#43061098 · 4 Dec 2014, 20:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lbosta Levcorp
კი ბატონო ეხლა შაბათ-კვირას ჩაუჯდები თავისუფალი დრო რომ მექნება და მოვძებნი რამეს.
მთიული
QUOTE | საშობაოთ მეპატიჟება ადამიანი ვინც ამ მხრივ მაქცევს ყურადღებას, ასევე დაბინავებაზეც ის ზრუნავს. P.s. აი აქ ფორუმზე რა არ მომწონს იცით? ძან აზრთა სხვადასხვაობაა... აქ წინა პოსტებში მეუბნებიან, რომ უეჭველი თქვიო რომ არ იცი ენაო... |
თქვენს ადგილას მე ნაცნობს არ ვახსენებდი. ნაცნობი არის კავშირი აშშ-სთან, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ ადგილზე ემიგრაციის პროცესის წარმართვაში. ანუ კონსულს დამატებითი კითხვები და ეჭვები უჩნდება. პირიქით გასაუბრების დროს რაც შეიძლება მეტი ადამიანი ვინც საქართველოში რჩება ისინი უნდა ახსენოთ რომ კონსული დარწმუნდეს რომ საქართველოსთან ძლიერი კავშირი გაქვთ.
რაც შეეხება ენის ცოდნას. სალაპაკაკო მინიმუმის ცოდნა ჩემი აზრით აუცილებელია. ბოლო-ბოლო სასტუმროში ჩაწერის/გაწერის დროს ხომ უნდა გააგებინოთ რამე, ან კვების ობიექტში ხომ გინდათ ურთიერთობა, ან შოპინგზე წახვიდეთ და გამყიდველს ელემენტარული რამე რომ კითხოთ, თვითმფრინავში საემიგრაციო ბარათს რომ მოგცემენ იმის შევსების უნარი ხომ უნდა გქონდეთ, მებაჟე რომ შეგეკითხებათ სად მიდიხართ ან რამდენი ხნით პასუხი ხომ უნდა გასცეთ და ა.შ.
lbosta
QUOTE | უნივერსიტეტი მინდა აი როგორც დიმენტიუსმა თქვა კალიფორნიაში რომ არის )) კაი ვარიანტია ეგ .... კვირაში ერთი დღე სწავლა, იაფი თან |
კვირაში 3 დღეა სწავლა პარასკევს, შაბათს და კვირას. საღამოს 5 საათიანი სესიებია. მოსახვედრად ტოეფელი კარგი ქულები კონდა ჩემს ნაცნობს, ასევე კომპიუტერულ სფეროში 7 წლის გამოცდილება რაც საკმარისი გახდა მათი ტესტირების გასავლელად. * * * ikandro
QUOTE | ძაან ნუ გააპატიოსნებთ სიტუაციას ზღაპარია Iს რომ ცოლს Dაურეკოს და კითხოს დაქორწინებული ხართ თუ Aრა, ესე მაშინ ყველგან Uნდა რეკონ. |
მე პირიქით სულ ვიძახი რომ ეგეთი გადამოწმება არ ხდება არც ოჯახში და არც სამსახურში, მიზეზი უბრალოდ დროის დახარჯვა არ უნდათ. თუ რამეზე ეჭვი შეიტანეს უბრალოდ უარს მოგცემენ. * * * ikandro
QUOTE | თუ არ გაქვს მაშინ დაივიწყე უნივერსიტეტი.
15000? იაფიანებიც არის უბრალოდ დადიხარ და დრო გაგყავს Mანდ ვერაფერს ისწავლი თან შენ უნდა Gადაიხადო + სევის მოსაკრებელი რომელიც 200$ ღირს, ნებისმიერ საგანმანათლებო სფეროში. |
+++ ვეთანხმები თუ ტოეფელის გამოცდებში კარგი ქულები და კარგი ინგლისური არ გაქვთ უნივერსიტეტში ელემენტარულად ვერ მოხვდებით.
lbosta
QUOTE | ზუსტად ესეთი მინდა ზუსტად... |
ამხელა თანხა უნდა გადაიხადოთ მანდ სწავლაში და ბარემ ცოდნაც რომ მიიღოთ ისე უფრო არ გირჩევნიათ. დამთავრების პერიოდისთვის შეიძლება უკვე ლეგალიზაციის რამე ხერხი ნახოთ. ხოლო დასრულების მერე ღირსეული სამსახური. რატომ უნდა იმუშაოთ სულ მომსახურე პერსონალად ვერ ვხვდები.
This post has been edited by dimentius on 4 Dec 2014, 20:55
|