NORTH-DACOTAღამის კლასები ძნელია, ისეთი დაღლილი მიხვალ ლექციაზე 3 საათი ვერ გაძლებ, ჩამოგეყვინთება.
თუ შეგიძლია ისე ქენი რო კვირაში ორი ან სამი დღე გადაანაწილო კლასები, დანარჩენი რო იმუშაო.
დილის 8 საათის კლასის აღება გერჩივნოს საღამოს კლასებს, დილით მაინც ტვინი მუშაობს, თან დაღლილიც არ ხარ.
მე სამშაბათს და ხუთშაბათს მქონდა ძირითადად კლასები, დილის 8 -დან სადღაც 3 მდე, მერე 5:30 დან 8 მდე.
რამოდენიმე სემესტრი ყველა დღეც მივლია დილაობით, იყო ხოლმე რო ორშაბათი, ოთხშაბათი პარასკვი ვსწავლობდი სადღაც 12 მდე და მერე ვმუშაობდი ნახევარი დღე ამ დღეებში და მთელი დღე სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს. ერთი დღე მქონდა დასვენება კვირაობით და მთელი დღე ან მეძინა ან ვმეცადინეობდი.

გააჩნია როგორ განრიგს გთავაზობს შენი უნივერსტეტი, თუ კლასებს შორის 1-2 საათიანი ფანჯარა გამონახე კარგი დროა სამეცადინოთ. დაითრიე ყავა და დაჯექი ბიბლიოთეკაში, სიწყნარეა, თბილა დახელსაც არავინ გიშლის.
* * *
პირველი სემესტრი თავს ნუ მოიკლავ, 5 ზე მეტი კლასი არ აიღო, იდეალურია 4 კლასი როცა მუშაობ, მაგრამ თუ მალე დამთავრება 5 სჯობს, თან 4 და 5 კლასი განსხვავება არაა ერთნაირად იხდი გადასახადს.