#43600279 · 29 Jan 2015, 19:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Mogul
QUOTE | გამარჯობა.
მისასალმებელია თქვენი მიზანდასახულობა. აბა, როგორ არის საქმე სტატუსთან დაკავშირებით. როგორც მახსოვს, თებერვალში გეწურებათ ტურისტული სტატუსის ვადა. გააგზავნეთ უკვე მოთხოვნა გახანგრძლივებაზე? რა მიზეზი მიუთითეთ? |
სტატუსი გავაგრძელე 6 თვით. მიზეზი მიუთითე ეს "დარჩენა ჩემს სტატუსში". ამისთვის უნდა შეავსო ფორმა 539 და ჩააბარო ბიომეტრიული მონაცემები. გადაიხადო მოსაკრებელი 290$ ფორმის და 90$ ბიომეტრიკის ჩაბარება. აქ ხალხს მცდარი შეხედულება აქვს რომ ვიტომ და მიზეზი უნდა მიუთითო. არავითარი მიზეზის გრაფაარ არის აგერ გაეცანით ამ ფორმას სულ 5 ფურცელია სადაც მარტო დემოგრაფიული მონაცემები უნდა შეიყვანო და მინიჭებული ნომრები. ძაანაც რომ გინდეს რომ ახსნა თუ რატომ გადაწყვიტე ვიზიტის ვადის გაგრძელება საამისო გრაფაც არ არის ))))) http://www.uscis.gov/sites/default/files/f.../form/i-539.pdfერთადერთი სადაც აღნიშნავ რომ გინდა ვიზის გაგრძელება არის ეს მონაკვეთი და შენს სურვილს უბრალოდ "პტიჩკის" დასმით აღნიშნავ ))))  ახსნა გიწევს მარტო იმ პირებს თუ კი ვინმეს აქვს საემიგრაციო ვიზაზე შეტანილი საბუთები ან ჩაიდინეს დანაშაული. მოკლედ ფორმის დაბლა კითხვარია თუ რომელიმე კითხვას გაეცი დადებითი პასუხი მხოლოდ იმ შემთხვევაში გიწევს დამატებიტი გარემოებების მითითება თუ რატომ ჩაიდინე დანაშაული, ან რა საემიგრაციო სტატუსზე შეიტანე საბუთები და ა.შ. მოკლედ ჩვეულებრივ ტურისტი მონიშნავს ყველა პასუხს "არას" სულ ეგაა და ეგ 4 ადამიანზე შესავსებად სულ დამჭირდა 15 წუთი უადვილესი ფორმაა )))) Tough_GuyQUOTE | გაიხარე ინფოსთვის. მეც კალიფორნიაში ვარ და აქ მინდა შემდეგ სამსახური მოვნახო. 1 წელი მაქვს გეგმაში სასწავლებლად. იმედია ჩავეტევი... |
თუ ადგილზე ხარ, ალბათ ასაკიც ჩემზე პატარა გაქვს წესიტ აქეთ უნდა მიხსნიდე ასეთ რაღაცეებს ))))
* * * onlyfighter
QUOTE | გამარჯობა
ამერიკის 10 წლიანი ვიზის ასაღებად რა საბუთებია საჭირო??
დიდი მადლობა ყველას წინასწარ გამოხმაურებისთვის |
QUOTE | მინდა კალიფორნიაში ზუსტად ვიცი რომ გრინკარტას მოვიგებ და მაგ დროისთვის ვიქნები საფრანგეთში იქიდან შევძლებ გადასვლას ამერიკაშ თუ უეჭველი უნდა ჩამოვიდე საქართველოში? |
ჯერ მოიგე ))) თუ მოიგე დამიჯერე დეტალურ ინფორმაციას გამოგიგზავნია ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილს. ისე კი საფრანგეთშიც რომ გაიარო ინტერვიუ შეიძლება. გაითვალისწინე ისიც რომ შარშან 15 მილიონზე მეტმა მიიღო მონაწილეობა ხოლო ვიზების რაოდენობა მთელს მსოფლიოში 50.000 ახლა შენი შანსები გამოთვალე აბა ))
magda_linaaa
QUOTE | მეც ბავშვის ინტერესიდან გამოვდივარ და სავარაუდოდ კალიფორნიას გადავწყვეტ ალბათ. |
თუ ფინანსურად ძლიერი ხართ მაშინ გიღირთ კალიფორნია, ან თუ კომპიუტერულ სფეროში გეგმავთ ზრდას. ყველა სხვა შემთხვევაში მე აზრს ვერ ვხედავ, ნუ ამინდს თუ არ ჩავთვლით.
