Aninშენ ედმონტონში არ გიცხოვრია

სულ გაგიჟდები აქ

ეს კანადაც არაა

სხვა განზომილებაა

აქ ტორონტოელები,ვანკუვერელები და ქებექელები ვერ ძლებენ.დაჟე კალგარელები..მანიტობა სასკაჩევანი ნორს ტერიტორიები ოელოვნაიფი და ეგენი საერთოდ 17 საუკუნეა.ხორცს არ ყიდულობენ ეგრევე დათვებს და ირმებს ხოცავენ ..ანუ სერიოზულად ალბერტაში ძალიან ბევრ პატარა ქალაქში არ არი ინტერნეტი.არაფერს ვიძახი ტელეფონის მიღებაზე.და ხალხი ვინც ნახა ევროპა ყველას მოხევა უნდა.მე მაგ 3 წელს გავცდი მაგრამ საქართველო ძალიან ძალიან ძალიან მენატრება.მაგრამ ისიც ვიცი რო ხალხთან ურთიერთობა გამიჭირდება ძალიან
მე მართლა მიყვარს კანადა.თავიდან ძაან გამიჭირდა მაგრამ ძალიან ძალიან კარგი მეგობრები მყავს.ყველაფერს სხვა თვალით შევხედე..ულამაზესია ალაბერტა .რაც მთავარია ზამთარი მიყვარს "იმედია გზებს წელს მაინც გაწმენდენ ნორმალურად

"
დაბრუნებაზე რომც ვიფიქრო ჩემთვის ეგ შეუძლებელია ამ ეტაპზე და საერთოდ არ ვიცი შესაძLებელი თუ იქნება როდესმე.
რაც შეეხება სხვა ქვეყნის ემიგრანტებს
ინდიელი რო ჩამოვა "ინდოეთის მოსახლეობის 70 % ღია ცის ქვეშ ცხოვრობს" და ნუ 5 წლის მერე კრედიტით იყიდის ახალ ტოიოტა კოროლას,7 წლის მერე სახლს კრედიტით.ის რათქმაუნდა იტყვის რო აი კანადა..
ფილპინელისთვის 8 დოლარი საათში არი უზარმაზარი ფული.იმას 10K მთელი წელი ეყოფა იქ ჯიგრულად საცხოვრებლად.
აქ მართლა ცხოვრობს ხალხი ვინც აიფონ,ფერარი,ნორმალური ცხოვრება აქ ნახა პირველად და ეს ყველაფერი ასოცირდება მათთვის კანადასთან აქედან გამომდინარე ვერ გაამტყუნებ.მესმის მათი.მაგრამ ადამიანს რომელსაც ქონდა კრგი ცხოვრება "ბაქ ქანთრი" ში ის ვერასდროს დაკმაყოფილდება აქაურობით.რაცარუნდა ფული იშოვოს შანსი არაა.
*************************
მე გავიზარდე საქართველოში სადაც მიმტკიცებდნენ რო აუფ ქართველ მეგობარზე მაგარი არ არსებობს უცხოელებმა მეგობრობა სად იციან.აუფ გვერდში ქართველი დაიყენე სადაც არუნდა იყო.აუფ უცხოელი გოგო ბოზია.
კანადელი მეგობრეი მყავს ისეთი მწყინს ესეთი ქართველები რატო არ მყვანან..ქართველი სად გადაგაგდებს და სად მიგატოვებს არიცი.შანსი ქართველის მიტოვების უფრო დიდია ვიდრე უცხოელმა მიგატოვოს..ბოზები?? საქართველოში გოგომ 1 თუ გაიპრავა მიდი მოვდივართ "არ ახტეთ ეხლა ქართველ ქალს პატივს არ სცემო.აი მაგას ვინც დაწერს კაკ მინიმუმ შენზე 10000 ჯერ მეტაად ვცემ ქართველ მანდილოსანს პატივს და არა იმათ ეხლა უმეტესობაში ვინც არიან".აქ გოგოს BF თუ ყავს მაგრად კიდიხარ უმეტესობას.ყავს თავისი ბიჭი და ვსო რაში ჭირდები..კი აქაც ოხრად "გოლდ დიგგერ" ები არიან მაგრამ ეგენი სად არ არიან..
თავაზიანობა??ბოლოს როდის გაუჩერა ქართველმა ქართველს გზაზე გაფუჭებული მანქანა რო აყენია??? რამდენჯერ მქონია შემთხვევა ხალხს ლამის სახლში წავუყვანივართ აქ...
კაროჩე მემგონი 1 ბოთლით ნაკლები უნდა დამელია მაგრამ არაუშავს.
ერთი თხოვნა მაქვს თუ ჩამოხვალთ კანადაში იცხოვრეთ ისე რო ყველამ თქვას რო აი ეს ქართველია და ძალიან კარგი ადამიანია.შეუქმენით საუკეთესო წარმოდგენა ქვეყანაზე და ხალხზე.დაანახეთ საუკეთესო მხარე.დაანებეთ ამ ქურდულს და ქუჩურს თავი და იცხოვრეთ ისე როგორც ქართველ კაცს შეეფერება.ეცით პატივი ამ ქვეყანას,ხალხს და კულტურას და თქვენც იქნებით პატივნაცემები და მაგრად გაგისწორდებათ აქ ცხოვრება თავისი პლოუს მინუსებით.
წავედი დავიძინე და იმედია ბახუსზე არ ამაყეფებთ