გაუმარჯოს.
კი კომპიუტერული ტექნოლოგიების სფერო სხვებისგან განსხვავებით ეხლა ძალიან მოთხოვნადია და სწრაფად ზრდადი. ამით არის გამოწვეული ამ ტიპის ხალხზე მოთხოვნა.
microsoft windows, excel, word, photoshop ეს სამწუხაროდ ზღვაში წვეთია ))))
კურსების გავლა ეხლავე დაიწყე უამრავი საშუალებაა ამის დაწყებული სტენფორდის უნივერსიტეტის უფასო კურსებიდან დამთავრებული ნებისმიერ საგანში ვებინარით. საქართველოში რამდენად კარგია კურსების ხარისხი მე ვერ გეტყვი არ ამიღია მანდ. მაგრამ საქართველოში ყველა კურსი მორგებულია ქართულ ბაზარს რაც ძირითადად საიტების შექმნაზე და მათ მომსახურებაზეა გათვლილი. ხოლო აქ ბევრად უფრო ფართო სფეროა.
ონლინე კურსები:
https://www.udemy.com/https://www.coursera.org/http://www.codecademy.com/http://www.stanford.edu/პირველ რიგში დაიწყე ყველაზე ადვილიდან რაც რამის ყველა სამსახურში დაგჭირდება HTML5, CSS, java[ertad]script. ასევე აითვისე Mac OS, Linux-ის Shell-თან ისწავლე მუშაობა. მარტო ვინდოუსის ცოდნა ეგ არაფერია. მერე ისწავლე SQL, ესეც ძალზედ საჭიროა. ამ ყველაფერში რომ გაერკვევი იმედია მაგ დროისთვის უკვე შეგეძლება იმ მიმართულების არჩევა რომელშიც გინდა იმუშაო.
ყველაზე კარგი ხეფასები აქვთ დეველოპერეპს (პორგრამისტებს), მაგრამ ყველაზე დიდი სტრესიც აქვთ მუშაობის დროს. მაგრამ აქ რომ დეველოპერად დაიწყო მინიმუმ გამოცდილება გინდა რამოდენიმე წელიწადი.
მე პირადად ავირჩიე შემსვლელ პროფესიად Software QA, white box tester, test automation. ხოლო რამოდენიმე წლის მერე ალბათ პროგრამისტად გადავალ.
რაც შეეხება რჩევას თუ რა უნდა აირჩიო ამას შენ თვითონ უნდა მიხვდე, მერო გითხრა პროგრამისტისკენ წადი ეგ ისეთი სფეროა სადაც მათემატიკური აზროვნება და ძლიერი ლოგიკაა საჭირო ზოგი ადამიანი ამ სკრიპტებს რომ უყურებს თაბრო ეხვევა და ვერაფერს ვერ იგებს. ანუ ისეთი პროფესია უნდა აირჩიო რომლისკენაც ინტერესი გაქვს და არა ისე ვინმემ გირჩიოს.
პირველ რიგში სანამ წამოხვალ რაც ზევით დაგიწერე ეგენი ისწავლე. ამათ რომ აითვისებ დამიჯერე უკვე შენით შეგეძლება შენთვის კომფორტული მიმართულების არჩევა.