QUOTE | თქვენ რომელ ქალაქში ხართ? |
Mountain View
QUOTE | ვთქვათ ჩამოვდი აეროპორტში, იქ თუ არის რამე სამსხური რომ ბინა გვაპოვნინოს? ცოტა ეგ მაფიქრებს |
და ეხლა ვინ გიშლის რომ შეხვიდე დაახლოებით რამოდენიმე უბანი აარჩიო, სადაც მაღაზიებიც და სკოლებიც ახლოს იქნება ბინასთან, და დაურეკო სააგენტოს და დაელაპარაკო პირობებზე? აზრი მითხარი აგენტს თბილისიდან დაელაპარაკები თუ კალიფორნიიდან, თუ გგონია რომ აქ პირადად მოვლენ და დაგაკვალიანებენ )) ძალიან ცდები აგანტს მარტო ტელეფონით თუ დაელაპარაკები თუ ბინის ნახვა გენდომება დაურეკავ გეტყვის გასაღები კარების რაფაზეაო გააღე შედი დაათვალიერე და ისევ იქ დადეო. აგენსტ თვალით ნახავ მარტო 2 ჯერ, როცა ბანკის ამონაწერი უნდა ანახო სადაც ქირის მინიმუმ 2 თვის ოდენობა იდება და კონტრაქტის დადების დღეს.
ისიც გაითვალისწინე რომ აშშ-ში "ზალოგს" იტოვებენ ქირის გარდა. მე მაგალითად 2000$ მიდევს ცალკე ანგარიშზე და ხელს ვერ ვადებ. როცა ბინიდან გავალ თუ რამე გავაფუჭე იმ თანხიდან გაგიქვითავენ.
კი შეგიძლია აეროპორტში ტაქსი დაიქირავო 150-200$ მისცე და სილიკონ ველის ნებისმიერ ადგილას მიგიყვანს (მე მატარებლით მივედი 3-7$ გააჩნია რა სიშორეზე მიდიხარ). ასევე შეგიძლია რომ უძრავი ქონების სააგენტოებს მოაძებნინო ბინა და შენ ფეხი ფეხზე გადაიდო და ელოდო მათ სასტუმროში (რომელიც დღეში მინიმუმ 130$ ღირს), ისიც გაითვალისწინე რომ ბროკერს თავის ფასნამატი იქნება ანუ თვეში 200-300$ მეტი უნდა იხადო ქირა.
გააკეთე ესე: - საქართველოდან აირჩჰიე 2-3 უბანი რომელიც შენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. - საქართველოდან წამოსვლის წინ დარეკე სასტუმროში ერთი კვირით დაჯავშნე ნომერი. ადგილზე სასტუმროები გადატვირთულია შეიძლება ადგილიც არ ქონდეს - აეროპორტიდან მატარებლით მიდი სასტუმრომდე. - მეორე დღეს დაიარე ფეხით ის უბნებიც რომლებიც აირჩიე თუ ვინმე ბინას აქირავეს ქუჩაში დგავენ დიდ აფრებს ან კედელზე ბილბორდი კიდიათ ხოლმე. შედი დაელაპარაკე. - ისიც გაითვალისწინე რომ ბინა რომ მოგინდეს უნდა შეავსო აპლიკაცია მენეჯერის სახელზე, მენეჯერმა რომ განიხილოს თითო ზრდასრულ ადამიანზე უნდა გადაიხადო 25$, ანუ 50$ შენს შემთხვევაში, ეს მარტო იმიტომ რომ შენი აპლიკაცია განიხილონ. თუ უარი გითხრეს მოქირავებაზე ამ თანხას უკან არ აბრუნებენ. ამიტომ ბევრი ბინაზე არ შეავსო 3-4 შეიძლება, აქედან ზოგო უარს გეტყვის და ზოგი დაგთანხმდება.
ამ სქემით დამიჯერე მეტ გამოცდილებასაც მიიღებ, ტელეფონით ლაპარაკს შეეჩვევი (რაც უდიდესი პრობლემაა ემიგრანტებისთვის პირველი პერიოდი) და რაც მთავარია ფინანსებს დაზოგავ.
This post has been edited by dimentius on 29 Jan 2015, 20:24
|