ვიზა გაიცემა ქ.კიევში (უკრაინა) ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:
პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
2 სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნდიან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა შემდეგ ინტერნეტ გვერდზე
http://www.indonesianembassy.kiev.ua/consular/visa.php; მოწვევა შესაბამისი მიმწვევი კომპანიისგან/პირისგან;
კერძო ვიზიტის შემთხვევაში მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
1 ბიომეტრიული ფოტო, გადაღებული უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში;
ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
პენსიონერი (ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
მოსწავლე/სტუდენტი ( ცნობა სასწავლებლიდან);
ფინანსური უზრუნველყოფა (მაგ.უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი და ა.შ)
არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშბლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
ვიზი ტიპიდან გამომდინარე უნდა იქნას გადახდილი შესაბამისი საკონსულო მოსაკრებელი;
ბილეთი დახურული თარიღით.
http://www.indonesianembassy.kiev.ua ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი:
http://www.deplu.go.id/Pages/Default.aspxქ.კიევში (უკრაინა) ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
27-B Nagirnaya St. Kiev, Ukraine, 4107
Phone: (+380-44) 206-5446, (+380-44) 206-5447, (+380-44) 206-5448, (+380-44) 489-7633
Fax: (+380-44) 206-54-40
Email: kbri@indo.ru.kiev.ua
Website URL: www.indonesianembassy.kiev.ua