Are you kidding?
ვერ გავიგე შენი გაბრაზების მიზეზი; ფორუმზე ხალხი წერს როგორც დადებით, ასევე უარყოფით შეხედულებებზე ამა თუ იმ საკითხებზე. არაერთი პოზიტიური კომენტარი გამოუქვეყნებია tamuska27-ს ბოლო 5 წლის განმავლობაში ლონდონის თემაში; მათ შორის სურათები; მოდერატორი ვიყავი ამ განყოფილებაში და ყველაფერს ვკითხულობდი; ყველა თემას, ყველა წერილს; ამიტომ, მახსოვს მე ეს ფორუმელი როგორც აქტიური ამ თემაში და ბევრს დახმარებია.
ის რომ ნეგატიური კუთხით ითქვა რაღაც-რაღაცეები ამის გამო არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა ერთმანეთს მე მგონი; წინა გვერდზე რაღაც ისეთი სიტყვა ითქვა ამ ადამიანის მისამართით, რომ მე მოდერატორი ვყოფილიყავი, სულ მცირე სიტყვიერ გაფრთხილებას მივცემდი ავტორს
ჰო, ცნობისათვის, არაერთი წელი ვცხოვრობდი და ვმოღვაწეობდი ლონდონში არც თუ ისე დიდი ხნის წინ
კიდევ ერთხელ peace, and Merry Christmas!
* * *
პი. ეს. ხალხნო, გთხოვთ, ლათინური ასოებით ქართულ ენაზე ნუ წერთ კომენტარებს

წერეთ ქართული ასოებით რომ ადვილად იყოს გასაგები რას წერთ; რთულია, ლათინური შრიფტით ქართული სიტყვების წაკითხვა; მეზარება ხოლმე მე ასეთი ტექსტების კითხვა და საერთოდ არ ვკითხულობ. თუ მაინც და მაინც გინდთ ლათინური შრიფტის გამოყენება, წერეთ ინგლისურად; pleeeeaaaaseeeeeeeee!
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".