niako89ვიზა გაიცემა ქ.ანკარაში მექსიკის შეერთებული შტატების საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ. დამატებითი სავიზო ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
http://www.sre.gob.mx/საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს ამერიკის შეერთებული შტატების მრავალჯერად ვიზას და მექსიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება საქმიანი ან ტურისტული მიზნით უფლება აქვს შევიდეს მექსიკის შეერთებულ შტატებში ვიზის გარეშე.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, შენგენის წევრი ქვეყნების, კანადისა და იაპონიის მუდმივი ცხოვრების ნებართვას უფლება აქვთ ტურისტულად იმოგზაურონ მექსიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე.
საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:
სავიზო განაცხადის ფორმა;
მოწვევა;
კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
პენსიონერი (ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
მოსწავლე/სტუდენტი ( ცნობა სასწავლებლიდან);
ფინანსური უზრუნველყოფა (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი და ა.შ);
არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშბლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!
მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე:
http://embamex.sre.gob.mx/turquia/index.ph...sa-azgeokazturkქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) მექსიკის შეერთებული შტატების საელჩოს კოორდინატები:
Kirkipinar Sokak No. 18/6; 06540 Ankara,Turkey
Phone: +90-312-442-3033, +90-312-442-2382, +90-312-442-2507, +90-312-441-9424,+90-312-441-9454
Fax: +90-312-442-0221
მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი:
http://www.sre.gob.mx