ახლობელი აპირებს წამოსვლას ოჯახთან ერთად (ცოლი და 3 წლის შვილი). როგორც ხდება ხოლმე - ჯერ საბერძნეთში და მერე შვედეთში. საბოლოო ჯამში ლტოლვილად ჩაბარებას გეგმავენ და დარჩენას.
მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ, თუმცა არ მიჯერებს და მაინც ჩალიჩობს. გადავიკითხე ეს და წინა თემა და მეტნაკლებად შევაგროვე ინფორმაცია, რისთვისაც დიდი მადლობა ყველა წევრს

ეხლა მაინც მაინტერესებს რამე ხომ არ შეიცვალა? კერძოდ:
1) რამე შანსი აქვთ რომ წამოვიდნენ მანდ და მეტნაკლებად ადამიანურ პირობებში აღმოჩნდნენ?
2) დუბლინის შეთანხმება ძალაშია კიდევ? როგორც ვიცი სირიელების გამო შეაჩერეს ზოგიერთი კანონი;
3) დასაქმების რამე შანსი არსებობს? + შვედური კი არა ინგლისურიც არ იციან წესიერად და ვფიქრობ ძალიან გაუჭირდებათ

ხო, კიდე ერთი კითხვა: 1 900 ევროს თხოვენ აქ კაცზე შვედეთში მოსახვედრად - ვიზა და ყველა საბუთი ზემოდან. როგორ გგონიათ ძალიან ძვირი ხომ არ არის? ან საერთოდ როგორ შეიძლება შვედეთში ამ მიზნით მოხვედრა და საშუალოდ რა ჯდება / სად?
მადლობელი დაგრჩებით თუ ორიოდე სითყვით მიპასუხებთ