიშვნელოვანი ერთი რამ, თუ სად ატყობინებ აშშ-ს მთავრობას თქვენი ქორწინების შესახებ:
-- თუ საქართველოდან შეატყობინე (როგორც ჩემმა ნათესავმა საკითხის არცოდნის გამო) მაშინ დაგჭირდება 2-3 წელი და ადვოკატი რომ დაასრულო პროცესი და შემოგიშვან აშშ-ს ტერიტორიაზე.
-- თუ აშშ-ს ტერიტორიაზე ატყობინებ რომ დაქორწინდით (თანაც გირჩევნიათ ხელი მოაწეროთ აშშ-ს ტერიტორიაზე ეს ბევრ საბუთის შეგროვებას აგარიდებთ თავიდან). ხელის მოწერის მერე ატყობინებთ საემიგრაციო სამსახურს და ისინი იწყებენ საქმეს და თქვენი ქორწინების გადამოწმებას. თქვენ საბოლოო ჯამში უნდა ანახოთ 2 წელი ერთობლივი თანაცხოვრების. ამ ორი წლის განმავლობაში არაა გამორიცხული სახლში მოვიდნენ და შეგამოწმონ. 2 წლის მერე გადიხართ ინტერვიუს საიმიგრაციო ოფიცერთან სადაც გისვავენ ისეთ კითხვებს თუ მართლა არ ხართ ერთად ნაცხოვრები პასუხს ვერ გაცემ.ეს არის დადგმული ვიდეო თუ რისი გადატანა მოგიწევთ ინტერვიუზე (ნამდვილი ინტერვიუს გასაჯაროვება არ შეიძლება)
https://www.youtube.com/watch?v=3-zQ4h6HOSQთუ ინტერვიუ გაიარე, გეძლევა უფლება მიიღო გრინ კარტა (მუდმივი ბინადრობა) და მერე ზუსტად არ მახსოვს 4 თუ 5 წელში გაიარო ნატურალიზაციის პროცესი და გახდე მოქალაქე.
ახლა რისკები. ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ს მთავრობა ართულებს ამ პროცესს ვინაიდან ბევრი სარგებლობდა ამით და გადიოდა ფიქტიური ქორწინებებით ლეგალიზაციას. მაგიტომ ეს პროცესი გაწელეს დროში და დაამატეს ბევრი ბიუროკრატიული საფეხური.
რისკი 1. თუ ფიქტიურად აწერ ხელს. გაითვალისწინე რომ ამ ნაბიჯზე მიდიან არც თუ ისე ფინანსურად გამართული ხალხი. ანუ შეიძლება არასერიოზულად მოემზადოს ინტერვიუსთვის ანდა 2 წლის ბოლოსკენ მოგთხოვოს რაიმე დამატებითი ანაზღაურება და ა.შ.
რისკი 2. თუ ინტერვიუზე დაგიჭირეს ტყუილში მეუღლეს (აშშ-ს მოქალაქეს) ელოდება სოლიდური ჯარიმა, თუ ჯარიმას არ გადაიხდის ციხე. ხოლო შენ კი დეპორტი და 10 წლით ე.წ. მგლის ბილეთი, ანუ ვიზაზე გარანტირებული უარი ამ დროის განმავლობაში.
ზუსტად არ ვიცი მაგრამ ფორუმებზე მავკარი თვალი რომ ყოველივე ამის გამო გააძვირეს საკმაოდ ფიქტიური ხელისმოწერა.
ეხლა რა საკანონმდებლო ბაზა უნდა შეისწავლო ამისთვის. შეისწავლე მარტო ოფიციალური სამთავრობო საიტებიდან და ფორუმებიდან.
მთავარი საიტი რომელზეც არის მთელი ეს პროცედურა აღწერილი დეტალურად არის ეს
http://www.uscis.gov/green-card/green-card-through-familyესეც ხშირად დასმული კითხვები და პასუხები ამ თემაზე
http://www.uscis.gov/sites/default/files/U...es_faq_0831.pdfჩემი რჩევა იქნება ნუ წახვალთ ფიქტიურ ქორწინებაზე ეხლა ვინაიდან დიდი ალბათობით წელს რესპუბლიკელები მოვლენ კონგრესის ორივე პალატაში და მათ უკვე მზად აქვთ საიმიგრაციო რეფორმების პაკეტი, რომელიც უფრო ამკაცრებს ყველა საემიგრაციო პროცედურას და შენც შეგეხება თუ ეხლა გადაწყვეტ ჩამოსვლას და ხელის მოწერას.
ხო მართლა ცნობისათვის ამ რეფორმის პაკეტში დევს Green card-ის გათამაშების რაოდენობის შემცირება რამოდენიმე წლის განმავლობაში და მერე საბოლოოდ მისი გაუქმება. ხოლო ამის ხარჯზე H1B (სამუშაო) ვიზების გაზრდა. ვინაიდან სტატისტიკა ასეთია Green card ლატარიით შემოსულთა 16 % იღებს Food Stemp-ს (ჩვენებურად ჩეკები საჭმელზე, ანუ კიდია მთავრობის კისარზე). ხოლო ბევრი უსაქმური არ აწყობს აშშ-ს ეხლა.
თანაც რატომღაც მგონია რომ დეპორტაციის პროცესსაც გაამარტივებენ, ვინაიდან აქ დეპორტაციის პროცესი იწელება წლობით თუ კანონს არ არღვევ შეიძლება არც არავინ არ მოვიდეს და არ დაგადეპორტოს.
ჩემი რჩევა იქნება დაანებეთ ფიქტიურ და საეჭვო გზებით სიარულს. აირჩიეთ პროფესიული ემიგრაცია ბევრად უფრო მოთხოვნადი დღესდღეობით და უფრო ფინანსურად სარგებლიანი თქვენთვის გზაა. (მაგრამ ჩემს და სამწუხაროდ ამ გზას ცოტა ვინმე თუ ირჩევს ვინაიდან ზარმაცი ნაცია ვართ ცოტა და სწავლა და წიგნი ჩვენთვის ცოტა უცხოა ((((( ).
* * *
ხო მართლა ვისაც პოლიტიკური თავშესაფარი გინდათ იმ მოტივით რომ სახელმწიფოს ძალოვანები გდევნიან იმათაც მოეხაზათ. ანუ ადრე სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნებში (რომლებითაც ძირითადად სარგებლობენ საიმიგრაციო ოფიცრები) ეწერა, რომ მთავარი უფლებების დარღვევა საქართველოში იყო ძირითადად ძალოვნების მხრიდან უკანონო ქმედებები.
2013 წლის ანგარიშში კი ესაა მთავარი დარღვევები:
The most important human rights problems reported during the year were:
--The resignation and dismissal of government employees from local government institutions allegedly for their association with the former ruling party, United National Movement (UNM), and the government’s insufficient response
--Increased societal violence against members of the lesbian, gay, bisexual, and transgender (LGBT) community and the government’s failure to hold perpetrators responsible
--Local government interference with religious minorities’ rights to assemble and freely worship, and the government’s generally insufficient response
წყარო:
http://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/human...dex.htm#wrapperანუ გაიხარეთ ნაციონალებო, რელიგიურო უმცირესობებო და არატრადიციულო სექსუალური მიმდევრობის ხალხმა, ოფიციალური საბაბი გაქვთ მიიღოთ პოლიტიკური თავშესაფარი აშშ-ში. ))))))