Harry Green99ეგ უმუშევრები რამოდენიმე კატეგორიად იყოფა
1) უმეტესად პრო აფრიკელი და პრო არაბი ემიგრანტები რომლებიც ველფერზე ცხოვრობენ .ყავთ 4-5 შვილი და იმდენს იღებენ სულ ყოფნიათ.მოთხოვნაც არ აქვთ მეტი იმიტო რო სამშობლოში მიწურებში ცხოვრობდნენ
2)ლოთები,ბომჟები ამათთან ყველაფერი იასნია ამათაც ველფერი აქვთ + ცოტას ბარიგობენ + ბოთლებს აგროვებენ და ნუ ცხოვრობენ
3) ხალხი ვინსაც მუშაობა მართლა უნდა და ან ნავთობის ფასის გამო ან მილიარდი მიზეზის გამო დაკარგეს სამახურები.ალბერტაში ძალიან ბევრი ადამიანი გამწარდა.მყავს ნაცნობი ტიპმა გასულ 2 წელში იმდენი იშოვა აღარ იცოდა რა ექნა და გამოიყვანა მოტოციკლი,მეორე მანქანა კატერი და ეხლა იმით დაამთავრა რო ეს ყველაფერი უკან დააბრინა კრედიტიც გაიფუჭა და ზის სახლში
+ შენ რა პროვინვიებიც დაწერე მანდ არაფერი არ არი.ჰა ჰა ფერმერობა,ტყე და თევზაობა..უმეტესად ეს ქვეყანა დგას ნავთობზე.ფორტ მაკში მილიონიან სახლებში მალე დათვები და მგლები იცხოვრებენ თუ ესე გაგრძელდა...
პირადად მე შარშან რა ხელფასიც მქონდა ეხლა იმის 1/3 მაქ

ხოდა აქედანგამომდინარე აღარც ჰელუინის ფართზე მივდივარ და აღარც რუსების ფართიზე 24 ში

)
კრიზიიიიის

))
*************************
კრიზისს რო თავი დავანებოთ თქვენ ვერ წარმოიდგენთ აქ ხალხი როგორ ცხოვრობს.
2 მაგალითს მოვიყვან.
გუშინ ჩემს თანამშრომელთან ერთად შევედი ბანკში.მე ბილები გადავიხადე იმან ჩეკი დადო.ჩეკის დადებისას უთხრეს რო 2 დოლარს აახევდნენ სერვისისას.და არ დადო.რატო უნდა დავკარგოო 2 $ იო მე თქვენი კლიენტი ვარ 15 წელიაო და წავალ იქ სადაც სულ დავდივარო იქ არასდროს ამოურთმევიათო.ანუ 2 დოლარი დაზოგა ტიპმა რომელსაც 1 სახლი აქვს 1 კონდო.3 დიდი მანქანა ყავს თავისი მძღოლებით ანუ ბიზნესი + ტყეზე მუშაობს სეზონზე სადაც თვეში დაახლოებით 30 დან 50 მდე სუფთას იღებს "ეს კონტრაქტორია და ამდენს იმიტო ღებულობს".მე არცკი დავფიქრდებოდი მარა ჰა.მაღაზიაში ყველა ჩეკს ამოწმებს სულ ტიპი
რამოდნეიმე კვირის წინ ჩემს ძმაკაცთან ერთად ვიყავით სამეზობლოს ფართიზე.ვივახშმეთ რესტორანში მერე წავდით პაბში და მერე კლუბი.პუბში ყველაზე იაფი ლუდი ღირდა 8 დოლარი და ტიპმა მე ესეთ ძვირიან ლუდს არ ვსვავო არადა ჰა ჰა 2-2 კათხა დაგველია სულ.მე ვიყიდე მერე ჩუმად და მეჩხუბა ამდენს რაში ხარჯავო.არადა ტიპს კონდო აქვს.იდეალური სამსახური და ერთი 200-300 K ანაბარზე უდევს ეს რაც მე ვიცი.73 ქვეყანაშია ნამყოფი მაგრამ "ჩიფ თრეველ" ს ვეძახი მე.ყველაზე იაფიანი ბილეთები.ჰოსტელები და ავოიე.რავი მე მასე ვერ გავქაჩავ.
ისე არ არი აქ ხალხი რო წერს აუ 100 კ ს ვიშოვნი 1 წელში და წავალ.არვიცი მასე ფულის მოგროვებისთვის მართლა ისე უნდა იცხოვრო რო ყველაფერი დაიკლო.უნდა იცხოვრო 5 კაცთან ერთად .არ გახვიდე გარეთ.არ გყავდეს მანქანა და ავოიე..
ეს ჩემი შეხედულებაა.ყველას თავისი შეხედულება აქვს და წარმატებები სუყველას
********************
ხო არვიცი რახდება სხვა ქალაქებში და პროვინციებში მაგრამ ედმონტონში ემიგრაციის ოფიცრები ეროვნებებით დაიყვნენ.ანუ ქართველებს კონკრეტული ყავთ,რუსებს სხვა.პაკისტანელს სხვა და ასე შემდეგ.
This post has been edited by bomboraN1 on 23 Oct 2015, 00:30