laststop 900 ევრო ძალიან ბევრია. ამ ფასად შეგიძლია 2 ან 3 ოთახიანი იქირაო. ანგარიშზე 20-30 ათასი არავისთვის მოუთხოვიათ. რა საინტერესოა, ვინ მოგაწოდათ ეგ ინფო. ანგარიშზე არ ითხოვენ ფულს. ითხოვენ მხოლოდ კაუციონს (წინასწარი შესატანი 3 თვის ქირის ფასია) ეს ფული იყინება ანგარიშზე და როცა ბინიდან გადიხარ ისევ გიბრუნდება. მხოლოდ მაშინ გიქვითავენ თუ ბინაში რამეს გააფუჭებ.
საკმარისია დაფინანსების ან სამსახურის ცნობა,სადაც გარკვევითაა მითითებული რამდენი გაქვთ შემოსავალი თვეში. ბერლინში ყველა უბანშია ბინების ზედამხდველის მსგავსი, ვინც აქირავებს და აკონტროლებს კიდეც ბინებს, ჰაუსფერვალტუნგი. შეგიძლია პირდაპირ ისინი მოძებნო, რომელ უბანშიც აპირებ დაქირავებას იქ მოიძიე. მიუტან საბუთებს( ვიზა მინიმუმ 6 თვიანი, შემოსავლის დამადასტურებელი საბუთი და პასპორტის ასლი). ვფიქრობ, რაღაც დრო ლოდინიც მოგიწევს, რადგან მსურველი ბევრია.
ისე, რამდენადაც 5 თვე კურსებზე აპირებ, ჯობია ჯერ WG_ში იქირაო. არის ბინები, სადაც სხვადასხვა ოთახებია გაქირავებული. ასეთს ბერლინში ბევრს ნახავ. მარტო ცხოვრება უკეთესია, ბინის ფასიც არ გამოგდის ძვირი და მეტი კომფორტიცაა, მაგრამ არის მთელი რიგი გადასახადები და ხელშეკრულებები, დენზე, გაზზე, ტელევიზიის, ინტერნეტის, რომელთა მოგვარება კარგად ინფორმირებულებსაც უჭირთ. WG_ში კი ეგ პრობლემები სახლის პატრონის თავსატეხია.
ჩაწერაზე წინასწარ გაარკვიეთ. სადაც არ უნდა იქირაოთ ჩაწერა აუცილებელია. ეს საბუთი მერე მომავალში ბანკში ანგარიშის გასახსნელად, ვიზის გასაგრძელებლად და ა.შ. ამბებში სულ დაგჭირდებათ.
მოკლედ, ენის კურსებზე სწავლის პერიოდში, ჯობია WG_ში ოთახის დაქირავება. როგორც კი სტუდენტი გახდები სტუდენტურ საცხოვრებელშიც შეგიძლია გადასვლა.
სამსახურზე მგონი ოცნებაც ზედმეტია, მანდედან წამოსული 5 თვიანი ვიზით. აქ როცა გაიგრძელებ, მოგეცემა როგორც სტუდენტს ჯერ დასვენებებზე და შემდეგ თვეში სადღაც 180 საათი მუშაობის უფლება.
სამუშაოს შოვნა არ იქნება ძნელი, მითუმეტეს 3 თვეში. ბარებში მუშაობა ვისაც შეუძლია, პრობლემა არ აქვთ. ცოტას უხდიან 5 ევროს, მაგრამ თურქული კვების ობიექტებში საქმდებიან. კვირაში 20 საათი მუშაობის უფლებით კი შეძლებ საწარმოოშიც ნახო სამსახური. წამლების, შოკოლადების და ა.შ. ქარხნებში.
ყველაზე მთავარი, რაც მინდა გითხრათ. მანდედან ვინც კურსებზე გიშვებთ კარგად გაარკვიეთ მათთან C კატეგორიის ვიზა არ მოგცენ. არ გრძელდება აქ და 5 თვეში უკან დაბრუნება მოგიწევთ. ენის კურსებზეც დაიწყეს ამ კატეგორიის ვიზის გაცემა. აუცილებელია მიიღოთ D კატეგორიის ვიზა, რათა აქ გაგრძელება შეძლოთ.
წარმატებებს გისურვებთ
იმედის და ცირკის შორენიები თუ არ ,,მოძღვრავდნენ,, ბებიაჩემს,იმიტომ ვერ გაატარა თავისი 75 წლიანი თანა–ცხოვრება ბაბუაჩემს ჩახუტებულმა. ილეთები კი არა,ნიჭი უნდა ბიძია სიყვარულს.
forum.ge თეა თუთბერიძის ოფიციალური ფორუმი. გაეცალეთ, იცეკვონ:D
დათიკო, Y(იგრეკი)–(სინდისი+ნამუსი) =????