axaliuserwelcome
გრინი რომ გაქვს ძალიან კარგია, საათში 10 დოლარებზე არ მოგიწევს მუშაობა თუ ენა ნორმალურად იცი.
სამსახურის ძებნა ძნელია, პირველ რიგში თუ საქართველოში კარიერა გქონდა ამ ორგანიზაციას მიაკითხე: upwardlyglobal.org - მაგრამ დიდ იმედს ნუ დაამყარებ უბრალოდ შენს სივის გადააკეთებენ ამერიკულ სტანდარტზე და კარგად დაგატრენინგებენ. ნუ უფასოა და შენი რა მიდის, გაჭმევენ გასმევენ, გოლდმენ საქსებში და ნიუ იორკის ბირჟებზე გაგჩითავენ. ჩემი დასკვნით ეგენი სამუშაოს ვერ გიშოვიან 10%-ია ალბათობა რომ შენი პროფესიით გაგაგრძელებინონ ამერიკაში (ნუ თუ აიტიშნიკი ხარ ან კომპიუტერის ადვანსედ ლეველი მაშინ მეტი შანსი გაქვს 50./50-ზე ალბათ)
დაიმახსოვრე ეს სტატისტიკა, ამერიკაში კანდიდატების 80% სამსახურებს იწყებს network--ის მეშვეობით, ანუ ნაცნობ მეგობრები, მშობლების მეგობრები, ანუ ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ ჩაწყაბით, ოღონდ მთლად ჩაწყობაც არაა, ანუ ქრთამს არ იხდი, შენი ცოდნა და გამოცდილება უნდა დაამტკიცო ყველგან იქნება ეს შენი მამის მეგობრის კომპანია თუ სხვა. მხოლოდ 5-7% პოულობს პროფესიონალურ სამსახურს სივი-ს გაგზავნით, რომ თქვა ვოლსტრიტზე სივის გაგზავნით მინდა სამსახურის შოვნაო დაგცინებენ, წადი ლატარეა იყიდე იქ უფრო მოიგებ ვიდრე სივის გაგზავნით ნიუ იორკში ფინანსურ სფეროში სამსახურს იშოვი თუნდაც მდღვნელი სივი გქონდეს. ასევე არ დაიგრუზო თუ არ გამოგეხმაურებიან, ამერიკულ მსხვილ კომპანიებში შენს სივის ჯერ კომპიუტერი არჩევს და არა რეალური ადამიანი. თუ სამსახური ითხოვს რამე პროგრამის ცოდნას და შენ გააგზავნე სივი და სადაც ნახსენები არ არის ეს პროგრამა, კომპიუტერი დაძებნის და თუ ეს სიტყვა ვერ იპოვა შენს სივის გაუშვებს ნაგავში. შენი პროფესიული სამსახური შეიძლება ვერ იშოვო წლები მაგრამ არ უნდა მოდუნდე, მოვა როცა იქნება. ნუ შეიძლება გაგიამრთლოს და რამდენიმე თვეში დაიწყო, ვიცი ერთი ორი ქართველი მაგ ორგანიზაციაში მივიდა და ახლა ნიუ იორკის მერიაში საკაიფო თანამდებობებზე არიან. ნუ თუ აიტიშნიკი ხარ ყველაფერი იოლდება მაშინ.
ეცადე აიღო რაც შეიძლება მეტი ლიცენზია და მოწმობა, წადი აიღე პრავა, წადი აიღე კომერციული პრავა, აიღე ნებისმიერი ლიცენზია რაც სასწააული ფასი არ ღირს, დამიჯერე თაროზე გედოს ჯობია და არ იყენებდე ვიდრე დაგჭირდეს და არ გქონდეს. მოკლედ დასერჩე და ნახე. ზოგიერთი ლიცენზიით ძალიან კარგი ხელფასის შოვნა შეიძლება ისე რომ 10 წელიწადში მილიონერი გახდე შეგიძლია.
თუ ბიზნესის დაწყებას აპირებ, გილოცავ, მაგრამ სტარტ აპზე მოგიწევ დღე და ღამის გათენება სანამ ნიუ იორკში თავის რიტმში არ ჩასვავს შენ ბიზნესს რომლის შემდეგ უბრალოდ ფულს დაითვლი და იმაზე იდარდებ სად შეინახო
დაიმახსოვრე დაივიწყე მეგობრები ნათესავები, ვინმე ჩამოვა გთხოვს ძმაო აქ გამომყევი იქ წამიყვანე და ასე შემდეგ. არ დაკარგო დრო ამაში იქამდე სანამ მართლა ფულის სათვლელი საქმის მეტი არაფერი გაქ გასაკეთებელი.
სხვა დანარჩენს შენთვითონ მიხვდები.
წარმატებები
ჰო და კიდევ ერთი ეცადე იმ უბნებში სადაც ინგლისურად არ ლაპარაკობენ არ დასახლდე ან თუ დასახლდები კომიუნითიში არ ჩაერთო თორემ ჩაგტოვებენ საბჭოთაკავშირში
This post has been edited by BOG on 27 Feb 2015, 21:09