როგორც არ უნდა ჩამოაყალიბო, მე თუ არასწორი ინფორმაცია გავავრცელე, მომიტყუებია და ეგაა იმიტომ, რომ ჩემი ინფორმაცია ის იყო, რომ ვეძებდი და ვერ ვიპოვნე მეთქი.
როგორ შეიძლება ეს ინფორმაცია არასწორი იყოს და არ ვიტყუებოდე? ანუ, არ ვეძებე და ვამბობ ვეძებე მეთქი? თუ ვიპოვნე და ვამბობ ვერ ვიპოვნე თქო?
შენ რომ ის გეთქვა, რომ ალბათ კარგად ვერ ეძებე, თორემ იაფადაც იშოვიდიო, ეს სხვა იქნებოდა.
ვაღიარებ, რომ ძალიან ბევრი არ მიძებნია - ქმარი სამსახურში გავუშვი, უფროსი სკოლაში, მე უმცროსს ვაჭამე, დედამთილს დავუტოვე და გავიქეცი მოსაძებნად - სულ სამი საათი მქონდა, სანამ გაიღვიძებდა და შიმშილით აჩხავლდებოდა

ჯეიმისონზე ვქირაობდით - ნახევარი საათი მჭირდებოდა ჰაი პარკში ასარბენად და სულ 2 საათი მქონდა მოსაძებნად.
წავედი იმ კორპუსებში, სადაც მინდოდა ქირაობა და იყო ის ფასები, რაც ვთქვი (ერთიანი მაინც არ მაწყობდა და სამბედრუმიანი არც ქონდათ და არც ვიცი რა ეღირებოდა).
ზუსტად აღარ მახსოვს რამდენ ადგილას ვიყავი, მაგრამ მარტო ერთგან არა. ორი ათასი რომ გავიგე, დიდი ხანი აღარ გამიგრძელებია ძებნა.
მოკლედ, მესმის, რომ გაუგებრობა მოხდა და დავამთავროთ ამაზე კამათი.
levancho_kanadaეგრე რომ ვფიქრობდე, არ ვიყიდიდი, მაგრამ ისეთი იოლი შესადარებელიც არაა.
bomboraN1