კი ავიღე ტურისტული . ესეიგი
1. დაზღვევა მოგაურობის პერიოდი +15 დღე
2. ცნობა სამსახურიდან (არანაირი საგარანტიო წერილი რომ დაბრუნებისას გავაგრძელებ მუშაობას უბრალოდ რომ ვმუშაობ) 500 ლარი ხელზე ასაღები ხელფასით
3. 4000 დოლარიანი ცნობა ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ.+ გზავნილების ამონაწერი რითიც დავადასტურე თანხის წარმომავლობა (არ მოუთხოვიათ მარა მაინც მივიტანე )
4. ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი
5. პასპორტი თავის ასლით (სურათიანი გვერდის)
6. 2 ბიომეტრიული ფოტო
7. თვითმფრინავის ჯავშანი (წინ და უკან) ტურისტული კომპანიიდან
8. სასტუმროს ჯავშანი ტურისტული კომპანიიდან
9. შევსებული აპლიკაცია ინგლისურ ენაზე (ონლაინ რეჟიმში ავსებ და შევსებულს ამოაპრინტერებ
https://epak.pmlp.gov.lv/NVIS.EService001.W...te/Default.aspx? )
სულ ეს იყო

წინასწარ რეკავ (995) 32 2244 858 ნიმერზე და ათანხმებ საბუთების შეტანის დღეს (თადარიგი დაიჭირე თუ მალე გინდა წასვლა. მე დარეკვიდან 26 დღის მერე ჩამინიშნეს შეხვედრის დღე )
მივედით მეუღლესთან ერთად (იმასაც იგივე საბუები ქონდა გარდა ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ცნობისა. აპლიკაციაში მიუთითა რომ მეუღლე აფინანსებდა ანუ მე ) კედელზე გამოკრულია სია რომლის მიხედვითაც იძახებენ. ჯერ მეუღლე შევიდა და უთხრა რომ ერთად მივდიოდით და მეც შემიყვანეს. ცჰავაბარეთ საბუთები, აგვიღეს ანაბეჭდები. დაგვისვეს 3 კითხვა სად მიემგზავრებით? რამდენი ხნით? და ეს თქვენი პირველი შენგენია? და დაგვემშვიდობა.
ხო კიდე 35-35 ევრო გადაგვახდევინა მოგვცა ქვითრები და დაგვიბარა 10 დღეში წაიღებთ თქვენს პასპორთებსო.
გამოვედით და გავსკდითნერვიულობით ნეტა რა პასუხი იქნებაო და აი ისისც ორივეს ჩაგვირტყეს

პ.ს. ალბათ გაგვიმართლა

ესეც მოკლედ
This post has been edited by Hermod on 9 Sep 2015, 02:16