მოკლედ ბევრს კი მეუბნებოდით ყველა რომ აქეთ არ წამოვსულიყავი, მაგრამ არ და არ ვაქცევდი ყურადღებას იმას,რომ ნაცისტების უდიდესი ნაწილი აქ ცხოვრობს,ხოლო ქემნიცი და დრეზდენი კი ბუდეა მათი. ალბათ ყველამ კარგად იცით ახალი ,, პატრიოტულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის" Pegida-ს შესახებ. რომლებმაც უკვე ფართო ანტიისლამური და უცხოელთა საწინააგმდეგო მოძრაობები,მიტინგები დაიწყეს საქსონიაში. ერთ ერთი საინტერესო სტატია ვიპოვე stern.de ზე და იმედია თქვენც დაგაინტერესებთ
http://www.stern.de/politik/deutschland/st...en-2161764.html სადაც მომიტინგეთა აზრიცაა დაფიქსირებული და მიუხედავად იმისა,რომ ცდილობონ ბოლომდე არ თქვან რასაც ფიქრობენ,მაინც წამოსცდებათ ხოლმე,როგორც ერთ ერთ მომიტინგეთაგანს,მსგავსი სიტყვები ,, Die Besetzung(უცხოელთა) unseres Landes muss ein Ende haben"
რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას რამდენად გასაკვირიც არუნდა იყოს ვეთანხმები გერმანელებს ბევრ რამეში

ხოლო მე და ბევრი უცხოელი,განსაკუთრებით ისინი ვინც კარგად არ ფლობენ გერმანულ ენას ბევრგან ვაწყდებით ამ ნაციზმს და გვიქმნის პრობლემებს. ისე შევისწავლე ესენი უკვე ვხვდები ევასება თუ არა უცხოელები გამოხედვასა და ლაპარაკზე

ზოგი ეგრევე გაგრძნობინებს რომ მეორეხარისხოვანი ხარ, ზოგიც მაგალითად: რამდენიმე დღის უკან ერთ ერთ გამვლელს ვთხოვე თუ სად იყო Baumarkt-ი და ტიპმა ნაგლურად არც შემომხედა,არც შეჩერდა,ისევე გააგრძელა გზა და ხმამაღლა დაყვირა ,, Ich weiss nicht" მეც იასნა მოვუკითხე ოჯახის წევრები ქართულად

და სამსახურზე კიდევ, სადაც არ მივდივარ ყველგან კი კის გეუბნებიან მაგრამ არავინ გირეკავს მერე იმიტომ რომ არვარ გერმანელი. თუმცა მაინც ბოდიში თქვენთან ,,მახატია" ამათი ნაციზმი და ასე თუ ისე წვალებით ,,გამაქვს თავი". უბრალოდ ეგაა ხანდახან ნევები მეშლება ხოლმე ისე იქცევიან და ვაჩუმებ კიდეც,ვიბრძვი წინა ფრონტზე.

ამიტომ ვურჩევ ყველას,ვინც აპირებთ აღმოსავლეთით წამოსვლას შეიცვალეთ სწრაფად აზრი!!! კაი ხანია ამხელა ისტორიები აღარ დამიპოსტავს აქ
This post has been edited by bavaria87 on 28 Dec 2014, 03:35