გამარჯობათ , ესეიგი სექტემბერში ვაპირებ წასვლას ბერლინში 5 თვიან გერმანულის ინტენსიურ კურსებზე
https://www.alpadia.com/en/adult-schools/le...#special-offersიმისდა მიუხედავად რომ ცხოვრებაში არ გამიმართლა და ბევრი ცუდი რამ შემემთხვა მომეცა შანსი , ოჯახმა და ახლობლებმა შემიგროვეს 6000 ევრო და მინდა რო ჯერ გერმანული ვისწავლო B1 დონეზე (ადვილად ვითვისებ ენებს) და შემდეგ სიტუაციიდან გამომდინარე გავაგრძელო გერმანიაში უნივერსიტეტში სწავლა.
მაქვს რამდენიმე კითხვა რაშიც თქვენი დახმარება მჭირდება ძალიან
პირველი რაც მაინტერესებს სახლის ქირაობასთან არის დაკავშირებული ეს სასწავლო ცენტრი მთავაზობს ჩვენ აპარტამენტს მოგაქირავებთო , მაგრამ გამოდის ძალიან ძვირი დაახლოებით 900 ევრო თვეში , ისე საიტებზე რაც ვნახე ბევრად იაფი ჯდება სახლის ქირაობა Kreuzberg ში დაახლოებიტ 300-400 ევრო მარა რომ გავიკითხე მითხრეს რომ შუამავლის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა რადგან ძალიან ძალიან ძნელია სახლის ქირაობა თუ ანგარიშზე დაახლოებით 20-30 ათასი არ გიდევს , რაც ჩემთვის შეუძლებელია ამჟამად , სიმართლეა თუ არა ეს ინფორმაცია და თუ შეგიძლიათ რომ შემომთავაზოთ რაიმე ვარიანტი საქართველოდან როგორ ვიქირაო იქ სახლი რო ჩავიდე და დამხვდეს და პარალელურად აქ ვიზაზე გასვლამდე რო წარვადგინო საბუთები
მეორე საკითხი სამსახურს შეეხება მაინტერესებს მექნება თუ არა იმის საშუალება რომ ორი სამი თვის შემდეგ სამსახური ვიშოვო , რათქმაუნდა არც ოფიციანტობაზე და არც ფიზიკურ მუშაობაზე არ ვიტყვი უარს უბრალოდ არ ვიცი როგორ ხდება ზოგადად მექნება თუ არა იმ ტიპის ვიზა რომლითაც შემეძლება ლეგალურად ვიმუშაო ვიცი ინგლისური რუსული და ბუღალტერი ვარ დიპლომის გარეშე )) (ისედაც ვალებში ჩავარდნილი ოჯახი აღარ მინდა შევაწუხო, და დიდზეც არ მაქვს პრეტენზია იმდენი რამდენიც ჩემ მინიმუმს ეყოფა იქ )
პლიუს რა რჩევებს მომცემდით , ზოგადად, ვიზასთან დაკავშირებით ან სახლზე და სამუშაოზე
ცნობისთვის არ მივდივარ მოსაპარად და გასაჩხერად , აქაც შემეძლო მაგ სფეროზე არჩევანი გამეკეთებინა მაგრამ მძიმე და პატიოსანი ცხოვრება ვარჩიე )) და დარჩენას არ ვაპირებ მაქსიმუმ უნივერსიტეტში სწავლას ძალიან მიყვარს ჩვენი უბედური ქვეყანა )))
წინასწარ დიდი მადლობა !