გამარჯობა,
მადლობა და მეც წარმატებებს გისურვებთ ! ბოდიში პასუხის დაგვიანებისთვის იშვიათად ვნახულობ ამ ფორუმს.
მოკლედ ჩემს შემთხვევაში მე არც ვაპირებდი და არც ვფიქრობდი სადმე ამ სიშორეზე წასვლას.
აქედან ვმუშაობდი და ხშირად ვმონაწილეობდი უცხოელების პროექტებში სამსახურიდანაც მიწევდა და ისიც ჩემით ვიღებდი მოკლევადიან პროექტებს.
ბოლოს სწორად კანადელებთან მქონდა საქმე, საინტერესო პროექტი იყო ინტეგრაციის სერვისს ვწერდით თავისი აპი სერვისებით. სულ სამი პროგრამისტი ვიყავით მე და კანადელები. მოკლედ ეს პროექტი დასრულდა და შემდეგ ხელმძღვანელობისგან მივიღე ისეთი წერილი, რომ ცალკე რაღაც ფირმა ყალიბდება და მოხარულნი ვიქნებით თუ ლოკალურად მიიღებთ მონაწილეობას. მეც რა თქმა უნდა დავთანხმდი და ნუ შემომთავაზეს რომ სკილ ვორკერის პროგრამით მომაწყობდნენ კანადაში ერთ წლიანი კონტრაკტით ჩემს მხრიდან საბუტები დიპლომი და კარიერული ცნობა იყო საჭირო. ეს ყველაფერი შევაგროვე ვათარგმნინე და გადავუგზავნე. ეს დაახლოებით ესე ერთი 6 თვის წინ მოხდა. მას შემდეგ მომივიდა ის რომ ჩემი საქმე გადაეცა სასამართლოს და განიხილავენ. ბოლოს მომწერეს რომ საბუთები უკვე ანკარის საელჩოშია და საემიგრაციო კომისიის განხილვას ელოდება. ეს ვიზის აღებამდე საბოლოო ეტაპია, ეს ეტაპიც თუ გავიარე მერე უკვე ILTS-ი და დანარჩენი ბუღალტერია იქნება გასავლელი.
საკმაოდ სერიოზული პრობლემა შემექმნა განათლების საკითხზე. დამთავრებული მაქვს საბანკო საქმე ბაკალავრის დიპლომზე, თუმცა როგორც ბანკირს არასდროს მიმუშავია. ეხლა რამენაირად ვცდილობ დავაკავშირო სამსახური განათლებას ( ბანკში ვმუშაობ). თუმცა როგორც გავიგე მინიმალური სტაჟი ერთი წელი უნდა იყოს მინიმუმ, შეილება მაგის გამო ჩამჭრან
წარმატებებს გისურვებთ თქვენც და რავიცი თუ რამე ინფორმაცია შემილია მოგაწოდოთ მომწერეთ.
https://www.upwork.com ამ საიტზე ფრილანსის პონტში კაი პროექტებია და მიიღეთ მონაწილეობა რეალურ დამსაქმებელთან ურთიერთობის კაი საშუალებაა.