მოკლედ გადავწყვიტე დამეწერა მართვის მოწმობასთან დაკავშირებით.
ის ადამიანები რომლებიც NY ცხოვრობენ 10 წელი ან მეტი, გონიათ რომ არაფერი არ იცვლება და სხვებსაც არწმუნებენ ამაში.
ამიტომ თავად გამოცადეთ ყველაფერი.
როგორ ავიღე ტუსიტული ვიზით მართვის მოქმობა NY.
NY - ში ვისაც ტურისტული ვიზა გააჩნია B1-B2 მათთვის, მართვის მოწმობის ჩასაბარებლად საჭიროა 6 ქულა.
გაითვალისწინედ:
ჩემ შემთხვევაში 6 თვე მაქვს გაჩერების უფლება, დამრჩა 2 თვე და 15 დღე მე შევძელი და ავიღე პერმიტი, არ ვიცი იმ ადამიანებს შეუძლიათ ჩაბარება თუ არა, ვისაც 1 თვე ან ნაკლები აქვთ დარჩენის უფლება.
გვჭირდება შემდეგი საბუთები:
სოშიალიდან ცნობა რომ არ გაქვთ სოშიალ ნომერი. უფასოა.
მისამართი:
http://www.ssa.gov/US Social Security Administration
154 Pierrepont Street Floor 6
Brooklyn, NY 11201
პასპორტი - 3 ქულა
თან i-94 დაგჭირდებათ შეიყვან პასპორტის მონაცემებს ამოპრინტავთ>
https://i94.cbp.dhs.gov/I94/request.html უფასოა.
დებით ქარდ- 1 ქულა
ბილი - 1 ქულა
ბანკის სტეიტმენტი - 1 ქულა
მე ესეთი საბუთები მქონდა:
1. სოშიალიდან ცნობა რომ არ მაქვს სოშიალ ნომერი.
2. პასპორტი და I94 - 3 ქულა
3. დებით ქარდ TD BANK - ის 1 ქულა. ანგარიშის გახსნის თანავე იძლევიან ქარდს.
4. ბილი ინტერნეტის - 1 ქულა.
5. ბანკის სტეიტმენტი CHASE BANK - 1 ქულა. ანგარიშის გახსნის თანავე იძლევიან ქარდს.
ზოგადად ბანკები სტეიტმენტს ერთი თვის მერე იძლევიან, ამიტომ მოგიწევთ 1 თვე დაელოდოთ სტეიტმენტს.
პერმიტის აღება ღირს: 77.50$
მანჰეტენზე შეგიძლიათ გადაიხადოთ როგორც ქეშით ასევე ქარდით.
არის 20 კითხვა აქედან 14 უნდა გასცეთ სწორი პასუხი მაგრამ 14 კითხვაში 4 კითხვა ეხება საგზაო ნიშნებს ამ 4 კითხვიდან მინიმუმ 2 უნდა გასცეთ ზუსტი პასუხი.
მისამართი:
http://dmv.ny.gov/DMV
366 West 31st Street
New York, NY 10001
თუ ერთ DMV ოფისში ვერ ჩააბარებთ შეგიძლიათ იმავე დღეს სხვა ნებისმიერ ოფიში მიხვიდეთ და ჩააბაროთ.
ასევე შეგიძლიათ TD BANK - ის სტეიტმენტი და CHASE BANK - ის დებით ქარდ.
შესაბამისად TD BANK სტეიტმენტსაც 1 თვე უნდა ელოდოთ.
კრედიტ ქარდ ტურისტებზე არ გაიცემა სოშიალი გინდა, მაგრამ ერთმა მითხრა ამერიკის ბანკი იძლევა მარტოო. კრედიტ კარტაც 1 ქულაა.
გაითვალისწინედ:
ერთი და იგივე ბანკის სტეიტმენტი, დებით ქარდ და კრედიტ ქარდს 1 ქულად თვლიან.
ასე რომ ყველა შემთხვევაში ორ ბანკში უნდა გახსნათ ანგარიში. ჯერ გახსენით ერთ ბანკში რატა სტეიტმენტს დაელოდოთ. მეორე ანგარიშს გახსნით 1თვის მერე.
ნებისმიერ ბილს იქნება ეს გაზი, დენი, წყალი თუ ინტერნეტი უნდა ელოდოთ ერთი თვე.
უმეტეს შემთხვევაში როდესაც ურეკავ და ბილზე გინდა დაამატებინო შენი თავი თითქოს გამატებენ მაგრამ ბილზე არ არის თქვენი სახელი და გვარი, ასე რომ გადაამოწმეთ ან პირდაპირ ოფისში მიდით რათა თავიდან აიცილოთ კიდევ ერთი თვე ცდა და შეიძლება 2 თვის მერეც არ მოვიდეს თქვენს სახელზე.
თუ რაიმე დამატებით დაგჭირდათ გამოუშვით კითხვები

გლ ალლ
riderორგანიზაციას ირჩევ და უთითებ სასტუმროს რეკვიზიტებს
zura2011პრობლემები ყველგან არის სადაც არ უნდა წახვიდე, ვსაუბრობთ მაგაზე. ჩვენ არ გვითქვამს ცუდი ცხოვრებაა აქ

ნეტა ესეთი იყოს ჩვენთან რა გვიჭირს.
მაგრამ სად ნახე ვინმე რო წუწუნნებდეს?? მე ვერ ვნახე ეგ
This post has been edited by ikandro on 15 Jan 2015, 17:37
Last Bus...