სამწუხაროდ ეგრეა და არც მე მიხარია ტყუილად ფულის ყრა. თუ გგონია მე აღტაცებული ვარ ამითი, ცდები.
უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ბოროტად მოსარგებლეთა რიგებში ქართველების 90% უნდა ჩაიწეროს.
ჩემი დედამთილი 6 წლის წინ დავასპონსორე და კაპიკს არ იღებს, 4 წლის მერე აიღებს პენსიას.
არადა, რამდენი ისტორია მაქვს გაგებული ქართველებში თუნდაც ამ სპონსორობის მოხსნაზე, ან ქეშზე მუშაობასა და დახმარების მიღებაზე, ან ცოლქმრის ფიქტიურ გაყრასა და ბავშვების დახმარების მიღებაზე.
არ ვიცი, შეიძლება დავწერე ეს ისტორია, მაგრამ კიდევ გავიმეორებ:
ბავშვები პარკში დამყავდა და ერთი მოხუცი კაცი გავიცანი, რომელსაც შვილიშვილები მოყავდა ხოლმე.
ის და მისი ცოლი ჩამოვიდნენ ტურისტული ვიზით და რეფიუჯად ჩაბარდნენ.
რომ ვკითხე, რატომ არ დაგასპონსორეს მეთქი, სპონსორობაზე კაპიკს არ მოგვცემდნენ და ახლა ათას დოლარს გვაძლევენ დახმარებასო.
ჰო, არ დამავიწყდეს, ჩემს ოჯახზე მაღალი შემოსავალი ქონდათ.
მიიღეს უარი და დაპორტაციის მოთხოვნა, თუ რაცაა, არ ვერკვევი ამ რაღაცეებში.
გაასაჩივრეს და პასუხს ელოდებოდნენ, როდესაც გავიცანი.
და მეუბნება, ხომ არ იცი კრედიტ კარტა როგორ ვიშოვნოო.
გამიხარდა, გამოცდილება მქონდა და დავეხმარები მეთქი: ჩემს ქმარს არ აძლევდნენ, სანამ თანხა არ დადო ანგარიშზე, მერე გაიკეთა კრედიტ ისტორია და ახლა იმდენს სთავაზობენ, სულ უარს ეუბნება მეთქი.
ფული თუ დავდე, ეგ რაღა გამოვაო.
მოკლედ, კარგა ხნის მერე გავიგე, რომ თურმე უნდოდა კრედიტ კარტა აეღო, ფული გამოეტანა და ისე წასულიყო თბილისში.
ანუ, ჩამოვიდა, გამოწველა კანადა და ისე არ უნდოდა დაბრუნება, რომ კიდევ ფული არ მოეპარა, არადა მისი შვილი სერიოზულ ფულებს აკეთებდა მშენებლობაზე.
ესეთი ადამიანი რომ ტაქსების სიმაღლეზე დამელაპარაკება, როგორ გგონია, რა აზრები გამივლებს თავში?
წავედი ახლა, საქმეები მაქვს, დღეს ძალიან ბევრი პოსტვა გამომივიდა