mususaa_rockვიზა გაიცემა ქ.კიევში ან ქ.ათენში (საბერძნეთის რესპუბლიკა) ხორვატიის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:
საერთაშორისო პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
განმცხადებლის პასპორტის მთავარი გვერდის ასლი;
სავიზო განაცხადის ფორმა(მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა შემდეგ ინტერნეტ გვერდზე
http://www.mfa.hr/custompages/static/hrv/f...tjev_vize.pdf); 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
სტუდბილეთი, თუკი განმცხადებელი სწავლობს საქართველოში;
ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული(უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).
ფინანსური გარანტია (მაგ:საბანკო ამონაწერი ბოლო სამი თვის და ა.შ)
ბილეთის ჯავშანი;
სასტუმროს ჯავშანი;
განაცხადის დამუშავების საფასური 40 ევრო (ერთჯერადი)
სამგზავრო/საემდიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის(ორიგინალი და ასლი)
იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მიემგზავრება მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად, საჭიროა: მეორე მშობლის თანხმობა და მათი პასპორტების ასლები, აგრეთვე ბავშვის დაბადების მოწმობა.
ყველა ქართულენოვანი საბუთი ბარდება ინგლისურ თარგმანთნ ერთად და უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
ქ.კიევში ხორვატიის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
Croatia Embassy , Ukraine, Artema St., 51/50, Kiev Ukraine 01901
Tel:00380 44 486 21 22; 00380 44 489 87 30
Fax: 00380 44 486 6943
Email: croemb@carrier.kiev.ua ან croemb.ukraine@mvp.hr