5 დღის წინ ჩამოვედი. მესამეჯერ ვიყავი და მოკლედ ისევ ისეთი შეუდარებელი ქალაქია. ევროპაში არსად არ ვარ ნამყოფი, მხოლოდ გავლით მაგრამ ხვალ რომ მომეცეს საშუალება და დრო ალბათ ისევ ლონდონში წავალ. მოკლედ და შეძლებისდაგვარად დავწერ ჩემს რჩევებს:
1. ვიზა: ვიზის პროცესი შედარებით რთულია (საბუთების შეგროვების პროცესი და აპლიკაციის მოცულობა) მაგრამ არაა შეუძლებელი და როდესაც ადამიანს გინდა მითუმეტეს პრობლემა არაა. მთავარია იცოდე ენა კარგად და ვიზის პროცესი საკმაოდ მარტივდება. დროზე ვინც ამბობს ვერ მოასწრებთ და ეგეთები დაივიწყეთ. ივლისის ბოლოს შევიტანე თბილისის ოფისში საბუთები და 1 კვირაში უკვე ვიზა დარტყმული პასპორტი ჩამომივიდა. რაც შეეხება ჩარტყმა-არ ჩარტყმას: ყველას გირჩევთ გადამწყვეტი ყურადღება მიაქციოდ ონლაინ აპლიკაციას. მთავარი კრიტერიუმია ვიზის გაცემაში. შეავსეთ ყველაფერი ბოლომდე და ყურადღებით. ბრიტანელები მოწესრიგებული ხალხია და იგივეს ითხოვენ რაც ლოგიკურია, რადგან მათ სამშობლოს სტუმრობთ. რაც შეეხება უშუალოდ აპლიკაციის შინაარს, მე ყველაფერი გულწრფელად შევავსე. განსაკუთრებული პუნქტია შემოსავლები, სადაც არ უნდა მოიტყუოთ. ანუ, თუ წერთ, რომ გაქვთ ხელფასი პირობითად 1 000 $ და შემდეგ კითვაზე წერთ, რომ ჯიბის ფული მიგაქვთ პირობითად 5 000 $ მაშინ უნდა დაასაბუთოდ საიდან. ანუ, უნდა დაუწეროთ, რომ დიდი ხანი გინდოდათ წასვლა, ერთი წელი აგროვებდით ან ვიღაცამ მოგცათ ფული თუ ასეთი შემთხვევაა მართლა. აღნიშნულის დაკონკრეტების საშუალებას აპლიკაცის იძლევა და აუცილებელია. ანუ, მაქსიმალურად გულახდილად და რეალისტურად უნდა ასახოთ თქვენი ბრიტანეთში ვიზიტის მიზანი და შემოსავლები;
2. საზღვრის გადასვლა: პირადად მე მხოლოდ ვიზიტის მიზანი მკითხეს. ვანახე ორივე ბილეთი (იქეთ-აქეთ) და airbnb - ს ლოგო როგორც კი დაინახა მესაზღვრემ აღარც შეამოწმა ჯავშნის დეტალები ეგრევე შემიშვა. ანუ სტანდარტულად, ბილეთი და სახლი უნდა გქონდეთ დაჯავშნილი, ენას უნდა ფლობდეთ რომ საზღვარზე დეკლარაცია შეავსოთ სრულყოფილად და უშეცდომოდ და მესაზღვრეს რომ ეკონტაქტოდ საჭიროებისამებრ და პრობლემა არ უნდა იყოს;
3. აეროპორტიდან სახლში მგზავრობა: ნუ აქ გააჩნია აეროპორტს და ლოკაციებს. მე მაგალითად სტანსედში ჩავფრინდი და მიმართულება მქონდა Canary Wharf - ზე. წინასწარ მქონდა ონლაინ ტაქსი გამოძახებული. 40 ფუნტი დაჯდა. რომ გაიხეთ და იმზავროთ მატარებელი/მეტრო/ავტობუსით, გააკეთებს მაქსიმუმ 10-15 ფუნტის ეკონომიას და მე არ გირჩევთ. მითუმეტეს ნამგზავრებ/დაღლილზე და აღარაფერს ვამბობ დროის ეკონომიაზე, რაც იქ ყოფნისას ორმაგად ძვირფასია. 2-3 საათი დაგჭირდებათ ტაქსის გარეშე, ტაქსით 40 წუთი თუ ავარი არაა სადმე. მაგრამ იაფად რომ დაითრიოთ ტაქსი აუცილებელია წინასწარ ონლაინ დაჯავშნა. სხვანარაიდ შანსი არაა მინიმუმ 80-90 ფუნტი დაგიჯდებათ;
4. ტრანსპორტი ლონდონში: პირველი რასაც აკეთებთ ყიდულობთ ოისტერს, რომელიც ზრდასრული ადამიანისათვის ღირს 35 ფუნტამდე 1 კვირა შეუზღუდავი (გააჩნია ზონებს). ძირითადი სავიზიტო ზონები 1,2 და იშვიათ შემთხვევებში 3. ამიტომ, თუ არ ცხოვრობთ 4,5,6 ზონებში ნუ იყიდით ყველა ზონის ოისტერს, რაც შესაბამისად ბევრად ძვირია. ოისტერია აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში ბევრად გაიწეწებით; რაც მთავარია ოისტერი ჭრის როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებში, ზედა მეტროში და რამოდენიმე მატარებელშიც კი, რაც ძალიან მოსახერხებელია. + მაგას ულიმიტოა. აქვე გირჩევთ არ აიღოთ ავტობუსით ექსკურსია, რომელიც ღირს ძალიან ძვირი და დადის ძირითადად ცენტრში. მარტივად შეგიძლიათ ოისტერით დაჯდეთ თქვენ თითონ ავტობუსზე, ოქსფორდის ქუჩაზე მაგალითად და ეგაა მთელი ექსკურსია. მეტროებში მიაქციეთ ყურადღება ფერებს (ყველა ხაზს თავისი ფერი აქვს). ვაგონში დიქტორი ძირითადად და თავიდან აცხადებს ბოლო გაჩერებას და არა შემდეგს და მაგან არ დაგაბნიოთ. სხვა მხრივ, მეტრო ბევრად მოწესრიგებულია და უბრალო ჩახედვა უნდა რუკას და ფაქტიურად ნებისმიერი ლოკაცია ხელმისაწვდომია მაქსიმუმ 1 საათის ფარგლებში. ჩახედვის გარეშეც სულ ნიშნებია და მარტივად გაიგებთ მოკლედ, უბრალოდ აქაც საჭიროა ენის ცოდნა; ავტობუსებს არ გირჩევთ. დადის ნელა (დაკარგავთ ბევრ დროს). მაგრამ სათვალიერებლად ცენტრალურ ქუჩებში ღირს. ცოტა გარეუბნებში და სახლში წასასვლელ/გამოსასვლელად ცალსახად მეტროს გირჩევთ. ტაქსი ძვირია. უბერის ტაქსში თან ქეშით ვერ იხდი, აუცილებლად ბარათით. შავი ცნობილი ქებები იღებენ ქეშს და ქუჩაშიც ბლომადაა ნებისმიერ დროს შეგიძლია ფაქტიურად გაჩერება, მაგრამ ძვირია. მე მაგალითად საერთოდ არ მისარგებლია თუ არ ჩავთვლით წინასწარ დაჯავშნილ ტაქსის აეროპორტში.
