Eshka7 დღის ძალიან საინტერესოდ გამოყენება შეგიძლია, ისე რომ გართობასაც მოასწრებ და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასაც.
მაშასადამე:
აუცილებლად სანახავი: დავიწყოთ სულთანაჰმეტით, აქ აუცილებლად მოხვდებით და ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეიძლება
- აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ბაზილიკა ცისტერნა, იპოდრომი(მოედანს ქვია ასე); მერე გულჰანეს პარკი... აქვე გიპასუხებ ტიტების ფესტივალზე, ტიტების წარმომავლობა თურქეთის ტერიტორიას უკავშირდება და ზოგადად ქალაქის სიმბოლოდ ითვლება, მარტის ბოლოსთვის მილიონიბით ტიტა ირგვება ქალაქის პარკებში და ძალიან ლამაზი სანახაობაა, ძალიან მწყდება გული რომ წელს ვერ მივდივარ სტამბულში

(http://www.theguideistanbul.com/news/view/1622/best-parks-to-see-the-tulip-festival-top-7/)
https://www.google.ge/search?q=all+about+tu...AYQ_AUoAQ&dpr=1 აი როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი, ტოპკაპის სასახლე თუ უნდა ნახო, აიღე აუდიო გიდი და 3-4 საათი გამოყავი ამ ექსკურსიისთვის. ეს ყველაფერი სულტანაჰმედზეა თავმოყრილი, ახლა სანაპიროსკენ წავიდეთ: ეგვიპტური ბაზარი - თუ სუნელების, რაჰატ ლუკუმის, ჩაის და ყავის ყიდვა მოგინდათ. მერე ემინონუ - ხალხმრავალი ადგილია, აქ იპოვით ტურისტებისთვის მოწყობილ სპეციალურ ადგილს სადაც თევზს წვავენ, მწნილებს ყიდიან, ფრეშს გთავაზობენ, სიმიტს (ბუბლიკი) მე გირჩევ გადავიდე გალათას ხიდზე ფეხით და ტაქსიმის მხარეს დააგემოვნო პურში ჩადებული შემწვარი თევზი- ბალიკ ეკმეკი, იქ რატომღაც უფრო გემრიელია, მიზეზი არ ვიცი

მერე ავიდეთ გალათასკენ , კოშკში ასვლა ღამით ჯობს, იქიდან ისეთი ლამაზი ხედია, ჩემ გადაღებულ სურათებს რომ ვუყურებ ფოტოშოპით გაკეთებული მგონია, საოცარი სილამაზეა...
ცოტაც გავისეირნოთ და ტაქსიმზე ვართ

) აქ იპოვით ყველაფერს გართობისთვის ხო, ნარკოტიკებს რაც შეეხება პირდაპირ ქუჩაში გვთავაზობდნენ, ჩემთვის ძაან მომხიბლავი არ იყო ეს შემოთავაზება, ამიტომ დეტალები არ ვიცი
მერე შეიძლება დოლმაბაჰჩეს სასახლის ნახვა, ბევრ დროს არ წაიღებს სულ 40 წუთიანი ექსკურსიაა, მაგრამ მნიშვნელოვანია გახსნისთვის მიხვიდე რომ რიგში არ იგდე დიდხანს. სტამბულში, არის საინტერესო ფერადი და ძველი სახლებით დაწინწკლული უბანი- ფენერი, აქ არის მსოფლიო საპატრიარქო და წმინდა გიორგის ტაძარი.
აუცილებლად წადით პრინცის კუნძულებზე, მე უამინდობის გამო ვერ მოვახერხე, მაგრამ ამბობენ საოცარი სილამაზეა, თანაც ბოსფორზეც გაისეირნებთ და კარგი ექსკურსიაც გამოვა
https://www.google.ge/search?biw=1280&bih=6...0.0.n5rAOKqzYRw ასეთი სილამაზეა იქ და დღემდე დადიან ეტლებით
კარგი ხედი ქალაქზე არის პიერ ლოტის კაფედან
https://www.google.ge/search?biw=1280&bih=6...0.0.hXVs1t4Mr58ერთი საინტერესო ადგილია ბოსფორის ხიდის ქვეშ, ორატკოიში, იქ აკეთებენ კუმპირს, გამომცხვარ კართოფილში სურვილისამებრ დებენ სხვადასხვა გემრიელობებს და აქვეა უგემრიელესი ნაყინი ბელგიური ვაფლით
მე ვნახე მინიატურკიც, ეს პარკია სადაც თურქეთის და არამარტო უმნიშვნელოვანესი შენობების მინიატურული კოპიების ნახვა შეიძლება.
თუ დაგაინტერესებს შემიძლია აგიხსნა ჩვეულებრივი ტრანსპორტით როგორ მიხვიდე, ტაქსი ძვირია, თან სულ საცობებია ამიტომ ძირითადად ტრამვაი\მეტროთი სარგებლობა ჯობს.