რა ვიცი, ერთხელ საქართველოში ვიყავი ჩასული და შემთხვევით ვაკეში დინამოს თამაშს დავესწარი, რომელიღაც ავსტრიულ გუნდს ეთამაშებოდნენ.
რომ გამოვედი გარეთ, გზაზე მანქანას ვაჩერებ და სამი ავსტრიელი გავიცანი.
ნუ მოკლედ ისე მოხდა იმ საღამოს, რომ იქიდან წამოვედით და შარდენზე დავჯექით.
ჩემთან ჩვეულებრივად ლაპარაკობდნენ გერმანულად. მერე, მე არ ვმონაწილეობდი საუბარში, ერთმანეთში იბაზრეს რაღაცა და... სიტყვა ვერ გავიგე.
აქაც ავსტრიელთან თუ მქონია კონტაქტი, ჩვეულებრივ გერმანულს ბაზრობდნენ და ეხლა სახლში, საბნის ქვეშ ცოლს როგორ ეჩურჩულებიან, ეგ არ ვიცი.
ერთხელ სამსახურში ვიღაცა შვეიცარიელი იყო მოსული და მოხდა ისე, რომ კონტაქტი მომიწია.
დაძაბული ვუსმენდი, რომ მივმხვდარიყავი რას ბაზრობს.
მერე ვკითხე, კაცურად, ეხლა მე რომ მელაპარაკები, შენს ენაზე ბაზრობ თუ ცდილობ გერმანულად ილაპარაკომეთქი.
კი, ვცილოდ გერმანულად ვილაპარაკოო

მეთქი არ გამოგდის რომ იცოდე

არა, მესმის, რომ შეიძლება არსებობდეს ხალხი, ვინც ყველა ასოს ხ-დ გადააკეთებს.
მაგრამ სადაც საერთოდ საჭირო არაა, რატომ უნდა ჩააკვეხო, ვერ გამიგია.
ეს ტიპი ოქეის მაგივრად ძალიან მკაფიოდ და გარკვევით იძახდა ოხქეის.
ისე ღ-ებს ჩვენთანაც არ იყენებენ აქტიურად (თუმცა არც რ-ს გამოთქვამენ მაგრად) და არც შ-ებს იძახიან. შ უფრო ფრანკუფრტისკენაა გავრცელებული.
აი სკოლებში ბავშვებს ღ-ებით ელაპარაკებიან.
ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან ღ იშვიათად მესმის.
აი სპლაშნოი ღ-ებით რომ ლაპარაკობდნენ, ძალიან ძალიან იშვიათად.
ეგ რა არი, ჩემი თანამშრომელია, აქაური არაა წარმოშობით. აი ძალიან საკაიფო და გამართული რ აქვს

. ჩვენთან რ განსაკუთრებით უყვართ, სადაც საჭიროა და არაა საჭირო, ყველგან ტენიანო.
ხუმრობაა ჩვენებურ ხალხზე ასეთიო - იცი ზიგალენდა როგორ გამოთქვამს "ბანანე"-ს? აი ასე - ბარნარნე

აუ რა გამახსენდა

ამ ჩემ თანამშრომელთან ერთად ვმოძრაობ ერთხელ ქალაქში მანქანით.
არ მახსოვს საიდან დავიწყეთ, მაგრამ ვლაპარაკობთ აქცენტზე.
მგონი ჩემს აქცენტზე გააკეთა შენიშვნა თუ რაღაცა.
მეთქი მაგრად მემჩმევა აქცენტი რა რამე?
და ნუ მაგაზე ვლაპარაკობთ რა.
გემჩნევაო.
მეთქი აი კონცეტრირებას რომ ვახდენ, მაშინაც?
ჰო მაშინაცო. აი მეც მაქვს შპრახფერბუნგი, მაგრამ ვერ ვამჩნევ, უბრალოდ ვიცი რომ მაქვსო.
და მეც შევეცადე უაქცენტოდ მესაუბრა და ვაგრძელებთ საუბარს ამაზე, დროდადრო მეუბნება, არა, გაქვს მაინც აქცენტი, იგრძნობაო.
მოკლედ ასე მივუახლოვდი ერთ გზაგასაყარს, სადაც მე უნდა დავუთმო იქიდან მომავალ მანქანას. იქიდან ერთი მანქანა მოდის და მოსახვევში შეანელა, ლამის გააჩერა შუა გზაზე, მე კიდევ არ მინდა ბოლომდე დავაგდო სიჩქარე და იმედი მაქვს, ის ვიღაცა დროზე გადმოუხვევს, რომ მეც გავაგრძელო გზა, არადა ის არ ჩქარობს, თუმცა ღამის 3 საათია ალბათ და საერთოდ არ სჭირდება სიფრთხილე....
ჰოდა.
ნუ, ჯერ იმას დავამატებ, რომ ადამიანს განსაკუთრებული ტალანტი უნდა ჰქონდეს, მე რომ გამაბრაზოს. ერთადერთი ვისზეც ვბრაზდები, ეს არიან მძღოლები და ერთი ამ თემაში მპოსტავი (მაგრამ ეს სხვა საკითხია და აღარ განვავრცობ).
ჰოდა ამ აქცენტებზე საუბარს უცბად ვწყვეტ და ვიწღებ ღრიალს (გერმანულად) და ვახურებ ყველაფერს თავზე იმ მანქანის მძღოლს. გამოვლანძღე ერთი კარგად, გზა გავაგრძელე და აგრეთვე საუაბრიც, შეწყვეტილი ადგილიდან.
უცბად შევხედე და მარტინა (ჩემი თანამშრომელი) ბჟირდება სიცილისგან.
მეთქი რა გჭირს კაცო.
რა მჭირს და აი ეხლა რომ აგინებდი იმას, სუფთა გერმანელისგან ვერ გამოგარჩევდა კაციო
მეთქი არ მქონდა აქცენტი?
აბსოლუტურად არაო
Solveigკაი რა გოგო
ჯერ სპარსულის ტკბილხმოვანობა არ გაიშვა არსად.
და იტალიური... აუ მაგრად მევასება. ვაფრენ მაგათ ინტონაციების ხტუნვაზე.
აუ მიყვარს იტალიური
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი