გამარჯობა,
ჩაინიკი ვარ ამ საკითხში, არასდროს მქონია შეხება და იმედია დამეხმარებით.
შვედეთში სწავლობს მეგობარი და მინდა დეკემბერში ჩავიდე 2 კვირით. საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე უდევს შვედეთის ვიზისთვის წარსადგენი საბუთების სია.
საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:
1. საელჩოში საბუთების ჩაბარება უნდა მოხდეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ;
2. მოწვევა (კერძო ვიზიტის დროს), დამოწმებული ნოტარიუსის მიერ;
3. სავიზო განაცხადის ფორმა(ივსება ონლაინ რეჟიმში საელჩოს ვებ გვერდზე
https://epak.pmlp.gov.lv/NVIS.EService001.W...Default.aspx?);პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
4. 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე
5. სამოგზაურო დაზღვევა არანაკლებ 30 000.00 ევროსი რომელიც ფარავს მთლიანად მთელ შენგენის სივრცეს (ორიგინალი და მისი ასლი)
6. დახურული ბილეთის ჯავშანი (ორიგინალი და ასლი ელექტრონული ბილეთის).
7. თუ გიწვევთ ნათესავი, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: დაბადების მოწმობა ნოტარიულად დამოწმებული -შესაძებელია დოკუმენტის აპოსტილი იქნას მოთხოვნილი).
8. ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურ/ლატვიურ ენებზე ნოტარიუსის მიერ ნათარგმნი და დამოწმებული(უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).
9. ფინანსურიუზრუნველყოფა (მაგ. უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, საკრედიტო ბარათის და საბანკო ანგარიშის შესახებ ცნობა და ა.შ.).
მაქვს შემდეგი კითხვები:1. თუ ვინმეს აგიღიათ შვედეთის ვიზა ბოლო პერიოდში, ეს ჩამონათვალი სრულია თუ დამატებით სხვა საბუთებია საჭირო?
2. მოწვევა მეგობარმა რომ გამომიგზავნოს შესაძლებელია? თუ შესაძლებელია პროცედურულად როგორ ხდება ხომ ვერ მეტყვით?
3. დახურული ბილეთის ჯავშანში რამე განსაკუთრებული იგულისხმება?
4. ფინანსური უზრუნველყოფა, აქ ყველა ბანკის ყველა ანგარიშის ამონაწერი უნდა წარვადგინო სადაც ბრუნვა მაქვს (საკრედიტო და ა.შ)? თუ მხოლოდ ის სადაც ხელფასი მერიცხება და სადაც თანხა მედება ასე ვთქვათ გარანტიის პონტში. და ეს თანხა დაახლოებით რამდენია საკმარისი თქვენი გამოცდილებით
მადლობა წინასწარ