bomboraN1 დიდი მადლობა გაიხარე ძმაო
შენ როგორც ვხდები კანადაში ხარ ხომ ?
foorsmile აქ ერთი საათია წინა პოსტებს ვკითხულობ, ბევრი საინტერესო ინფორმაცია წერია, თუმცა მეტწილად რაც ვნახე არ შეესაბამება რეალობას.
ჩემს შემთხვევაში გეტყვი როგორც გავაკეთე
სანამ დავიწყებდი აქედან წასვლაზე სერიოზულ ფიქრს, გავარკვიე რაღაც დეტალები 1) კანადაში არალეგალურად არ ღირს წასვლა იმ იმედით რომ მანდ იშოვი სამსახურს.
2) თუ ვინმე ნატესავი ან ახლობელი გყავს ბევრად მარტივია ვიდრე ისე თუ მიდიხარ ( მე მაგალითად არავინ მყავს კანადაში)
3)არის გარკვეული პროფესიები, რომელთა შემთხვევაში დასაქმება კანადაში გაცილებით იოლია ვიდრე სხვა დანარჩენი, ჩემს შემთხვევაში მაგალითად პროგრამირება და იტ ინდუსტრია, რადგანაც როგორც ვხდები მოთხოვნა ჭარბობს მიწოდებაზე ამის გამოა რომ სპეციალისტები სჭირდებათ.
არის ასევე გარკვეული პროფესიები რასაც არ სჭირდება Work Permit ესენია ==>
http://www.cic.gc.ca/english/work/apply-who-nopermit.asp#aსამწუხაროდ იტ და მეტად სერიოზული პროფესიებს სჭირდებათ დამსაქმებლის ცნობა, რომ განსაზღვრული ვადით გიყვანენ სამუშაოდ ამა და ამ ორგანიზაციაში.
ცნობის დამტკიცების შემთხვევაში, დანარჩენ საბუთებთან ერთად აგზავნილი კანადის საელჩოში, როგორც გავარკვიე ამ დროისთვის ამის გაკეთება შესაძლებელი ონლაინ განაცხადით, რომელიც 100 $ ჯდება თან აყოლებ ყველა საჭირო საბუთს. შემდეგ გარკვეული დროის შემდეგ ხდება შენი განაცხადის განხილვა და თუ რაიმე კრიმინალი ან პოსტ ნარკოვანი არ ხარ 80 % პროცენტით გიმტკიცებენ დროებით სამუშაო ვიზას. ანუ კანადის სახელმწიფო გაძლევს საშუალებას დასაქმდე კანადაში ლეგალურად. ( ამას არანაირი სასამართლო და რაღაც ჯანდაბები არ მოყვება) . ჯერ ჯერობით ვერ გავარკვიე WORK ViSA-ს რაიმე ჯანდაცვა თუ მოყვება, მაგრამ ვიცი რომ Tax Payer-ი ყველა ვარიანტში ხდები, ჯანდაცვით თუ გაქვს სარგებლობის უფლება არ ვიცი, წესით ლოგიკურია რომ გქონდეს, თუმცა მაგ მხრივ კანადაში ძააან ჭირს როგორც ვიცი.
სამუშაო პერიოდის დასრულებისთანავე ბრუნდები სამშობლოში.
იმ შემთხვევაში თუ შენ სურვილი გიჩნდება გახდა კანადელი, ასევე გაქვს საშუალება შეევსო განაცხადი რეზიდენტობაზე. (იაფი ეს ყველაფერი არ ჯდება) რაც გულისხმობს კანადის მოქალაქეობის აღებას, სამწუხაროდ ამ პროცესის დეტალები მეტი არ ვიცი, რადგანაც ჯერ არ ვფიქრობ კანადაში დარჩენაზე, მომავალში გადავწყვიტავ ალბათ. ერთადერთი ვიცი რომ შენი შანსები გახდე კანადელი გაცილებით მაღალია თუ კი რამდენიმეჯერ ხარ ჩასული კანადაში ლეგალად და გიმუშავია სხვადასხვა ფირმაში და გაქვს დახასიათებები, ასევე თუ გყავს ვინმე კანადელი ნათესავი.
მოკლედ მინდა გირჩიოთ ერთი რაღაცა ალეგალურად არ ღირს კანადაში ცხოვრება, რისკია იმის რომ ვერაფერს იშოვი და მარტო ხარჯად დაგიჯდება ეს თავგადასავალი და თავისტკივილი. თან იმის გათვალისწინებით რომ არალეგალურად შენი წლიური ხელფასი როგორც წესი ვერ და არ აღემატება 20-25 k-ს
კანადა გასართობად კიდე დიდი არაფერი ქვეყანა არაა, ლაშქრობებისთვის და ბუნების დასათვალიერებლად კი მანდ პირველი რამდენიმე წელი დრო არ გექნებათ.
მე მაინტერესებს, რაიმე ქართველების Community თუ არსებობს , როგორ ატარებთ დროს რაიმე ღონისძიებები თუ ტარდება
რომ ჩახვედით რა იყო ყველაზე ძნელი და რა პრობლემებს წააწყდით.
This post has been edited by giorgamose on 28 Oct 2015, 11:41