სად არის აბა 110 ლირად? შეგიძლია მაჩვენო? სამომავლოდ გამომადგება
...
ვიყავი უმშვენიერეს სტამბოლში. სულთანაჰმედზე დავბინავდი, არაფრით არ ვარ უკმაყოფილო.
კარგი სასტუმრო მეგობრული გარემო. ყველაფერ მშვენიერი იყო!! ასევე მოვინახულე აკვარიუმიც თავიდან ვერ ვიპოვე და მერე ამ თემაში მოვძებნე მიახლოებით ვიცოდი სადაც იყო. და გამომადგა, მართლაც გასაოცარი იყო.. ვიყავი კუნძულებზეც.. თუ ჩახვალთ აუცილებლად წადით კუნძულ ადაზე.. იქ არის ეკლესია 5-10 წუთის ფეხით სავალში გაოცდებით გასაოცარი ხედი იშლება და ეკლესია ხომ საერთოდ))
ტოპკაპი, აია სოფია, ლურჯი მეჩეთი, ბაზილიკას ცისტერნა (გასაოცარია), გალათა თაუერი, აკუარიუმი.. იყო კიდევ ბევრი რამ რაც ვნახე..
ბოსფორზე ტურიც ავიღე წამოსვლისას ბოლო დღეს.. სადაც ყოველდღიურად იმართება წარმოდგენა გემში. ცეკვები და ა.სშ
მართლა კმაყოფილი ვარ..
რაც შეეხება პონტს ბიჭებოო.. მეგობრული გოგონები არიან.. ტურისტები ხომ ცალკე თემაა მაგრამ ადგილობრივებიც გახსნილები არიან.. იყავით თავაზიანები და შეირგეთ. ჩემ შემთხვევაში ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა.
ფეხბურთის მოყვარული ვარ და ჩემპიონთა ლიგის მატჩის საყურებლად სულთანაჰმედზე ქუჩის მეორე მხარეს ბარში მივედი.. სავსე იყო ესპანელებით, ინგლისელებით და გერმანელებით. მაგრად გაასწორა შუადღეზე რომ მივედი ჩვეულებრივი რესტორანი მეგონა.. ვფიქრობდი აქ ფეხბურთის ყურება ტანჯვა იქნება მეთქი.. მაგრამ საღამოს მოლოდინს გადაჭარბა სრული საფეხბურთო გარემო! და ფეხბურთის მოყვარული სასტავი!
მესამე მეოთხე დღეს როცა რესტორანს ჩავუვლიდი მპატიჟებდნენ თურქულ ყავაზე

სიცოცხლით სავსე ხალხია

გალათას ხიდის ქვეშ რესტორანში თევზის დაგემოვნება მოვინდომეთ.. მივედით და მიუხედავად იმისა რომ იქაურობა სავსე იყო ტურისტებით, დიდი ყურადღება გამოიჩინეს და პერსონალთან სასიამოვნო საუბრის შემდეგ მოდის მეპატრონე და მეკითხება ყველაფერი მეგოწენათო... ამ დროს ქართულად ვსაუბრობდით და მკითხა საიდან ვიყავი.. აღმოჩნდა რომ ეს ტიპი ბათუმში ავტომობილებს ყიდის.. ხოდა გამოვიდა ისე რომ უფასოდ მივირთვით 70 ლირის თემა.. მერე გამოგვიარეთო და კი დავდიოდი..
ტერაქტების გამო არ შეშინდეთ. ყველგან პოლიციაა და უსაფრთხოების დონე მაღალია. ზურგჩანდით სიარულს მოერიდეთ 3-4 ჯერ გამაჩერეს ამის გამო..
თუ გაინტერესებთ ფასები სად რამდენი გადავიხადე ვგულისხმობ ღირსესანიშნაობებს მითხარით დავწერ.
სასიამოვნო გარემო, თავაზიანები, მეგობრულები, რავიცი აბა სიტყვები არ მყოფნის, მშვენიერი იყო.
This post has been edited by Neptunne on 9 May 2016, 00:10