5. შოპინგი: გარდა ცნობილი და ულევი ოქსფორდის ქუჩისა, სადაც რიგ მაღაზიებში ნორმალური ფასებია მანდ. თან ლონდონში რომ ხარ ერთხელ მაინც უნდა ესტუმრო აუცილებლად ამ ქუჩას. დაიწყო თავიდან და ჩაუყვე ლესტერის მოედნამდე. ამოდიხართ სადგურ ბონდ სტრიტზე (იუბილეს ხაზია) და ჩადიხართ ტოტენჰემის სადგურამდე. მერე მარჯვნივ ბოლომდეა ლესტერის სკვერი. თუმცა, ვისაც გევასებათ შოპინგი, მინიმუმ 1 დღე უნდა გამოყოთ ამისათვის. და ბარემ მანდ ვინც იქნებით, ბონდის სადგურიდან საპირისპირო მიმართულებით რომ წახვიდეთ (ერთი სადგურია) ბეიკერ სტრიტია, თავისი შერლოკის მუზეუმით. სტრატფორდში არის ვესტფილდი, ყველაზე დიდი შოპინგ ცენტრი ლონდონში. რაც შეეხება შედარებით იაფიან მაღაზიებსა და რეტრო სუვენირებს, გირჩევთ კემპდენ თაუნის ბაზრობას, საინტერესო ლოკაციაა ძალიან. Campden Town ასე ქვია სადგურს (შავი ხაზია). ამოდიხართ თუ არა ეგრევე იწყება ბაზრობა.

ვისაც ძვირიანი და ლაქშერი შოპინგი მოგწონთ სადგურ ვიქტორისთან არის ცნობილი Harrod's.
6. მუზეუმები: მუზეუმები იმდენია ლონდონში სათითაოდ დაკონკრეტება არ ღირს და თან ლონდონში როცა მიდიხარ ისედაც გეცოდინებათ და ძალიან ადვილად ხელმისაწვდომია ეგ ინფოები. ერთადერთი რაც შემიძლია გირჩიოთ არის ლონდონის მუზეუმი (თან უფასოა);
7. პაბები/ბარები/კლუბები: ამის დიდი მოყვარული მე არ ვარ, შესაბამისად დიდს ვერაფერს გირჩევთ. ერთადერთი იცოდეთ, რომ პარასკევი/შაბათის გარდა ყველაფერი იკეტება ძალიან ადრე;
8. დრაგები: მოსაწევი და ეგეთი მარტივი დრაგები იშოვება მარტივად. ცოტა ისეთ უბანში თუ გაივლით, არა ცენტრში თავისით მოდიან ტიპები. ფასები სხვადასხვა. მაგალითად, 1 გრამი მოსაწევი 20 ფუნტი;
9. სიგარეტი: ვინც ეწევით აუცილებლად წაიღეთ სიგარეტი ! იყიდება მხოლოდ რამოდენიმე ბრენდი იქაური და ყველაფერს ერთი გემო აქვს, ძალიან ცუდი. თან ფასი იწყება 7 ფუნტიდან;
10. ამინდი: ეკოლოგია სუფთაა ძალიან. განსაკუთრებით საქართველოდან ჩასულს ეგრევე ეტყობა. ისეთი ჰაერია მთაში გეგონება. ცოტა ნესტიანი. ხშირად იღრუბლება და წვიმს. შედარებით გრილა, ამიტომ სულ რომ აგვისტო იყოს კურტკა და ზედებიც წაიღეთ აუცილებლად;
11. ის რომ ყველაფერი არის უძვირესი ცოტა არ იყოს მითია. ნუ ქართულ ფასებთან შედარებით კი, ძვირია მაგრამ მთლად მასეც არაა. წყალი 3 ფუნტიო რომ იძახიან არ ღირს წყალი 3 ფუნტი.

მარკს ენდ სპენსერი, ტესკო და რამოდენიმე ქსელია სადაც იყიდება პროდუქტი ნორმალურ ფასად. ჭამას რაც შეეხება, ყოველ ნაბიჯზეა ფასტ ფუდები შედარებით ნორმალურ ფასად. აი ორი კაცი 10 ფუნტად შეჭამ საკაიფოდ.
რაც გამახსენდა ესაა. ოვერალ, ძალიან მაგარი და აუცილებლად სანახავი ქალაქია, ასე რომ Keep Calm and Love London !