ემინონუდან დადის ავტობუსი 47C ან 47 E მიდიან მინიატურკში, ავტობუსების გაჩერებაზე ბევრი რიგი დგას ავტობუსების, თითო რიგში თითო ნომერი, სულ ქვედა რიგში ვიპოვეთ ამ ავტობუსის გაჩერება. რომ იკითხო ეცოდინებათ ისედაც.
http://www.letsgoistanbul.com/miniaturk.htm ესეც მინიატურკი
აუცილებლად აიღეთ ისტანბულკარტი "აკბილ" ასე აწერიათ ავტომატებს, სადაც ბარათსაც იყიდით და ანგარიშსაც შეავსებთ. მე მაგალითად აეროპორტშივე ვიყიდე და აეროპორტიდან მეტრო+ტრამვაი და აღმოვჩნდი სულტანაჰმედზე სადაც სასტუმრო მქონდა.
უი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ადგილია: პანორამა მუზეუმი 1453, იქ ასახულია კონსტანტინოპოლის აღება, შთამბეჭდავი სანახაობაა, გუმბათია და ნახატებით, ნამდვილი ქვემეხებით და ხმაურით შექმნილია ნამდვილი ომის ილუზია.
https://www.google.ge/search?q=panorama+mus...Q_AUoAQ&dpr=1.1ძალიან მარტივად მოსაძებნია, ჩაჯექი ტრამვაიში, ასკარაის გაჩერებაზე გადახვალ მეტროში და გაჩერებაზე "ტოპკაპი" ამოდით მეტროდან გზაზე გადახვალ და იქვეა. მუზეუმიდან რომ გამოხვალთ უკანა მხარეს ისტორიული კონსტანტინოპოლის კედის ნანგრევებია
ისე სტამბულში მეტრო/ტრამვაით სიარული უმარტივესია, კაბატაში თუ აწერია მატარებელს ესეიგი მიდის ტაქსიმისკენ, (კაბატაშის გაჩერებაზე ტაქსიმისკენ მიმავალი ერთგაჩერებიანი საბაგიროა-ჩვეულებრივი მატარებელი მიწისქვეშა) თუ ბაგჩიგლარი ესეიგი მიდის სულტანაჰმედისკენ, სხვათშორის გრანდ ბაზარისკენ, ეგეც საინტერესო ადგილია.
ხო ორივეგან წააწყდებით ვერტმფრენს. ამ ვერტმფრენში ჯდებით რომელიც მინი კინოთეატრივითაა და უყურებთ 5დ ფილმს სტამბულის შესახებ 10 წუთიანია მგონი

მე მომეწონა
ოცნებად მექცა ამ ტიტების ნახვა

)) ძალიან მაგარი იქნება ^_^